COVID–19 ის ვაქცინა საქართველომ, შესაძლოა, 2022 წლის ბოლომდე ვერ მიიღოს

COVID–19 ის ვაქცინა საქართველომ, შესაძლოა, 2022 წლის ბოლომდე ვერ მიიღოს

access_time2020-10-10 14:00:50

ბიუჯეტის პროექტში, რომელიც მთავრობამ წარმოადგინა, ნავარაუდევია, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, საქართველომ 2022 წლის მეორე ნახევრამდე ვერ მიიღოს, რაც 2025 წლის ჩათვლით, არსებულთან ერთად, დამატებით ეკონომიკურ შეფერხებებს გამოიწვევს.

ეს იმის მიუხედავად, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში მთავრობა COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოგონებას ელოდა.


პანდემიასთან დაკავშირებით საბაზისო მოლოდინი შეადგენს ვაქცინის გამოგონებას 2021 წლის პირველ კვარტალში, ხოლო ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის საკითხის დასრულებას საქართველოს მოსახლეობისათვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის, 2021 წლის მესამე ან მეოთხე კვარტალში. მიუხედავად ამისა, არსებობს რისკი, რომ მდგომარეობა შეიძლება უფრო ნეგატიურად განვითარდეს. ნეგატიური სცენარი ითვალისწინებს ვაქცინის ვერ მიღებას 2022 წლის მეორე ნახევრამდე. შესაბამისად, შემდეგი ორი წლის განმავლობაში, 2025 წლამდე, იქნება დამატებითი ტალღები და ეკონომიკური შეფერხებები. - ვკითხულობთ ბიუჯეტის შესახებ დოკუმენტში.


იმის გასარკვევად, თუ რომელ ვაქცინის მწარმოებელ ქვეყნებთან და კომპანიებთან აქვს საქართველოს მთავრობას მოლაპარაკებები და როგორ ცდილობს ვაქცინის მიღების დაჩქარებას, „მთავარი არხი“ დაუკავშირდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც სიტყვიერად პასუხი არ გაგვცეს და ინფორმაციის წერილობით გამოთხოვა გვირჩიეს; ჩვენ ასეც მოვიქეცით. შესაბამისად, კანონის გათვალისწინებული ვადების თანახმად, სამინისტროს პასუხს 20 ოქტომბრისთვის ველოდებით.



იქამდე კი, მთავარი ჯანდაცვის ექსპერტებს დაუკავშირდა.


სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ გათვლა მარტო ვაქცინაზე არ უნდა გააკეთოს, არამედ, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნაზე, კადრების მომზადებასა და დროულ დიაგნოსტირებაზე.


„იმისათვის, რომ ვაქცინამ ძალიან არ დაიგვიანოს, როგორც ეს ტესტების შემთხვევაში მოხდა, საქმის კურსში უნდა ვიყოთ, რა მიღწევები და რამდენად რეალისტური პროგნოზები აქვთ კომპანიებს, რომლებიც ვაქცინაზე მუშაობენ. დღე და ღამე უნდა ვმუშაობდეთ, რომ ამ კომპანიებთან მოლაპარაკებები, კონსულტაციები გვქონდეს და ვაქცინა ჩვენ გვერგოს.


რადგან ზუსტად არ ვიცით, იქნება თუ არა ვაქცინა 2021 წლისთვის, პროგნოზირება და ამის მიხედვით სამოქმედო გეგმის შემუშავება არასწორია, - თქვა ჯანდაცვის ექსპერტმა სერგო ჩიხლაძემ, მთავართან საუბრისას


Mtavari.tv





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up