COVID-19-ით ხელახლა ინფიცირების მინიმალური დრო 60 დღეა - ანგარიში

COVID-19-ით ხელახლა ინფიცირების მინიმალური დრო 60 დღეა - ანგარიში

access_time2022-08-05 18:00:18

2022 წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით ოფიციალურად დადასტურებულია რეინფიცირების 138 331 შემთხვევა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) უახლეს ანგარიშში აღნიშნულია, რომ საშუალო პერიოდი პირველსა და ბოლო დადასტურებებს შორის არის 305 დღე, მინიმალური 60 დღე, ხოლო მაქსიმალური 767 დღე.



„სულ ლაბორატორიულად COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ელექტრონულ სისტემაში 2020 წლის 26 თებერვლიდან 2022 წლის 1 ივლისამდე აღირიცხა 138 331 შესაძლო რეინფიცირების შემთხვევა უნიკალურ პირში, რომლებიც იყვნენ დადებითი PCR კვლევით ან ანტიგენის სწრაფი ტესტირებით, სულ მცირე 60 დღის შუალედით.



მათ შორის მამრობითი სქესის იყო 53 194 (38%), ხოლო მდედრობითი - 85 137 (62%). შესაძლო რეინფიცირებულთა ასაკის საშუალო განმეორებითი ინფიცირებისას იყო 37 წელი, მინიმალური ასაკი >1, მაქსიმალური 103.




საშუალო პერიოდი პირველსა და ბოლო დადასტურებებს შორის არის 305 დღე, მინიმალური 60, ხოლო მაქსიმალური 767 (SD=135). 138 331 შემთხვევიდან 10 997-ის რეინფექცია დადგა 2020 წლის 26.02 – 2021 წლის 31.12-ის პერიოდში“, განმარტავენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.



ანგარიშის თანახმად, ლუგარის კვლევითი ცენტრის მიერ 2020 წლის მარტიდან 2021 წლის 31 დეკემბერის ჩათვლით სექვენირება ჩატარდა 41 შესაძლო რეინფიცირების შემთხვევაზე, საიდანაც ლაბორატორიულად დადასტურდა 16 რეინფიცირების და 1 პერსისტირების შემთხვევა.



COVID-19-ის შესაძლო რეინფიცირების შემთხვევების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე ყველაზე მაღალია 30-39 წლის ქალებში. 2021 წლის 15 მარტიდან 2022 წლის 1 ივლისამდე, რეინფიცირებულთა შორის 16 868 შემთხვევაში იყო ჰოსპიტალიზაცია, ხოლო მათგან 102 პირი გარდაიცვალა. აღწერილი შემთხვევებიდან გარდაცვლილთა საშუალო ასაკი იყო 69 წელი [SD 13], მინიმალური ასაკი - 18 წელი, ხოლო მაქსიმალური - 89.



„სულ 138 331 შესაძლო რეინფიცირების შემთხვევიდან, 101 306 (73%) შემთხვევაში რეინფიცირება დადგა ვაქცინით არაიმუნიზებულ პირებში. კოვიდის საწინააღმდეგო იმუნიზაცია პირველად და განმეორებით ინფიცირებას შორის ჩაუტარდა 37 025 (27%) ადამიანს: მ.შ. 1 ბუსტერ დოზა მიღებული ჰქონდა რეინფიცირებულთა 2.3%-ს (3 213), ხოლო 4 დოზა - 0.035%-ს (49). მამრობითი სქესის იყო 13 044 (35%), ხოლო მდედრობითი - 23 981 (65%) (N=37 030). რეინფიცირებისას ვაქცინირებული პირების საშუალო ასაკი იყო 42 წელი, მინიმალური 12, მაქსიმალური - 96 (SD=15) (N=37 025), აღნიშნულია NCDC-ის კვლევაში. 


საანგარიშო პერიოდში აღრიცხული რეინფიცირების სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევების 92% უკავშირდება SARS-CoV-2-ის ომიკრონის ვარიანტების (უპირატესად BA 1, BA 2) გავრცელებას საქართველოში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up