COVID-19-ის რეგულაციების დარღვევისთვის საქმიანობა 5-ს შეუჩერდა,10 000 ლარით კი 100-მდე ობიექტი დაჯარიმდა - ბექა ფერაძე

COVID-19-ის რეგულაციების დარღვევისთვის საქმიანობა 5-ს შეუჩერდა,10 000 ლარით კი 100-მდე ობიექტი დაჯარიმდა - ბექა ფერაძე

access_time2020-09-30 15:00:44

შრომის ინსპექციამ, Covid 19-ის საპრევენციოდ არსებული პროტოკოლის დარღვევის გამო ჯარიმასთან ერთად საქმიანობა 5 ობიექტს შეუჩერა.


ამასთან, ინსპექციამ 100-მდე ობიექტი 10 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსს“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განუცხადა.


ბექა ფერაძე იმ კრიტიკულ შეუსაბამობებზე საუბრობს, რის გამოც, ინსპექციამ გაზრდილი მანდატის პირობებში, ობიექტის მიმართ ჯარიმის უმაღლესი ფორმა გამოიყენა.


,,შრომის ინსპექციამ, 10 000 ლარით 100-მდე ობიექტი დააჯარიმა, ხოლო დროებით ჯარიმასთან ერთად შეუჩერდა საქმიანობა 5 ობიექტს, კოვიდ-19-ის რეგულაციების დარღვევის გამო.



ძირითადი დარღვევები მათ შემთხვევაში იყო სადეზინფექციო პროტოკოლის დარღვევა. ასევე არ ტარდებოდა თერმო სკრინინგი, ასევე კვების ობიექტებში იყო ადამიანთა განთავსების წესი დარღვეული. სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით იყო სხვადასხვა შეუსაბამობა.


ყველა შემთხვევაში, ჩვენ კრიტიკულ შეუსაბამობად მივიჩნევთ, როცა არ ხდება დისტანციის დაცვა, არ ხდება სადეზინფექციო სამუშაოების პროტოკოლით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა, ნიღბების გამოყენება და თერმო სკრინინგი. ეს არის ძირითადი მიზეზები, რის გამოც ჩვენ ვაჯარიმებდით ობიექტებს“ განაცხადა ფერაძემ.


,,ბიზნესპრესნიუსის“ კითხვაზე, მიეცათ თუ არა ობიექტებს წინასწარი გაფრთხილება დაჯარიმებამდე, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ისინი იყვნენ ინფორმირებული წესების და პროტოკოლის შესახებ.


,,ინდივიდუალური გაფრთხილება და ინფორმირება ჩვენს მიერ განხორციელებულია 103 000 ობიექტის მიმართ. აქ საუბარი არ არის, დაგზავნილ შეტყობინებებზე, ან გამოქვეყნებულ წესებზე. ინდივიდუალურად, ჩვენ ამდენ ობიექტთან მივედით და 103 000 მეწარმე სუბიექტს გავაცანით წესები. სამწუხაროდ, როცა ამის შემდეგაც ვხედავთ, რომ არ არის დაცული წესები, გვიწევს გამოვიყენოთ სანქცირების მექანიზმი. ამის შემდეგ თქმა, რომ კი ვიცოდი, უბრალოდ კიდევ არ გავუფრთხილებივარ, როგორც მინიმუმ არასწორი მიდგომაა. მიუხედავად ამისა, უნდა აღნიშნოს, რომ გვაქვს დადებითი ტენდენცია და უფრო და უფრო მეტი ობიექტი იცავს რეკომენდაციებს ზედმიწევნით“, - განაცხადა საქართველოს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა.


ცნობისთვის, შრომის ინსპექციას COVID-19-ის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, ობიექტების დახურვის უფლება აგვისტოს ბოლოს მიეცა, ხოლო 10 000 ლარით დაჯარიმების ეკონომიკის ნაწილობრივ გახსნის ფარგლებში, საგანგებო მდგომარეობის დასრულებისას. სწორედ ინსპექცია ადგენს, უსაფრთხოების პროტოკოლსაც.


bpn.ge




საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...


მსგავსი სიახლეები

up