COVID-19 -ის პანდემიის დროს შექმნილი ჭურჭელი, რომელიც კარანტინში მყოფი ადამიანების ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდის

COVID-19 -ის პანდემიის დროს შექმნილი ჭურჭელი, რომელიც კარანტინში მყოფი ადამიანების ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდის

access_time2020-05-24 17:00:54

ახალი კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგების დათვლა და მასთან გამკლავება ქართულ ბიზნესს კიდევ დიდხანს მოუწევს. „კომერსანტთან“ კერძო სექტორის წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ საკუთარი კომპანიის ანტიკრიზულს გეგმებზე, თითოეული მათგანი საკუთარი ძალისხმევით მაქსიმალურად ცდილობს ცდილობს შეამციროს ის ზიანი რომელიც შეიძლება მათ საქმიანობას მიადგეს. გამონაკლისის არც „MINIMA“- აა ინოვაციური ჭურჭლის ბრენდის „თქმა-ლანკანის“ პროექტის ავტორი კომპანია, რომელმაც გასულ წელს ქართველების სავიზიტო ბარათი, „ვეფხისტყაოსნის“ ჭურჭელზე გადმოტანა.

 

კომპანიის დამფუძნებელი, თამთა რაბათელი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ „თქმა-ლანკანის“ რიგით მეორე კოლექცია COVID-19 -ს გლობალური გამოწვევის გამო, იზოლაციაში და კარანტინში მყოფი წყვილების ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდის.

 



„ჰაიდეგერი და ჰანნა“- სწორედ ასე ჰქვია თქმა-ლანკანის“ რიგით მეორე სერიას გერმანელი ფილოსოფოსის მარტინ ჰაიდეგერის და ებრაული წარმოშობის ჰანნა არენდტის (ტოტალიტარიზმის თეორიის ფუძემდებელი) საოცარი მეგობრობის და სიყვარულის ამბავს ასახავს, რომელიც მიმდინარეობდა თითქმის 50 წლის განმავლობაში, ვიდრე ჰანნას გარდაცვალებამდე.

 

როგორც თამთა რაბათელი გვიყვება მყიდველს საშუალება ეძლევა საუზმე, სადილი თუ ვახშამი გაატაროს ჰანნა არენდტის და მარტინ ჰაიდეგერის ამაღელვებელ, მიმოწერასთან ერთად, რომლიდანაც ამონარიდები დატანილია თქმა-ლანკანის სუფრის სერვირების ელემენტებზე.

 



მისი თქმით, მათი იდუმალი სასიყვარულო ისტორია ბევრი ადამიანისათვის დღემდე შთამბეჭდავია, სწორედ იმიტომ რომ ისინი პირველ რიგში იყვნენ ინტელექტუალური მეწყვილეები, მეგობრები ძლიერი სულიერი კავშირით, რომელსაც ვერაფერი დააკლო მთელმა ცხოვრებამ პოლიტიკურმა იდეოლოგიებმა, ვალდებულებებმა სხვა ადამიანებთან, ატლანტის ოკეანემ, დროში და სივრცეში დისტანციამ. თავად ჰაიდეგერი ამ რომანს აღწერდა როგორც ყველაზე ამაღელვებელს, კონცენტრირებულს და ბობოქარს, რომელიც ორივე მათგანის  შემოქმედებას ჰკვებავდა. რაბათელის განმარტებით ეს ურთიერთობა საინტერესო იყო გენდერული თვალსაზრისითაც -  მარტინი ცდილობდა ჰანნა, როგორც ქალი გაეძლიერებინა:

 


„იყავით ბედნიერი – მხოლოდ ესაა ჩემი სურვილი. როცა თავს ბედნიერად იგრძნობთ, მხოლოდ მაშინ გახდებით ქალი, რომელსაც შეუძლია ასხივებდეს ბედნიერებას, იყოს მტკიცე, თავდაჯერებული და მადლიერი ცხოვრების მიმართ. მხოლოდ ამ გზით შეძლებთ, მოემზადოთ სათანადოდ იმ ცოდნისთვის, რითაც უნივერსიტეტ მომავალში უნდა უზრუნველგყოთ.“

 



„თქმა-ლანკანის“ პროექტის ავტორის განმარტებით მსოფლიოში დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საინტერესოა ჰაიდეგერის მოსაზრება იზოლაციასა და დისტანციაზე.

 

“შემოქმედებითი მოღვაწეობის მსხვერპლად ყოველივე ყოფითისგან გარიდება,  ნებისმიერი კავშირისგან თავის არიდება არის ყველაზე დიადი ადამიანური გამოცდილება. რაც შეეხება კონკრეტულ სიტუაციებს, ეს არის ყველაზე საძაგელი გამოცდილება, რომელსაც შეიძლება ადამიანი შეეჯახოს. ადამიანის გული გაპობილია მისივე სხეულით.

 

ყველაზე რთული კი არის ის, რომ ამგვარი იზოლაცია  არ გაძლევს გარანტირებული შედეგის იმედს, რადგან არ არსებობს იმის საზომი, თუ რამდენად წარმატებული იქნება თქვენი ეს გადაწყვეტილება. ადამიანური ურთიერთობების აკრძალვა არ არის პანაცეა  წარმატების მისაღწევად. აუცილებელ იზოლაციაში მე ვგულისხმობ არა ახალი ფარული ურთიერთობების დაწყებას, არამედ აბსოლუტურ გამიჯვნას და იმ ძალის შენარჩუნებას, რომ იყო მუდმივად დისტანცირებული. მხოლოდ ამ შემთხვევაში არის გამართლებული ასეთი მსხვერპლის გაღება.

 



მაგრამ ეს მტანჯველი სურვილი არის არა მხოლოდ მიუღწეველი, არამედ დავიწყებულიც კი, იმდენად, რამდენადაც  ცხოვრებისეულად ყველაზე საჭირო ადამიანური ურთიერთობები ისევ ცოცხლდება და იკრებს ძალებს, რომლებიც კიდევ ერთხელ იზოლაციისკენ უბიძგებენ.   ასეთი სიცოცხლე მომავალში ხდება აუცილებლობის საკითხი, რასაც არ აქვს გამართლება. ამ ყველაფერთან შერიგება პოზიტიური გზით – არ შეაფასო ეს მდგომარეობა გაქცევად, აი, რას ნიშნავს იყო ფილოსოფოსი.“

 

თავის მხრივ ჰანნა პასუხობს:“მე მიყვარხარ ისე, როგორც პირველ დღეს. შენ ეს იცი და მეც ყოველთვის ვიცოდი. გზა, რომელიც მაჩვენე, უფრო გრძელი და რთულია, ვიდრე მეგონა. ამ გზის მარტო გავლა ინდივიდუალური არჩევანია და მე მხოლოდ ასე ცხოვრება შემიძლია. მხოლოდ შენ გაქვს ამის გააზრების შესაძლებლობა, რადგან ეს ისედაც იცი.

 



მიმოწერის  ნაწილი, რომელიც 1925-1975 წლებში გრძელდებოდა დატანილია თქმა-ლანკანის ახალი კოლექციაზე. თამთა რაბათელის თქმით, მიმოწერა იმდენად მრავალმხრივი და ყოვლისმომცველია, რომ ყოველდღიურობაში მასთან შეხებას სიამოვნებასთან ერთად სარგებელიც მოაქვს.



ბაჩო ადამია





წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება
access_time2020-07-09 11:07:40
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია და შესაბამისი დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს მიღებული. „თუ საჭირო იქნა, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში, იმ...

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება
access_time2020-07-09 10:48:13
ქვეყანაში პირველი მსხვილი აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.„მოვიდა ნანატრი დრო! გავიარეთ ყველანაირი შემოწმება და დღეს, 9 ივლისს ვიხსნებით! დიდი ხნის განშორების შემდეგ, მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას მზის მცხუნვარე სხივებისგან გაგრილება, ჩვენს გრილ, ჩუხჩუხა აუზებში დღეიდან შეგიძლიათ! მზე, აუზები, სრრიალ-ბზზრიალა ტობოგანები, წყლის ატრაქციები, უგემრიელესი კოქტეილები - ესაა ყველაფერი, რაც ნანატრი...

კლუბის წევრებმა, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დადგენილი წესები უნდა დაიცვან - World Class Georgia

კლუბის წევრებმა, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დადგენილი წესები უნდა დაიცვან - World Class Georgia
access_time2020-07-09 11:30:37
საკოორდინაციო საბჭომ საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ოთხ თვიანი პაუზის შემდეგ ბიზნესი ახლა შრომის ინსპექციის შემოწმებას ელოდება. ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე უკვე დარეგისტრირდა „World Class Georgia“. სპორტული დარბაზის მარკეტინგის დირექტორი ნინი ხუროძე აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც „World Class“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისგან დადებით პასუხს მიიღებს ფიტნეს ცენტრს მეორე დღესვე გახსნიან. ამ ეტაპზე ხუროძისთვის უცნობია როდის...

ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის

ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს  გაზრდის
access_time2020-07-09 10:00:31
საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: მხარდაჭერის პერიოდს და პრემიალურ ტარიფს. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით მხარდაჭერის პერიოდი განისაზღვრება სადგურის ექსპლუატაციაში შესვლისა და წარმოების ლიცენზიის (კანონმდებლობით ასეთი საჭიროების შემთხვევაში) გაცემიდან ათი წლის ვადით, წელიწადში 8 თვის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...


მსგავსი სიახლეები

up