COVID-19-ის პანდემიის გამო ავიაკომპანიებს შესაძლოა თანამშრომლების კრიტიკულ ნიშნულამდე შემცირება მოუხდეთ

COVID-19-ის პანდემიის გამო ავიაკომპანიებს შესაძლოა თანამშრომლების კრიტიკულ ნიშნულამდე შემცირება მოუხდეთ

access_time2020-10-05 09:30:00

ავიაციის სფეროს ასი ათასობით თანამშრომელი შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩეს, თუ კი ცალკეული სახელმწიფოები ავიაკომპანიებს ფინანსურად არ დაეხმარებიან.



“დამატებითი დახმარების ღონისძიებებისა და საზღვრების გახსნის არარსებობის შემთხვევაში, ავიაკომპანიებში ასიათასობით სამუშაო ადგილი გაქრება,” – აცხადებს საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდერ დე ჟუნიაკი.



ასოციაციამ, რომელიც 290 ავიაკომპანიას აერთიანებს, ზაფხულის ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ 2020 წლის პროგნოზებს კიდევ ერთხელ გადახედა. IATA-ს გათვლებით, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით ტრაფიკი 66%-ით იქნება შემცირებული.




საჰაერო მიმოსვლა, პანდემიამდე არსებულ ნიშნულს 2024 წლისთვის მიაღწევს.



ტურისტულ ინდუსტრიაში ბიზნესის მკვეთრი ვარდნა მას შემდეგ უფრო დაფიქსირდა, რაც COVID-19-ი პანდემიაში გადაიზარდა. წლის განმავლობაში ბევრმა მსხვილმა ავიაკომპანიებმა, აეროპორტებმა და ტურისტულმა კომპანიებმა თანამშრომელთა შემცირების შესახებ განაცხადეს.



avianews.ge



თეგები:
COVID-19



სილქნეტის მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს

სილქნეტის მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს
access_time2021-03-02 12:00:35
გასართობი პორტალი SILKGAMES.GE მხოლოდ სილქნეტის მობილური ქსელის აბონენტებისთვის შეიქმნა და ყველა ჟანრის 500-ზე მეტი თამაში გააერთიანა. პორტალით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც სმარტფონისთვის, ისე პერსონალური კომპიუტერული მოწყობილობისთვის. Silk Games სერვისის 30 დღიანი სარგებლობის საფასური 5 ლარია. მობილური ნომრით რეგისტრირებული მომხმარებელი ავსებს ანგარიშს და სარგებლობს სერვისით შეუზღუდავად 24/7. იმ შემთხვევაში, თუ 31-ე დღეს...

ასეთი სირთულის „ვრცელი ბუღალტერიის“ დაკისრება ბიზნესისთვის ზედმეტი და კონტრპროდუქტიულია

ასეთი სირთულის „ვრცელი ბუღალტერიის“ დაკისრება ბიზნესისთვის ზედმეტი და კონტრპროდუქტიულია
access_time2021-03-02 13:30:17
კერძო სექტორი დასაქმებულების სამუშაო საათების აღრიცხვასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციას, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა, აკრიტიკებს. მას დამატებით ბიუროკრატიულ ბარიერს უწოდებენ, რომელიც ბიზნესს ფუნქციონირებას ურთულებს. ბიზნესასოციაციის იურიდიული დირექტორი, ნიკოლოზ ნანუაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეს რეგულაცია მსგავსი ფორმით ევროკავშირშიც კი არ არის. „ახალი რეგულაცია საკმაოდ ვრცელ ფორმას მოიცავს. დაახლოებით 18...

გაძვირებული ელექტროენერგიის მინუს ნიშნით დათვლის მიუხედავად, ინფლაციამ 3.5%-ს გადააჭარბა

გაძვირებული ელექტროენერგიის მინუს ნიშნით დათვლის მიუხედავად, ინფლაციამ 3.5%-ს გადააჭარბა
access_time2021-03-02 12:00:01
წლიურმა ინფლაციამ თებერვალში 3.6%-ს მიაღწია, თუმცა ისევე როგორც იანვარსა და დეკემბერში მასში გაძვირებული ელექტროენერგია ფასების კლებად აისახა, რამაც განაკვეთი 1.85 პროცენტით შეამცირა, მის გარეშე ინფლაცია 5.4%-ს გადააჭარბებდა.  Commersant საქსტატის ორიგინალურ მეთოდოლოგიაზე ადრეც წერდა. იანვრიდან...

6 ადამიანი მაგიდასთან და დიდ რესტორნებში ადამიანთა ზედა ზღვარი - კვების ობიექტებს რეგულაციები გაუმკაცრდათ

6 ადამიანი მაგიდასთან და დიდ რესტორნებში ადამიანთა ზედა ზღვარი - კვების ობიექტებს რეგულაციები გაუმკაცრდათ
access_time2021-03-02 12:30:21
ბათუმში რესტონებმა როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეები უკვე გაიხსნა, საქართველოს სხვა ქალაქებში კი კვების ობიექტები სივრცეების სრულად ამუშავებას 8 მარტიდან შეძლებენ. შრომის ინსპექციამ რესტორნების ოპერირებისთვის განახლებული რეკომენდაციები უკვე გამოაქვეყნა, სადაც ღია და დახურული სივრცეების მოქმედებისთვის საჭირო წესებია გაწერილი: • კვების ობიექტებმა მომხმარებელთა მიღება წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით უნდა მოახდინონ.• ადგილზე მიტანის...

იურიდიულ პირები პროკრედიტ ბანკში დისტანციურად გახსნიან ანგარიშებს

იურიდიულ პირები პროკრედიტ ბანკში დისტანციურად გახსნიან ანგარიშებს
access_time2021-03-02 09:55:07
...


მსგავსი სიახლეები

up