პედიატრი თემურ მიქელაძე საქართველოში კორონავირუსით შექმნილ ეპიდსიტუაციას აფასებს და მშობლებს რეკომენდაციებს აძლევს.
ექიმ თემურ მიქელაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე დღის საათებში დაშვებულია ბავშვების რეკრეაციულ ზონებში ჰაერზე გაყვანა და გასეირნება, თუმცა მხოლოდ დისტანციის დაცვით და მოზრდილის მეთვალყურეობის ქვეშ.
"ჩვენი ერთადერთი რეკომენდაციაა, რომ ბავშვებს მივაქციოთ მაქსიმალური ყურადღება. ყველა მშობელს მოვუწოდებ, რომ როდესაც ბავშვს ჩაიყვანენ ეზოში აუცილებლად თავადაც გაყვნენ მათ,"- განაცხადა თემურ მელქაძემ.
რუსთავი 2