COVID-ით გამოწვეული საავიაციო კრიზისის ფონზე ევროპაში საჰაერო მარშრუტები შემცირდა, ხოლო თვითმფრინავები უფრო მსუბუქი გახდა

COVID-ით გამოწვეული საავიაციო კრიზისის ფონზე ევროპაში საჰაერო მარშრუტები შემცირდა, ხოლო თვითმფრინავები უფრო მსუბუქი გახდა

access_time2021-04-23 20:30:00

EUROCONTROL-ის მონაცემების თანახმად, 2020 წელს COVID-19-ის გამო დაწყებული საავიაციო კრიზისის ფონზე ევროპაში საჰაერო მარშრუტები შემცირდა, ხოლო თვითმფრინავები უფრო მსუბუქი გახდა.


თუ 2019 წელს თვითმფრინავმა ევროპის ცაზე ერთი ფრენისას საშუალოდ 1062 კმ მანძილი დაფარა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 981 კმ-მდე დაეცა. ეს კი ბრატისლავა-ბრიუსელის მარშრუტის ეკვივალენტურია.


იმავდროულად, როგორც ადრე, ერთი ფრენისთვის, თვითმფრინავს საშუალოდ ევროპის სამი ქვეყნის საჰაერო სივრცეში უწევდა ფრენა.


ასევე, თვითმფრინავის საშუალო წონა 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 87,9 ტონიდან 86,4 ტონამდე შემცირდა. თუმცა წონა იცვლებოდა სახელმწიფოების მიერ დაწესებული შეზღუდვების შესაბამისად.



მაგალითისთვის, 2020 წლის მერე კვარტალში თვითმფრინავების საშუალო მაქსიმალური წონა იყო 111,5 ტონა, რაც აჭარბებს წინა კრიზისამდე არსებული პერიოდის იგივე მაჩვენებელს – 91,1 ტონას.


EUROCONTROL-მა ეს ახსნა იმით, რომ ამ პერიოდში მრავალი ფრენა ხორციელდებოდა თვითმფრინავებით, რომლებსაც სამედიცინო აღჭურვილობა და სხვა საქონელი გადაჰქონდა.


თუმცა, მას შემდეგ, რაც ზაფხულში შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო და ცაში მრავალი სამგზავრო თვითმფრინავი ავიდა, საჰაერო ხომალდის საშუალო ივლისში წონა 75 ტონაზე დაეცა, რაც 2020 წლისთვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.


კრიზისის ფონზე, ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, ავიაკომპანიები გადავიდნენ მათ ავიაპარკში არსებულ უფრო მცირე ზომის და შედარებით ეფექტურ თვითმფრინავებზე, რომელთაც ნაკლები მოთხოვნა აქვთ.


avianews.ge




თეგები:
COVID-19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up