COVID 19-ის ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი სამედიცინო სფეროში პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის.Emory-ს მედიკამენტების კვლევის ინსტიტუტის ცნობით, მათ მიერ შემუშავებული ახალი მედიკამენტი COVID -19 ის მიმართ ექიმების დამოკიდებულებას სრულად შეცვლის. მედიკამენტი სახელწოდებით EIDD-2801, ფილტვებს დაზიანებისგან იცავს, ხოლო ამ წამლის ტესტირებამ მღრღნელებზე დადებითი შედეგი აჩვენა. მალე წამალი კლინიკების ქსელებშიც შევა.
დღესდღეობით, პლანეტის მასშტაბით ახალი კორონავირუსით 1,3 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 74 000 მათგანი კი გარდაიცვალა. ამჟამად, ვირუსის საწინააღმდეგო არცერთი მედიკამენტი არ არსებობს.
UNC-Chapel Hill Gillings School of Global Public Health - ის მკვლევარები EIDD-2801-ის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მათი გუნდის კვლევის შედეგები სამეცინერო ჟურნალში 6 აპრილს დაიბეჭდა. კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული მედიკამენტის მეშვეობით დაინფიცირებული ფილტვების განკურნება თაგვებში შესაძლებელი გახდა. დაინფიცირების შემდეგ 12-დან 24 საათის განმავლობაში EIDD-2801-ის მიღება ფილტვის ინფექციას მნიშვნელოვნად ამცირებს .
„ამ ახალ მედიკამენტს დიდი პოტენციალი აქვს არა მხოლოდ Covid-19-ის, არამედ სხვა მოსალოდნელი ვირუსების პრევენციის კუთხით.“- ამბობს ერთერთი მკვლევარი.
EIDD-2801-ს აბის ფორმა აქვს მისი მოხმარება პროფილაქტიკის მიზნითაც შეიძლება, თუნდაც იმ ადამიანებისთვის ვინც არ დაინფიცირებულან.EIDD-2801- კლინიკური კვლევები ადამიანებზე გაზაფხულის ბოლოს დაიწყება.
„გასული 20 წლის მანძილზე სამი მძიმე ვირუსი ახსოვს ისტორიას და ბუნებრივია ეს დასასრული არ არის“ - ამბობს კვლევის პირველი ავტორი, ბარიკის ლაბორატორიის ასისტენტი პროფესორი ტიმოთი შეანი. მისი ინფორმაციით, თუ ამ წამალმა გაამართლა, სხვა მოსალოდნელი ვირუსებისგანაც შევძლებთ თავის დაცვას.
News.emory. edu
მოამზადა მარიამ მორგოშიამ