Credit Suisse-ს ანალოგიურ საქმეზე ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პარტნიორიც უჩივის

Credit Suisse-ს ანალოგიურ საქმეზე ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პარტნიორიც უჩივის

access_time2022-06-20 14:10:00

რუსი მილიონერი, ვიტალი მალკინი, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, შვეიცარიის წამყვან ბანკს, Credit Suisse-ს ანალოგიურ საქმეზე უჩივის. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ბანკის ყოფილი მენეჯერის თაღლითური ქმედებების გამო 515,55 მლნ დოლარის (491 მლნ ევროს) ზარალი განიცადა. ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.


გამოცემის თანახმად, მალკინმა, რომელიც ამჟამად მონაკოში ცხოვრობს, ამერიკულ იურიდიულ კომპანია Quinn Emanuel-ს სარჩელის მომზადება დაავალა, რომელიც ბანკის ყოფილ მენეჯერსა და თაღლითობისთვის ნასამართლევს, თვითმკვლელობით გარდაცვლილ პატრის ლესკადრონს შეეხება.


ვიტალი მალკინი რუსი მეწარმე და კერძო ინვესტორია. Forbes 2021-ის რეიტინგში 179-ე ადგილი ეკავა, ხოლო მისი ქონება 650 მლნ დოლარად იყო შეფასებული. 1990-იან წლებში ვიტალი მალკინი კოოპერატივ „აგროპროგრესს“ მართავდა, მოგვიანებით კი პარტნიორებთან ერთად ბანკი, „როსისკი კრედიტი“ დაარეგისტრირა. ამჟამად მისი კაპიტალი პორტფელურ ინვესტიციებს შეადგენს.


რუსული Forbes-ის შეფასებით, „მალკინმა სასამართლოში საჩივრის შეტანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისმა ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, მილიარდერმა და საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილმა ბერმუდის შტატში Credit Suisse-ის წინააღმდეგ საქმე მოიგო.“ გამოცემის ცნობით, მარტის ბოლოს ამ იურისდიქციის უზენაესმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ივანიშვილმა ბერმუდის Credit Suisse-ის შვილობილი კომპანიის მეშვეობით და ლესკადრონის თაღლითური საქმიანობის შედეგად განხორციელებულ ინვესტიციებზე 553 მლნ დოლარი დაკარგა. თავის მხრივ, Credit Suisse-მ ამ საქმეზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.



Credit Suisse-ის ყოფილი მენეჯერი, პატრის ლესკოდრონი ბანკიდან 2015 წელს გაათავისუფლეს. 2018 წელს მას თავისი კლიენტების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის თანხების გაფლანგვის ბრალდებით ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2020 წელს ლესკადრონმა თავი მოიკლა.


Reuters ახლახან Credit Suisse-ის განცხადებაზე დაყრდნობით წერდა, რომ ბანკი ამ საქმეში „დაზარალებულ მხარედ იქნა აღიარებული.“ ამასთან, ყოფილი მენეჯერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმემ დაადგინა, რომ ვიტალი მალკინს თაღლითური ქმედებების შედეგად ზიანი არ მიადგა. ბანკის განცხადებაშ ნათქვამია, რომ „Credit Suisse კლიენტის ყველა ბრალდებას უარყოფს.“


Le Figaro შვეიცარული ბიზნეს-საინფორმაციო სააგენტო AWP-ზე დაყრდნობით წერს, რომ ლესკადრონის გარდაცვალების შემდეგ პროკურორებმა Credit Suisse-ის წინააღმდეგ ცალკე საქმე აღძრეს. კვირას AFP-ს Credit Suisse-მა განუცხადა, რომ მისი ყოფილი თანამშრომელი, რომელიც კლიენტების ფულს სარისკო აქტივებში დებდა, დამოუკიდებლად, მენეჯმენტის ინფორმირების გარეშე მოქმედებდა. ბანკის ცნობით, ამას შვეიცარიის ბაზრისა და საბანკო ზედამხედველობის ორგანო Finma-ს და კრიმინალური ორგანოების მიერ ჩატარებული ყველა გამოძიება ადასტურებს.


ვიტალი მალკინმა და კიდევ ერთმა ანონიმურმა მილიარდერმა Credit Suisse-ს და მის მენეჯერს, რომლებსაც მოსარჩელეები თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებდნენ, 2016 წელსაც უჩვლეს. მენეჯერის სახელი არ გახმაურებულა, თუმცა Le Temps წერდა, რომ Credit Suisse-ში გადასვლამდე ის Yves Rocher-ის რუსულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ამასთან, შვეიცარიის პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა დოკუმენტების გაყალბებაში, რომელიც ზარალის დამალვის მიზნით ერთი კლიენტის ანგარიშიდან რამდენიმე ათეული მილიონი ევროს მეორე კლიენტის ანგარიშზე გადარიცხვას გულისხმობდა. ბრალი, ასევე, საკუთარი გამდიდრებისთვის თანხების გაფლანგვას შეეხებოდა. მოსარჩელეთა ადვოკატი მაშინ აცხადებდა, რომ უკანონო ქმედებების შედეგად ორივე კლიენტმა 67,2 მლნ დოლარი დაკარგა. საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, ასევე, ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელიც დაზარალებულად გამომცხადდა და მისი ზარალი 95,86 მლნ დოლარზე მეტად შეფასდა.


bpn.ge




თეგები:
Credit Suisse



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up