Covid-19-ის პანდემიის გამო, დონალდ ტრამპის ბიზნესი ყოველდღიურად $1 მილიონს კარგავს

Covid-19-ის პანდემიის გამო, დონალდ ტრამპის ბიზნესი ყოველდღიურად $1 მილიონს კარგავს

access_time2020-04-02 22:30:02

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბიზნესი ყოველდღიურად 1 მილიონ დოლარზე მეტს კარგავს. ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal ავრცელებს. გამოცემა თავის მასალაში საჯარო მასალებს და ვითარებაში გარკვეული წყაროს მონაცემებს ეყრდნობა.


გამოცემის ინფორმაციით, ფინანსური დანაკარგების გარდა პანდემიამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ოჯახის გეგმებს გაყიდოს ვაშინგტონში მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო. პრეზიდენტის ოჯახის შემოსავლის დიდ ნაწილი უძრავ ქონებასთან, დასვენებასთან და მოგზაურობასთან დაკავშირებულ ბიზნესებს მოაქვს.


ოჯახის კუთვნილი რამდენიმე დაწესებულება დროებით უკვე დაიხურა. ოჯახის ორგანიზაციებმა ნიუ-ორკის, ვაშინგტონის, ლას-ვეგასისა და ფლორიდის დაწესებულელებიდან უკვე დაითხოვა, ან, უხელფასო შვებულებაში გაუშვა თანამშროლმლების ნაწილი.


ასევე, ცნობილია, რომ დატვირთვა ძალიან დაბალია ოჯახის კუთვნილ იმ სასტუმროებში, რომლებიც ჯერ კიდევ აგრძელებენ საქმიანობას. მაგალითად, მარტის ერთ-ერთ დღეს ვაშინგტონში მდებარე Trump International Hotel-ში 236-დან სულ 11 ნომერი იყო დატვირთული.



დონალდ ტრამპის უფროსი შვილები, რომლებიც საოჯახო ბიზნესს მართავენ, ამ დროისთვის სწორედ ამ სასტუმროს გაყიდვას ცდილობენ, რომელიც ვაშიგტონის ფოსტის ისტორიულ შენობაშია განთავსებული.


როგორც ცნობილია, კომპანია მოლაპარაკებებს ორ მსხვილ პოტენციურ მყიდველთან აწარმოებდა, ხოლო გარიგების ფასი კი 250-300 მილიონ დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ამ დროისთვის მოლაპარაკეკები უშედეგოდ დასრულდა და მოსალოდნელია , რომ პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემის მოხსნამდე გარიგება არ შედგება.


გამოცემის მასალაში წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის ბიზნესის ზუსტი მოგების შესახებ ინფორმაცია უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ პრესტიჟული ოფისების გაქირავებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შესაძლოა სასტუმროების ბიზნესდან კლებადი მაჩვენებლები გადაფაროს.


2019 წლის მონაცემებით ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკის გოლფ კლუბიდან მიღებულმა მოგებამ 45 მილიონი დოლარი შეადგინა.


უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტთან ან მის ოჯახთან დაკავშირებული კომპანიები ვერ მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ეკონომიკის სტიმულირების ტრილიონიანი პაკეტიდან, რომელიც მარტში მიიღებს. იგივე შეზღუდვა ვრცელდება კონგრესმენების, სენატორების ან მათთან დაკავშირებულ კომპანიებზეც.


tabula.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up