Covid ამნისტია - ამომრჩევლის მოსყიდვა თუ დაჯარიმებულების ფინანსური კეთილდღეობა

Covid ამნისტია - ამომრჩევლის მოსყიდვა თუ დაჯარიმებულების ფინანსური კეთილდღეობა

access_time2021-06-24 19:00:18

დღის მთავარი თემა გახდა პრემიერის გადაწყვეტილება, რომ კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო 245 000 ფიზიკურ და 344 იურიდიულ პირს 76 მლნ ლარის მოცულობის ჯარიმები ჩამოეწერება – კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ამნისტიას მხოლოდ გადაუხდელ ჯარიმებზე ითვალისწინებს და ვინც უკვე გადაიხადა, მას თანხა არ დაუბრუნდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება Commersant-ს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. ამის პარალელურად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მეოთხე ტალღაზე საუბრობს, ხოლო პოლიტიკოსები მოახლოებულ არჩევნებზე. „კომერსანტი“ დაინტერსდა შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება ამომრჩევლის მოსყიდვად და გაართულებს თუ არა დაანონსებული ამნისტია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას?

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლადო კახაძე კომერსანტთან საუბარში აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება ჰუმანური აქტია, რომელიც მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობას უკეთესობისკენ შეცვლის. მისი თქმით, ამნისტიით სახელმწიფომ მოქალაქეებს „შეცდომა“ აპატია და მომავალში კანონის დაცვისკენ მოუწოდა.

 

„აქტი ნამდვილად მისაღებია იმ გაგებით, რომ ადამიანებს ფინანსური წნეხი, რომელიც მათი უყურადღებობით, სიჯიუტით და დაუკვირვებლობით არის გამოწვეული შეუმსუბუქდებათ. ამით იზარალეს მათმა ოჯახებმა, საკითხს თუ ამ კუთხით შევხედავთ ნამდვილად ჰუმანური აქტია. მეორეს მხრივ, კანონის უზენაესობის პრინცპით ჯარიმას თავისი დატვირთვა აქვს. სიკეთე მიღებული ზიანზე მეტი უნდა იყოს. არ ვიცი ამ გაჭირვების დროს, ალბათ სოციუმი გადაწონის და ეს გადაწყვეტილება ადამიანებს ამოსუნთქვაში დაეხმარება. როცა, მათ ცხოვრებაში არჩევანის საკითხი დაუდგებათ დაარღვიონ თუ არა კანონი, გაახსენდებათ, რომ ერთხელ უკვე დასჯილი იყო. სახელმწიფომ უძღები შვილის არ იყოს, მოქალაქეებს წესიერებისკენ მოუწოდა, გვერდით დაუდგა და თხოვა შეცდომა მეორედ აღარ გაიმეოროს. მგონი ეს უფრო კარგი მოტივაცია იქნება ადამიანის მორალური-ზნეობრივი გადაწყვეტილების დროს კანონი აღარ დაარღვიოს, მე ყოველ შემთხვევაში ასე მოვიქცეოდი“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს  მოსყიდვის ინტერესი, რომ ჰქონოდა ამ გადაწყვეტილებას სექტემბერში, არჩევნებამდე მიიღებდა. მისივე თქმით, ნებისმიერ ამნისტიაში, თავისი არსით, არის უსამართლობის მარცვალი.

 

„მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, ეს გაკეთდებოდა მაგალითად სექტემბერში, მაგრამ გაკეთდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ტარდება თვითმმართველობის არჩევნები. ამნისტია ეხება სამართალდამრღვევს და ბუნებრივია, გარკვეული უსამართლობა ყოველთვის არის. ნებისმიერ ამნისტიას ეს ახასიათებს, მაგრამ საბოლოო ჯამში კოვიდმა სხვადასხვა ფორმით დააზარალა ადამიანები, მათ შორის სამართალდამრღვევებიც და როდესაც ეს პროცესი არის უკვე გადავლილი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსა და ხელისუფლებას მართებდა ამაზე მსჯელობა და ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


კობახიძის მსგავსად ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძეც ფიქრობს, რომ არჩევნებამდე ჯერ კიდევ ძალიან დიდი დროა და გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდს არ უკავშირდება. მისი თქმით,  ამნისტიის მიზანი მოქალაქეების პასუხისმგებლობის ამაღლებაა.

 

ეს გადაწყვეტილება გუნდურად მივიღეთ, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ეფექტიანობა საკოორდინაციო საბჭოზე იყო განხილული და საბჭომ ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც კერძო სექტორისთვის, გარკვეულ შეღავათებთან ერთად, საჯარიმო სანქციების ამნისტია მომხდარიყო“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

ქართული ოცნების“ მხრიდან მეტ პოპულიზმს ელოდება „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. მისი თქმით, ხელისუფლება ახლა საზოგადეობის მოთაფვლას ცდილობს.  ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, უსამართლობის განცდას ორი ტიპის ადამიანში გააჩენს - ვინც ჯარიმა უკვე გადაიხადა და იმათში, ვინც ჯარიმის შიშით სახლში მორჩილად იჯდა. როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, სამართლიანობა მთავრობის ინტერესსა და პოპულიზმს ეწირება.

 

„რასაც ჩენ ვხედავთ არის ის, რომ ქართულ ოცნებას ძალიან უჭირს და მაღალი ალბათობით, მათ შორის პოპულისტური ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაშიც, არჩევნებზე 43%-ის აღება გაუჭირდება. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ იგივე 2 000 ლარი ჯარიმა ღარიბ საზოგადოებაში იყო არასწორი და არა რაციონალური. მეორეს მხრივ, თუ საზოგადოებას გავუჩენთ იმის შეგრძნებას, რომ ხელისუფლებას როდესაც დასჭირდება, ჯარიმებს მოხსნიან, მაშინ ჯარიმას აზრს ვუკარგავთ. ხვალ მთავრობას კიდევ რომ დასჭირდეს პირბადისთვის ან სხვა დარღვევისთვის ჯარიმის გამოწერა, ადამიანები რეგულაციებს ნაკლებად დაიცავენ. რეალურად კი პანდემია არ დასრულებულა და „დელტა“ შტამი (ე.წ. ინდური შტამის) ორიგინალ ვირუსზე სწრაფად ვრცელდება. ცხადად ჩანს, რომ ჩვენ პრობლემები წინ გველოდება და მთავრობამ ძირითადი ძალისხმევა უნდა ჩადოს ვაქცინაციაში, რათა საზოგადობრივი იმუნიტეტი სწრაფად გვქონდეს. ეს პოპულიზმი ვერც ვირუსისგან დაგვიცავს და ვერც მთავრობას დაიცავს ხალხის უკმაყოფილებისგან, რომელიც უფრო მზარდია“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილი.

 

ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ პანდემიის დაწყების დღიდან საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებებს იღებდა არა ქვეყნის შიგნით არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, არამედ სხვა ქვეყნების მაგალითით, რამაც ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გააუარესა.

 

„ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის 60 პროცენტი აიცრა, გარე სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, მათთვის მიებაძა, მაგრამ ჩვენთან ვირუსის გავრცელება გაცილებით მაღალია, სიკვდილიანობა მაღალია, ვაქცინაცია კი ჩავარდნილია. ასეთ პირობებში პოპულისტობა ძალიან დამაზიანებელი იქნება შემოდგომასა და ზამთარში. ვფიქრობ, რომ შეზღუდვებს, თუნდაც ისე ცუდად გაკეთებულს და ისე ცუდად ადმინისტრირებულს როგორც საქართველოში იყო, თუ საზოგადოების ნაწილი მაინც იცავს, ამას თავის ეფექტი აქვს.  დეკემბერში 85%-მდე ავიდა პირბადის ტარების მაჩვენებელი, მარტში ეს რიცხვი 40-მდე დაეცა და ვნახეთ კიდეც როგორ გაიზარდა ვირუსის გავრცელება. უაზრობაა რეგულაციების ნაჯახივით გამოყენება, როცა მას შენი ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას არ უსადაგებ“, -  ზურაბ ჭიაბერაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ 245 000 ფიზიკური და 344 იურიდიული პირისთვის კოვიდჯარიმების, ჯამში 76 მლნ ლარის ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილება, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთშაბათს, 24 ივნისს გააჟღერა. კანონპროექტი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

 

კოვიდჯარიმები დაახლოებით ნახევარი 36.9 მლნ ლარი 2020 წელსაა გამოწერილი, დანარჩენი 2021 წელს. კომენდანტის საათის დარღვევა აპრილ-მაისში 3000 ლარიან ჯარიმას იწვევდა, ნოემბრიდან 2000 ლარიანს განმეორებით შემთხვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. პირბადის არქონის გამო კი ჯარიმა 20 ლარს, განმეორებით შემთხვევაში 40 ლარს შეადგენდა. იურიდიული პირები კი 10 000 და 15 000 ლარით ჯარიმდებოდნენ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up