გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი COVID ვაქცინების შემქმნელებს უგურ შაჰინს და ოზლემ ტიურეჩს კორონავირუსის პანდემიის შეკავებაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოებს. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა Facebook-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ ამ სპეციალისტების წვლილი პანდემიის შეკავებაში გადამწყვეტია. დაჯილდოების ცერემონიას 19 მარტს შტაინმაიერთან ერთად, კანცლერი ანგელა მერკელიც დაესწრება.
ვაქცინის შექმნა გერმანული სტარტაპის დამსახურებაა, რომელსაც თურქული წარმოშობის ცოლ-ქმარი, უგურ შაჰინი და ოზლემ ტიურეჩი ხელმძღვანელობენ.
imedinews.ge