#თუგანვითარებაგინდა
CRDC და გიორგი ჩაკვეტაძე წარმოგიდგენთ მასტერკლასს - “LEAD-ერი, ანუ ერთი სიტყვა წარმატების შესახებ”
გსურთ განავითაროთ საკუთარ ლიდერული უნარ-ჩვევები და ადრეულ ასაკშივე შექმნათ წარმატება? - მაშინ გელოდებით ჩვენს მასტერკლასზე - LEAD-ერი, ანუ ერთი სიტყვა წარმატების შესახებ
ვრცელი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - http://www.crd.ge/portfolio-items/lead-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%93/
ვისთვისაა ეს მასტერკლასი?
სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, საჯარო და კერძო ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის. ასევე, სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს საკუთარი წარმატებული კარიერა ადრეულ ასაკშივე შემქნას - დიახ, ეს მიზანი რეალური და მიღწევადია.
მასტერკლასის მიზნები
ჩვენ მიზანია აღმოგაჩენინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები, გზები წარმატებისკენ.
ტრენინგის გრძელვადიანი მიზანი კი თქვენ მიერ სხვა ადამიანების მოტივაცია, შთაგონება და მათი შეკავშირებაა.
მოსალოდნელი შედეგები
მასტერკლასის შემდეგ მონაწილეები მეტ ყურადღებას დაუთმობენ თავიანთ საუკეთესო თვისებებს და უნარებს. ორგანიზაციებში, ისინი შეეცდებიან საუკეთესო პრაქტიკის შენარჩუნებას, ან/და მის განვითარებას. მოსწავლეები და სტუდენტები მიიღებენ იმ ტიპის ინფორმაციას, რომელიც მათ კარიერის დაგეგმვასა და წინსვლაში დაეხმარება.
მასტერკლასზე რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს - http://www.crd.ge/lead-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%93/
ინფორმაცია სპიკერის შესახებ
- 2017 წლიდან - დღემდე თბილისის საკრებულოს წევრი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე;
- გლაზგოს უნივერსიტეტის (UofG) საერთაშორისო სამართლის მაგისტრი;
- კავკასიის უნივერსიტეტისა (CU) და ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (TTU) სამართლის სკოლების კურსდამთავრებული;
- 2013-2016 წწ. სტუდენტური თვითმმართველობის (CSLU) პრეზიდენტი
- 2015-2016 წწ. საქართველოს ახალგაზრდობის დელეგატი UNESCO-ში;
- 2 ლიტერატურული წიგნის ავტორი.
გისურვებთ წარმატებებს და გელოდებით ჩვენს ტრენინგ ცენტრში!
(R)