COVID 19-მა ჩინეთის ამბიცური გეგმების განხორციელება დააჩქარა

COVID 19-მა ჩინეთის ამბიცური გეგმების განხორციელება დააჩქარა

access_time2020-12-12 18:00:00

Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების წარმატებული გამოცდა იძლევა იმის იმედს, რომ პანდემია 2021 წელს მაინც უკან დაიხევს. ვირუსმა უკვე 1.5 მლნ-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. სიკვდილიანობის დღევანდელი ტემპით, ადვილი შანსია, რომ ეს რიცხვი მომავალი წლის ზაფხულამდე გაორმაგდეს. საქართველოში ისევე როგორც ბევრ სხვა სახელმწიფოში ვაქცინა მხოლოდ გაზაფხულზე გამოჩნდება.


როგორც წესი ირიბი დარტყმები უფრო ძლიერია ვიდრე პირდაპირი. კოვიდთან ბრძოლის ფარგლებში გამოცხადებული ლოკდაუნების შედეგად დამდგარი ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო მეტი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდება. მსოფლიო ბანკის გაანგარიშებით 150 მლნ-ით გაიზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა რომლებიც დღიურად $1.90-ზე ნაკლებს მოიხმარენ. თუმცა ამ კრიზისს სოციალურთან ერთად მკვეთრი პოლიტიკური შედეგიც ექნება, რომელსაც უამრავი დამარცხებული და ერთადერთი გამარჯვებული - ჩინეთი ეყოლება.


სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით COVID 19-ით პირველი ინფიცირების 2 თარიღი სახელდება 2019 წლის ნოემბერი და 2019 წლის დეკემბერი, თუმცა ორივე შემთხვევაში ახალი ვირუსი სათავეს ჩინეთიდან იღებს. უცნობი დაავადების შესახებ მსოფლიომ 2020 წლის იანვარში შეიტყო, თებერვალი ის უკვე ევროპაში გავრცელდა, მარტში კი პანდემიად გამოცხადდა, რასაც აქამდე არნახული ეკონომიკური შეზღუდვები მოჰყვა.


ჩინეთის ეკონომიკა მინუსში ბოლოს მაო ძედუნის მმართველობის უკანასკნელ პერიოდში - 1976 წელს გავიდა. 1978 წლიდან ქვეყანას სათავეში რეფორმატორი დენ სიაო პინი ჩაუდგა, უტოპიური კომუნიზმიდან სვლა კაპიტალიზმისკენ გაგრძელდა, თუმცა მმართველ ძალად კვლევ კომუნისტური პარტია დარჩა, მოდელი დღემდე არ შეცვლილა.


42 წლის მანძილზე ჩინეთის ეკონომიკა არამოხოლოდ უწყვეტად იზრდებოდა, 15-ჯერ ზრდამ ორნიშნა მაჩვენებელსაც მიაღწია, მათგან 6-ჯერ ეს ზრდა 12%-ზე მაღალი იყო. შედეგად ბირთვული კლუბის წევრ მაგრამ უღატაკეს სახელმწიფოს, რომელიც 1 სულ მოსახლეზე შემოსავლით უგანდას, რუანდას, ლესოთოს, სუდანსა და ბენინს ჩამორჩებოდა ზესახელმწიფოებრიობის ამბიცია გაუჩნდა.


თუ ჩინეთის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 1978 წელს 1.75%-ს შეადგენდა, 2000 წელს 3.63%-მდე, 2010 წელს 9.21%-მსე, 2019 წელს 16.35%-მდე, 2020 წელს კი სავარაუდოდ 17.73%-მდე გაიზრდება. 2020 წლის პროგნოზი ეყრდნობა დაშვებას რომლის ფარგლებშიც ჩინეთის ეკონომიკა 1.3%-ით იზრდება, ხოლო მსოფლიოსი 5%-ით მცირდება.პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა, მეორეში - 3.2%-ით გაიზარდა, მესამეში ზრდის ტემპმა 4.8%-ს მიაღწია.



42 წლიანი მაღალი ზრდის მიუხედავად, 2010 წლის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი განუხრელად მცირდებოდა, გამონაკლისს 2017 წელი წარმოადგენა, როდესაც ზრდის ტემპი წინა წელთან შედარებით 0.1%-ით 6.9%-მდე გაიზარდა. სხვა მხრივ ის 9 წელიწადში 10.6%-დან 6.1%-მდე შემცირდა. მიუხედავად ამისა მსოფლიო საშუალოს მაინც მკვეთრად 2.44-ჯერ აღემატებოდა. პანდემიის გარეშე ალტერნატიულ ისტორიაში ყველა ქვეყანას 2019 წლის ზრდის ტემპის რომ შეენარჩუნებინა, ჩინეთის წილი მსოფლიო ეკონომიკაში მაშინაც გაიზრდებოდა, ოღონდ მხოლოდ 16.93%-მდე.



პანდემიამ ყველაზე მძიმე დარტყმა შეერთებულ შტატებს მიაყენა. გარდა წმინდა ადამიანური დანაკარგისა 7 დეკემბრის მონაცემებით დაღუპულია 290 000 ადამიანი და ვაქცინის წარმატების შემთხვევაშიც კი იანვარ-თებერვალში მსხვერპლის რიცხვმა შესაძლოა 420 ათასს, ანუ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა რაოდენობას გადააჭარბოს, აშშ-სა და ჩინეთს შორის სხვაობა კიდევ უფრო შემცირდა.


1978 წელს მოსახლეობით 972 მლნ-იანი ჩინეთის ეკონომიკა მოსახლეობით 225 მლნ-იანი აშშ-ის ეკონომიკის 6.38%-ს შეადგენდა. 2000 წელს ჯერ კიდევ 11.90%-ს, 2010 წელს 40.63%-ს, 2019 წელს 67.10%-ს, 2020 წელს 71.77%-მდე გაიზრდება, (იმ დაშვებით თუ აშშ-ის ეკონომიკა 3.7%-ით შემცირდა).



1978 წელს ჯამური ეკონომიკით ჩინეთს არამხოლოდ აშშ, საბჭოთა კავშირი და იაპონია, პატარა ნიდერლანდებიც კი უსწრებდა და მე-12 ადგილას იმყოფებოდა. 2000 წელს მე-6 ადგილი დაიკავა, 2005 წელს საფრანგეთს გაუსწრო და მეხუთე ადგილზე აინაცვლა, 2006 წელს ბრიტანეთი ჩამოიტოვა უკან, ხოლო 2007 წელს ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო - გერმანია. 2010 წელს გაუსწრო იაპონიასაც იმ დროიდან მოყოლებული უცვლელ მე-2 ადგილს იკავებეს. რაც შეეხება PPP მეთოდით დათვლას, რაც ჩვეულებრივ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს გაანგარიშებისას იხმარება და მოცემულ შემთხვევაში ნაკლებად რელევანტურია, ამ მხრივ ჩინეთმა ლიდერის პოზიცია უკვე 2016 წლიდან დაიკავა. მსოფლიოში დიდი ხანია აღარ სვამენ კითხვას გაუსწრებს თუ არა ნომინალური ეკონომიკით ჩინეთი აშშ-ს, თუმცა სვAმენ სხვა კითხვას - როდის მოხდება ეს ამბავი. აშშ-ის 2.3%-იანი და ჩინეთის 6.1%-იანი ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში ჩინეთი პირველობას 2031 წელს მოიპოვებდა. მოვლენები შესაძლოა დაჩქარდეს. პეკინში ერთ რამეზე შეიძლება მაინც დასწყდეთ გული, როცა ჩინეთი აშშ-ს ეკონომიკით გაასწრებს ის უკვე აღარ იქნება მოსახლეობით პირველ ადგილას. მის ადგილს 2025-2026 წლებში ინდოეთი დაიკავებს. წელს ჩინეთის მოსახლეობა 5.5 მლნ-ით, ხოლო ინდოეთის 13.5 მლნ-ით გაიზარდა.


ჩინეთი აღარ არის ის სახელმწიფო სადაც იაფი მუშახელი იაფფასიან და დაბალხარისხიან პროდუქციას აწარმოებდა. ეს ეპოქა ადრეულ 2000-იან წლებში დასრულდა. 2019 წელს ჩინეთსი ექსპორტმა $2.5 ტრლნ-ს მიაღწია - 10-ჯერ მეტს ვიდრე 2000 წელს. შეიარაღების საერთო დონით ჩინეთი მესამეზეა და მალე რუსეთს გაასწრებს. შედარებისთვის 2020 წელს ჩინეთს თავდაცვის ბიუჯეტისთვის $237 მლრდ ჰქონდა გამოყოფილი, რუსეთს - $48 მლრდ. ჩინეთი ერთადერთია რუსეთისა და შეერთებული შტატების შემდეგ, რომელმაც კოსმოსში პილოტირებული მისია განახორციელა, მთვარის უკანა ე.წ. ბნელ მხარეს ზონდი დასვა და ასევე მთვარიდან გრუნტის ჩამოტანას გეგმავს.


ერთ დროს კომუნისტური ჩინეთი, დღეს მილიარდერთა რაოდენობით - სულ 324, აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. საძიებო სისტემებით Google-ის შემდეგ მეორე ადგილზე ჩინური Baidu-ა. საგადახდო ბარათებში VISA-სა და MasterCard-ის შემდეგ20%-იანი წილით ჩინური Unionpayიკავებს. GPS სისტემას ერთადერთი ალტერნატივა აქვს და ეს ჩინური Beidou-ა.


2019-2020 წლებში ე.წ. უსაფრთხიების კანონით ჩინეთმა პრაქტიკულად წერტილი დაუსვა ჰონ-კონგის ფართო ავტონომიას, რომელსაც ერთადერთი არმია არ ჰყავდა, თორემ სხვა მხრივ  დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენდა. ქალაქსახელმწიფო ბრიტანეთისგან ჩინეთს 1997 წელს გადაეცა „ერთი ქვეყანა - ორი სისტემა“ მინიმუმ 50 წელი უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ პეკინმა პირობა შუა გზაში და კიდევ უფრო ადრე დაარღვია.


1971 წლამდე ჩინეთის კანონიერ წარმომადგენლად, ტერიტორიით საქართველოზე პატარა კუნძულოვანი ტაივანი ითვლებოდა. დღეს ეკონომიკურად მაღალგანვითარებული 24 მლნ-იანი დე-ფაქტო დამოუკიდებელი სახელმწიფო კონტინენტური ჩინეთის მხრიდან დარტყმის მოლოდინშია. შემთხვევითი არაა, რომ ვაშინგტონი ტაიბეისთან სამხედრო თანამშრომლობას აღრმავებს.


პეკინს ტერიტორიული პრეტენზიები აღმოსავლეთჩინეთისა და სამხრეთჩინეთის ზღვებში მდებარე კუნძულებზეც გააჩნია.


ჩინეთს გაცხადებული მიზანი ჰქონდა, რომ სახალხო რესპულიკად გამოცხადებიდან 100 წლის თავზე - 2049 წლისთვის ეკონომიკური და სამხედრო სიძლიერით პირველი ადგილი დაეკავებინა. არც ისე დიდი ხნის წინ პეკინს ეს ამბიცია ბევრს ღიმილს ჰგვრიდა, დღევანდელი გადმოსახედიდან შესაძლოა ვადები დაჩქარდეს კიდეც, ყოველშემთხვევაში ჩინეთში ეკონომიკურ პირველობამდე მაინც ლოდინი 2049 წლამდე აღარ მოუწევთ.


ეკონომიკური პირველობა მსოფლიოში #1 სახელმწიფოდ გახდომას ჯერ კიდევ არ ნიშნავს. შეერთებულმა შტატებმა ბრიტანეთს ეკონომიკით XIX საუკუნის 80-იან წლებში გაუსწრო, თუმცა ნამდვილ ზესახელმწიფოდ მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა.


ერთ-ერთი ახსნა თუ რატომ არ უწესებს არსებულზე ბევრად უფრო მკაცრ სანქციებს აშშ რუსეთს ჩინეთის ფაქტორია. მთავარ საფრთხედ ვაშინგტონში უკვე პეკინს განიხილავენ და არა მოსკოვს.


ბევრ უარყოფითთან ერთად ჩინეთის გაძლიერებას დადებითი მხარეებიც ექნება. გასულ საუკუნეში ტექნოლოგიური წინსვლა და კოსმოსური რბოლა აშშ-სსრკს დაპირისპირებას უკავშირდებოდა. ბაზ ოლდრინმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღია, რომ მთვარეზე დაჯდომას სამეცნიერო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა არ გააჩნდა და მთავარ მიზანს რუსეთზე უპირატესობის დემონსტრირება წარმოადგენდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ NASA-ს ბიუჯეტი შემცირდა. ახლა სხვა რეალობა დგას, ცინეთი აიძულებს აშშ-ს მეტი თანხები დახარჯოს შეიარაღებაზე, 5G ინტერნეტზე, კოსმოსის ათვისებასა და კვანტური კომპიუტერის განვითარებაზე. ის რაც სამხედროებისთვის საიდუმლოდ იქმნება დროთა განმავლობაში მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომი ხდება ხოლმე, რისი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითიც ინტერნეტია.

 

გიორგი ელიზბარაშვილი


თეგები:
ჩინეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up