Credit Suisse ჯგუფსა და ბიძინა ივანიშვილს შორის სამართლებრივი ბრძოლა სინგაპურში გაგრძელდება

Credit Suisse ჯგუფსა და ბიძინა ივანიშვილს შორის სამართლებრივი ბრძოლა სინგაპურში გაგრძელდება

access_time2022-07-29 16:00:27

Credit Suisse ჯგუფსა და ბიძინა ივანიშვილს შორის სამართლებრივი ბრძოლა სინგაპურში გაგრძელდება. ამის შესახებ სტატიას „ბლუმბერგი“ აქვეყნებს.


როგორც სტატიის ავტორი წერს, Credit Suisse ჯგუფის ქართველი კლიენტი ემზადება სამართლებრივი დავისთვის შვეიცარული კრედიტორის განყოფილებასთან 800 მილიონი დოლარის ოდენობით ზარალის საქმეზე, რომელიც, ივანიშვილის თქმით, მას თაღლითი ბანკირის გამო მიადგა.


„წელს ბერმუდის კუნძულებზე მიღწეული დიდი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამჯერად Credit Suisse ჯგუფის შვილობილ კომპანიას უჩივის. საქმე ეხება ბრალდებული თაღლითი ბანკირის პატრის ლესკოდრონის მიერ გაფლანგული თანხის დაბრუნებას“, – წერს „ბლუმბერგი“.


გამოცემის ცნობით, საქმის განხილვა სექტემბერში სინგაპურში დაიწყება. „ეს კი Credit Suisse ჯგუფს ახალი ნეგატიური ჰედლაინებით ემუქრება, რაც ჯგუფის გარშემო აგორებული არაერთი სკანდალისა და სამ წელიწადში Credit Suisse-ის მესამე გენერალური დირექტორის დანიშვნის ფონზე ხდება“, – ნათქვამია სტატიაში.


„ბლუმბერგის“ მიხედვით, ივანიშვილის სარჩელი გახლავთ იმ სასამართლო პროცესის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ხუთი წლის წინ დაიწყო სინგაპურში და როგორც მომჩივანი აცხადებს, Credit Suisse Trust Ltd-ს მიერ მისი ქონების „უგუნურ ზედამხედველობას“ უკავშირდება.


„ლესკოდრონს, ყოფილ ვარსკვლავ ბანკირს, 2018 წელს დასდეს ბრალი თაღლითობაში. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ის ათი წლის განმავლობაში ახორციელებდა სქემას, რომლის ფარგლებშიც აყალბებდა ხელმოწერებს, რაც მას კლიენტების ანგარიშების, არაავტორიზებულ გარიგებებში გამოყენების საშუალებას აძლევდა. ივანიშვილი მისი ყველაზე მსხვილი კლიენტი გახლდათ, რომელთან ერთადაც Credit Suisse -მა საინვესტიციო კომპანიები დააფუძნა სინგაპურში, ბერმუდის კუნძულებსა და ახალ ზელანდიაში“, – წერს ბლუმბერგი.



„ბლუმბერგის“ მიხედვით, ივანიშვილის ლონდონელი ადვოკატები 800 მილიონი დოლარის ანაზღაურებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, ეს თანხა წარმოადგენს არაკანონიერად მითვისებული აქტივებს და ზარალს, რომელიც კლიენტს მიადგა კუთვნილი თანხის გაუფრთხილებელი დაბანდების გამო. თავად ადვოკატები სასამართლო პროცესამდე კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ.


სტატიაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულმა ბანკირმა ლესკოდრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 2020 წელს, მიუხედავად ამისა, ჟენევაში გრძელდება გამოძიება იმის დასადგენად, ეკისრება თუ არა ამ საქმეზე პასუხისმგებლობა ბანკს. გამოძიების ხელმძღვანელმა პროკურორმა გამოავლინა 60 მილიონი დოლარის ტრანზაქცია, რომლის „გათეთრებაც“ მისი აზრით, ბანკის გამოყენებით მოხდა.


„ივანიშვილი და თაღლითობაში ბრალდებული ლესკოდრონის სხვა კლიენტები უკვე დიდი ხანია, ამტკიცებენ, რომ ბანკმა იცოდა ბანკირის პრაქტიკის შესახებ და უნდა დაესრულებინა ის, ვიდრე თაღლითობა წლების განმავლობაში გაგრძელდებოდა. თავად ბანკში ამტკიცებენ, რომ ლესკოდრონი მარტო მოქმედებდა და დანაშაულებრივ პრაქტიკას კოლეგებსა და ხელმძღვანელობას უმალავდა“, – ნათქვამია სტატიაში.


Credit Suisse-ში საქმესთან დაკავშირებით კომენტარისგან თავი შეიკავეს.


კომენტარი არ გაუკეთებია სინგაპურის სასამართლოს პრესმდივანსაც, რადგანაც, მისივე თქმით, სექტემბრის განრიგი ჯერ საჯარო არ არის.

„ბლუმბერგის“ სტატიაში ნათქვამია, რომ ივანიშვილის იურისტებმა ბანკს პირველად 2017 წელს უჩივლეს და ცდილობდნენ, მოეპოვებინათ შიდა დოკუმენტები, რომლებიც, მათი აზრით, ნათელს მოჰფენდა, რომ ბანკი ინფორმირებული იყო ლესკოდრონის ქცევის შესახებ. თუმცა, Credit Suisse Trust -ის ადვოკატები ამის წინააღმდეგ გამოდიან, ამტკიცებენ, რომ ყველაფერს რაც 2011 წლის აგვისტომდე მოხდა, ხანდაზმულობის ვადა უნდა ჰქონდეს, რომ ბანკის წინააღმდეგ საქმე უნდა აღიძრას შვეიცარიაში და არა სინგაპურში. ახალი ზელანდიის უმაღლესმა სასამართლომ ივანიშვილის საქმე 2018 წელს უარყო და დაადგინა, რომ ნებისმიერი სამართლებრივი დავისთვის სათანადო იურისდიქცია შვეიცარიას აქვს.


Credit Suisse Trust-ის იურისტებმა წარმატებით დაამტკიცეს, რომ ნებისმიერი სამართლებრივი პროცესი სინგაპურში უნდა ეხებოდეს მხოლოდ Credit Suisse Trust-ს და არა უშუალოდ ბანკს, რომლის სათავო ოფისი ციურიხში მდებარეობს. თუმცა, „ბლუმბერგის“ მიხედვით, ბერმუდის კუნძულების სასამართლომ ბანკის როლის მიმართ ნაკლები თანაგრძნობა გამოიჩინა და დაადგინა, რომ Credit Suisse Life Ltd „თვალს ხუჭავდა ბანკირ ლესკოდრონის კანონდარღვევებზე.“


ამასთან, როგორც „ბლუმბერგი“ წერს, არ არსებობს გარანტია, რომ ივანიშვილი წარმატებას მიაღწევს სინგაპურის სასამართლო დავაში, თუმცა ბერმუდის სასამართლომ მისთვის კომპენსაციის სახით 607,5 მილიონი დოლარის გადახდის გადაწყევტილება მიიღო, ხოლო მანამდე Credit Suisse Life Ltd-ს დაევალა, ეს თანხა სადეპოზიტო ანგარიშზე გადაიხადოს სექტემბრის დასაწყისისთვის, სადაც ის სააპელაციო გადაწყვეტილებამდე დარჩება.


წყარო: 1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up