COVID-19-მა საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 81.23%-ით შეამცირა

COVID-19-მა საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 81.23%-ით შეამცირა

access_time2020-10-16 15:30:05

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 81.23%-იანი კლებაა, რაც პირდაპირ COVID-19-ის პანდემიას და მის გამო მსოფლიოსა და საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლის კუთხით დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება.


COVID-19-მა არამხოლოდ საქართველოში არამედ მთლიანად მსოფლიოში მნიშვნელოვნად აზარალა საავიაციო სექტორი, რის გამოც რამდენიმე ავიაკომპანიამ ფუნქციონირებაც კი შეწყვიტა.


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანა საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის 21 მარტიდან დაიხურა და რამდენიმე თვის განმავლობაში რეისებს ძირითადად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურებოდა, სადაც სარეპატრიაციო და ჩარტერული ფრენები სრულდებოდა. აგვისტოს დასაწყისიდან კი გარკვეულ მიმართულებებზე საერთაშორისო რეგულარული ფრენების აღდგენა მოხდა,რაც თავის მხრივ მგზავრთნაკადზეც აისახა.


როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, საქართველოს აეროპორტები 2020 წლის იანვარ-სექტემბერში რეგულარული და არარეგულარული რეისებით სულ 777 ათას 53 მგზავრს მოემსახურა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4 მლნ 139 ათას 955 მგზავრს, შესაბამისად კლება 81,23%-ის დონეზე დაფიქსირდა, 2018 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით კი კლება 80,22%-ია.


რაც შეეხება ქვეყნის მთავარ აეროპორტს, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით იანვარ-სექტემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტს რეგულარული და არარეგულარული რეისებით​ გადაყვანილი მგზავრთნაკადის მოცულობა 81,92%-ით შემცირდა. 2020 წლის 9 თვეში აეროპორტმა სულ 537 ათას 220 მგზავრი გაატარა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 მლნ 971 ათას 398 მგზავრი. 2020 წლის იანვარ-სექტემბერში 2018 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 81,80%-ითაა შემცირებული.


ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი მგზავრთნაკადის 90,25%-იანი კლებაა. 2020 წლის 9 თვეში რეგულარული და არარეგულარული რეისებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა სულ 51 ათას 86 მგზავრის მომსახურება მოახერხა და ეს მაჩვენებლებიც ძირითადად 2020 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლების ხარჯზეა დაფიქსირებული.



სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2019 წლის სამ კვარტალში აეროპორტი რეგულარული და არარეგულარული რეისებით 524 ათას 68 მგზავრს მოემსახურა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 513 ათას 732 მგზავრს, შესაბამისად, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში 2018 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 90.06%-ითაა შემცირებული.


71,06%-იანი კლება ფიქსირდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში აეროპორტი სულ 182 217 მგზავრს მოემსახურა, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში – 629 618 მგზავრს, ხოლო 2018 წლის იანვარ-სექტემბერში კი 450 417 მგზავრს. შესაბამისად, 2020 წლის 9 თვეში 2019 წლის 9 თვესთან კლებამ 71.06%-ი შეადგინა, ხოლო 2018 წლის 9 თვესთან შედარებით კი 59,54%-იანი კლებაა.


COVID-19-ის შედეგად შეზღუდვები შეეხო შიდა რეგულარულ ფრენებსაც. თუმცა მისი გახსნის შემდეგ, ზუსტად სეზონის პიკში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების გამო მესტიის ჩაკეტვა გახდა საჭირო და შესაბამისად შეჩერდა მესტიის აეროპორტის მუშაობაც. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში მესტიის თამარ მეფის საერთაშორისო აეროპორტი 60,91%-ით ნაკლებ მგზავრს მოემსახურა ვიდრე 2019 წლის იანვარ-სექტემბერში.


საანგარიშო პერიოდში 41,74%-იანი კლება დაფიქსირდა ამბროლაურის აეროპორტშიც. ნატახტარის აეროდრომს კი მგზავრთნაკადი 54,70%-ით შეუმცირდა.


როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 81.23%-იანი კლება COVID-19-ის პანდემიას და მის გამო მსოფლიოსა და საქართველოში საჰაერო მიმოსვლის კუთხით დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება.


“საქართველოში COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 2020 წლის 29 იანვრიდან შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. 2020 წლის 23 თებერვლიდან შეჩერდა მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან საქართველოში. 2020 წლის 6 მარტიდან შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იტალიის რესპუბლიკასთან. ხოლო 2020 წლის 21 მარტიდან, სრულად შეწყდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით. შეზღუდვა არ გავრცელდა სატვირთო, ჩარტერულ, სარეპატრიაციო, ჰუმანიტარულ, ტექნიკური დაჯდომის და საავიაციო სამუშაოების მიზნით განხორციელებულ ფრენებზე.


რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის პროცესი საქართველომ მიმდინარე წლის აგვისტოდან დაიწყო. 2020 წლის 2 აგვისტოდან, მიუნხენი – თბილისი – მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული ოპერირება ავიაკომპანია Lufthansa-მ აღადგინა, 8 აგვისტოდან, პარიზი – თბილისი – პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულება ავიაკომპანია Air France-მა განაახლა, ხოლო რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე რეგულარული ოპერირება ავიაკომპანია Air Baltic-მა 5 აგვისტოდან განაახლა, განმარტავენ სააგენტოში.


avianews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up