COVID19-თან დაკავშირებით არდი საკუთარ დაზღვეულებს და საზოგადოებას სოციალურ ანგარიშს აბარებს

COVID19-თან დაკავშირებით არდი საკუთარ დაზღვეულებს და საზოგადოებას სოციალურ ანგარიშს აბარებს

access_time2020-03-16 11:00:53

COVID19-თან დაკავშირებით არდი საკუთარ დაზღვეულებს და საზოგადოებას სოციალურ ანგარიშს აბარებს.  კომპანიის ინფორმაციით, არსებობს რიგი პროფესიები და კომპანიები რომელთაც, ქვეყანაში მიმდინარე განსაკუთრებული შემთხვევების დროს, კიდევ უფრო მეტად მართებთ საკუთარი მოვალეობების შესრულება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისა და რეზიდენტების წინაშე.



„მიგვაჩნია, რომ არდი არის ამ ღირებულების მქონე კომპანია და იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვეული ძალისხმევით გაგიწიოთ მომსახურება, ვალდებულნი ვართ მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, დაზღვეულებისა და თანამშრომლების, სამუშაო გარემოსა და მომსახურების სივრცეების მაქსიმალური უსაფრთხოების კუთხით.


გიზიარებთ მოკლე ჩამონათვალს, რაც ხორციელდება არდიში:


▪ ყველა ოფისი და სერვის-ცენტრი ყოველდღიურ რეჟიმში მუშავდება სადეზინფექციო საშუალებებით;
▪ კვირაში ერთხელ ტარდება ყველა ოფისის გენერალური დეზინფექცია;
▪ თვალსაჩინო ადგილებზე მოწყობილია კუთხეები, სადაც განთავსებულია - სადეზინფექციო ხსნარი, პირბადე, ხელთათმანები;
▪ გაუქმდა თანამშრომლების ყველა დაგეგმილი მივლინება და პირადი შვებულება საზღვარგარეთ;
▪ კომპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი გადასულია დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე და ჩვეული გრაფიკით მუშაობს დღის ბოლომდე.


თუმცა, მხოლოდ ეს ღონისძიებები საკმარისი არ არის. იმისათვის, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციას ჰქონდეს მაქსიმალურად დადებითი ეფექტი. ამიტომ, ჩვენ ვცვლით მომსახურების ტრადიციულ რეჟიმს იქ, სადაც შესაძლებელია ჩვენმა დაზღვეულებმა მიიღონ სრულყოფილი, სწრაფი და დაცული დისტანციური მომსახურება, მხოლოდ ელექტრონულ სივრცეში.


1 აპრილამდე არდის ყველა სერვის-ცენტრი დროებით წყვეტს ვიზიტორების ფიზიკურ მომსახურებას ადგილზე. თუმცა, მაქსიმალურად მოკლდება დისტანციური ანაზღაურების ვადა - 1 სამუშაო დღემდე.




ონლაინ პორტალით pay.ardi.ge - ჩვენს დაზღვეულებს შეეძლებათ გამოაგზავნონ მიღებული სამედიცინო მომსახურების სრული დოკუმენტაციის ასლები (ფოტოების ფორმატი დასაშვებია) ზუსტად იმ სახით, რაც უნდა წარმოედგინათ სერვის-ცენტრში მომართვისას და იღებენ ანაზღაურებას იმავე სამუშაო დღეს, სახლიდან ან სამუშაო სივრციდან გაუსვლელად; ორიგინალი დოკუმენტაციის წარმოდგენა კი შესაძლებელია მომდევნო 6 თვის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს ინდივიდუალური სადაზღვევო ბარათის ვადის ამოწურვამდე. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია მოწოდებული უნდა იქნას აუცილებლად დალუქული კონვერტით, რომელზეც მითითებული იქნება დაზღვეულის სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონი. კონვერტი უნდა მოთავსდეს მხოლოდ არდის სპეციალურ მწვანე საფოსტო ყუთებში, რომლებიც დამონტაჟებულია შემდეგ მისამართებზე:


  •  თბილისი - ვაჟა-ფშაველას გამზ. 3, დაზღვევის სახლი
  •  ბათუმი - ფარნავაზ მეფის გამზ. №115
  •  ქუთაისი - პუშკინის ქ. №6
  • რუსთავი - კოსტავას ქ. №14
  • თელავი - სააკაძის მოედანი №2
  •  გორი - სტალინის გამზ. №1

ონლაინ პორტალით - online.ardi.ge, შესაძლებელია საგარანტიო მიმართვის მოთხოვნა ელექტრონულად ნებისმიერ მომსახურებაზე, ასევე 1 სამუშაო დღეში;



გარდა ამისა, წარმატებით დაინერგა ოჯახის ექიმებთან დისტანციური პირველადი სატელეფონო მომსახურება, რომელიც კლინიკაში ვიზიტს აგარიდებთ თავიდან, თუ ამის საჭიროება არ არის. ამისთვის ჩვენს დაზღვეულებს, რომელთაც უკვე ჰყავთ პირადი ექიმი არდიში, ვთხოვთ დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე 0322101010 და წინასწარი ჩაწერის პრინციპით დაგეგმონ ხმოვანი ზარი ოჯახის ექიმთან, რომელიც მაქსიმუმ იმავე დღეს ხორციელდება.


ასევე, არდის ინიციატივით, Initio Clinic • კლინიკა ინიციო-ს ბაზაზე შეიქმნა  „სპეციალური ზონა“,რომლის მიზანიც, გავრცელებული რესპირატორული ვირუსების მქონე დაზღვეულების სრული მართვა და სწრაფი პრევენციაა.


  •  „სპეციალური ზონის“ ყველა ექიმი სრულად ეკიპირებულია
  • ჩვენი დაზღვეულები სარგებლობენ იზოლირებული შესასვლელით
  • ტარდება კლინიკის სრული და ყოველდღიური დეზინფექცია
  •  პირველივე სიმპტომების გამოვლენისას, ტარდება სკრინინგი N1 - ფილტვების რენტგენოსკოპია
  •  სკრინინგი N2 - A და B ტიპის გრიპის ვირუსის კვლევა.


არდის ოჯახის ექიმების სამსახური, როგორც კლინიკებში, ასევე ბინაზე გამოძახების მობილური ჯგუფი, მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და სრული დატვირთვით.


24 საათიანი სატელეფონო ცენტრი 0322101010 თქვენს განკარგულებაშია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.


ჩვენ გჯერა, რომ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ნებისმიერი გამოწვევის გადალახვა შესაძლებელია. ვიფიქროთ მხოლოდ კარგზე და ერთად დავამარცხებთ COVID19-ს!


გისურვებთ ჯანმრთელობას!
არდის გუნდი







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up