COVID-19-ის პანდემიამ საჰაერო ხომალდების ფასები შეამცირა

COVID-19-ის პანდემიამ საჰაერო ხომალდების ფასები შეამცირა

access_time2020-04-27 15:30:39

COVID-19-ის პანდემიამ საჰაერო ხომალდების ფასები შემცირებისკენ დააკორექტირა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე განმარტავს, კრიზისმა დაარტყა, როგორც მთლიანად სექტორს, ასევე მის ყველა შემადგენელ დარგს, მათ შორის სალიზინგო კომპანიებს.



“მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასები კატასტროფულად არის შემცირებული, რაც ავიაკომპანიებისთვის საკმაოდ კარგი იქნება. ასევე შემცირებულია საჰაერო ხომალდების ფასები. საჰაერო ხომალდებზე ფასების ვარდნა დაფიქსირდა ასევე 2011 წლის ტერაქტების და 2013 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგაც. COVID-19-ის პანდემიამ დარტყმა მიაყენა მთლიანად საავიაციო სექტორს და აქედან გამომდინარე დარტყმა მიიღო სალიზინგო კომპანიებმაც. შესაბამისად საჰაერო ხომალდებზე ფასები იქნება აბსოლიტურად განსხვავებული”, – განაცხადა ლევან კარანაძემ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე “კორონავირუსი vs ავიაცია, გამოწვევები და შესაძლებელობები”.


ლევან კარანაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის პანდემიის ფონზე ავიაციაზე უპრეცენდენტო დარტყმა განხორციელდა.


“აქამდე მსგავს დარტყმას კომერციული ავიაცია არ შეჯახებია. არც ერთი ფუნქცია ჩვენი მხრიდან არ არის შეზღუდული. თანმიმდევრული და სწორი ნაბიჯების გამო, იმის გამო რომ პროფესიონალები არიან ჩართულები COVID-19-თან ბრძოლაში, გადაწყვეტილებები იქნა დროულად მიღებული. იყო კრიტიკა იმაზე თუ რატომ ვზღუდავდით ფრენებს, მაგრამ სიტუაციის ანალიზი ცხადყოფდა იმას, რომ ამ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი იყო.



ლევან კარანაძის ინფორმაციით, საქართველოში, თებერვლის მდგომარეობით 33 ავიაკომპანია 69 მიმართულებით ოპერირებდა. ასევე 3 სატვირთო კომპანია 3 რეგულარული მიმართულებით.


როგორც კარანაძე განმარტავს, ახლა ეს მონაცემები განულებულია, გარდა სატვირთო რეისებისა.“დაახლოებით 3200 რეისი არის გაუქმებული თებერვლიდან აპრილის ბოლომდე. ანუ ეს არის შესაბამისად, ვერ მიღებული შემოსავალი და ტურისტი” – განმარტავს კარანაძე.


რაც შეეხება რეისების აღდგენას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ამის თაობაზე გადაწყვეტილებები ქვეყნებმა კოორდინირებულად უნდა მიიღონ.


“საქართველომ რომც გახსნას საზღვრები და სხვა ქვეყნების საზღვრები ჩაკეტილი იყოს, ეს შედეგს ვერ მოიტანს. ამიტომ პროცესები უნდა მოხდეს ეტაპობრივად” – აცხადებს კარანაძე.


avianews.ge


თეგები:
COVID-19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up