COVID-19-ის საწინააღმდეგო ერთმა ვაქცინამ ტესტირების ბოლო ეტაპს მიაღწია

COVID-19-ის საწინააღმდეგო ერთმა ვაქცინამ ტესტირების ბოლო ეტაპს მიაღწია

access_time2020-07-15 17:34:03

ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია „მოდერნას“ განცხადებით, 27 ივლისიდან ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე ცდების ფინალურ ეტაპზე გადადის. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ცდების წინა ფაზებმა იმედისმომცემი შედეგები აჩვენა.


„მოდერნას“ მიერ შექმნილი ვაქცინის ცდების პირველი ფაზა დასრულდა — შედეგები იმედისმომცემია. კლინიკური ცდების მესამე ფაზაში 30 000 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მათი ნახევარი ვაქცინას 100 მიკროგრამის დოზით მიიღებს, მეორე ნახევარს კი პლაცებოს გაუკეთებენ.


ამ ცდის მიზანია იმის დადგენა, არის თუ არა ვაქცინა უსაფრთხო და შეუძლია თუ არა კორონავირუს SARS-CoV-2-ის ინფექციის პრევენცია; ანდაც, თუ ადამიანები მაინც დაინფიცირდებიან, შეძლებს თუ არა ინფექციის სიმპტომებისაკენ პროგრესის პრევენციას.


თუ მათ სიმპტომები მაინც განუვითარდათ, ვაქცინა შეიძლება მაინც წარმატებულად ჩაითვალოს, თუკი აღკვეთს COVID-19-ის მწვავე შედეგებს.


ოფიციალური მონაცემებით, ცდები 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება.


მესამე ფაზის დაწყების დაანონსებამდე, 14 ივლისს ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა „მოდერნას“ ვაქცინის ცდების პირველი ფაზის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ პირველი 45 მონაწილიდან ყველას, ორგანიზმში განუვითარდა ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები.


„მოდერნა“ ამჟამად ვაქცინის შექმნის რთული და ხანგრძლივი გზის შუაში იმყოფება და მიიჩნევენ, რომ ის მოწინავე პოზიციაზეა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის გლობალურ რბოლაში. ამ დროისათვის, COVID-19-ით დაინფიცირდა 13,2 მილიონი ადამიანი, 570 000 პაციენტი კი გარდაიცვალა.


აღსანიშნავია, რომ ცდების მეორე ფაზაშია ჩინური კომპანია SinoVac-ის ვაქცინა.


ჩინური კომპანიის მიერ შექმნილმა ვაქცინამ მაიმუნები COVID-19-ისგან დაიცვა, ცდები ამჯერად ადამიანებზე დაიწყო
მსგავსი: ჩინური კომპანიის მიერ შექმნილმა ვაქცინამ მაიმუნები COVID-19-ისგან დაიცვა, ცდები ამჯერად ადამიანებზე დაიწყო
რუსული სააგენტო TASS-ის ცნობით, რუსმა მეცნიერებმა საკუთარი ვაქცინის კლინიკური ცდები დაასრულეს, თუმცა, შედეგები მათ არსად გამოუქვეყნებიათ.


ამავე დროს, მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ბაზარზე პირველად გამოჩენილი ვაქცინები შეიძლება არ იყოს ყველაზე ეფექტიანი ან უსაფრთხო.



„მოდერნამ“ ცდების პირველი ფაზის „შიდა შედეგები“ მაისში პრესრელიზის სახით საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.


აღმოჩნდა, რომ რვა პაციენტში ვაქცინამ იმუნური პასუხი წარმოქმნა, რასაც აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ „იმედისმომცემი შედეგი“ უწოდა.


თუმცა, სამეცნიერო საზოგადოების გარკვეული ნაწილი აღნიშნავდა, რომ შეფასებას ისინი მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებდნენ, რაც რეცენზირებული ფორმით იხილავდნენ სრულ შედეგებს.


ახალი პუბლიკაციის მიხედვით, 45 მონაწილე სამ 15-კაციან ჯგუფად დაყვეს და ვაქცინა შეამოწმეს 25 მიკროგრამის, 100 მიკროგრამისა და 250 მიკროგრამის დოზებით.


იგივე ოდენობის დოზები მათ 28 დღის შემდეგაც გაუკეთეს.


პირველი რაუნდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ანტისხეულების დონე უფრო მაღალი იყო დიდ დოზებში.


მეორე რაუნდის შემდეგ კი, მონაწილეებს ანტისხეულების იმაზე მაღალი დონე ჰქონდათ, ვიდრე COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, რომელთა ორგანიზმმაც ანტისხეულები თავად, ინფექციის შედეგად გამოიმუშავა.


„შედეგები საკმაოდ კარგად და თანმიმდევრულად გამოიყურება“, — ამბობს კალოფორნიის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო მეცნიერებათა პროფესორი დევიდ ლო.


თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ვაქცინის უსაფრთხოების შესაფასებლად საჭიროა უფრო მეტი კვლევა, მათ შორის იმაში დარწმუნება, რომ ის არ იწვევს არასასურველ შედეგებს — რომ იმუნური სისტემა თანდათან შემწყნარებელი არ გახდება რეალური ვირუსისადმი.


ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტი აჰმედ ადალია ამბობს, რომ ის საკმაოდ შეგულიანებულია, რადგან ცდების მონაწილეებს მოწინავე კლასის ანტისხეულთა მაღალი დონე განუვითარდათ.


„თუმცა, ერთი კლინიკური ცდით ძალიან შეზღუდული ხარ, რადგან აუცილებელია ნახო, იგივე შედეგებს მიიღებ თუ არა ადამიანში, როცა ის ნამდვილი ვირუსის წინაშე აღმოჩნდება“, — ამბობს ადალია.


„მოდერნას“ ვაქცინა მიეკუთვნება ვაქცინათა ახალ კლასს, რომელიც გენეტიკურ მასალას რნმ-ის ფორმით იყენებს, რათა დაშიფროს ადამიანის ორგანიზმში ვირუსის წვეტი ცილის ზრდისთვის საჭირო ინფორმაცია, რამაც უნდა გამოიწვიოს იმუნური პასუხი.


ამ ტექნოლოგიის უპირატესობა ის არის, რომ გვერდს უვლის ლაბორატორიაში ვირუსული ცილების წარმოების საჭიროებას, ზოგავს სტანდარტიზაციიც პროცესისთვის საჭირო თვეებს და ხელს უწყობს ვაქცინის მასობრივ წარმოებას.


აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე არ არსებობს ამ პლატფორმაზე დაფუძნებული ვაქცინა, რომელიც მარეგულირებელთა მიერ დამტკიცებულია.



მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

1tv.ge


თეგები:
მოდერნა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up