ქვეყნები, სადაც კოვიდ-19 მთავრობების ფინანსური რეორგანიზაცია გამოიწვია

ქვეყნები, სადაც კოვიდ-19 მთავრობების ფინანსური რეორგანიზაცია გამოიწვია

access_time2020-09-10 20:00:38

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა ბევრი ქვეყნის მთავრობაზე გრძელვადიანი გლობალური ეკონომიკური გავლენა იქონია და კრიზისმა მთავრობების ფინანსური რეორგანიზაცია გამოიწვია. - ამის შესახებ გამოცემა economicsonline წერს.


Economicsonline -მა გამოყო ის სამი ქვეყანა, რომლებმაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო იზარალეს.


ამერიკა


მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად Covid-19აშშ-ის ბევრი ქალაქის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახა. აშშ -ის მთლიანი შიდა პროდუქტი წარმოების (11%), ინვესტიციების (20%), ხელოვნების, გართობისა და რესტორნების (4.2%) სექტორებს მოიცავს. დაავადების გავრცელების მიზნით დაწესებული საკარანტინო შეზღუდვები ჩამოთვლილ ეკონომიკურ სექტორებზე და ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე უარყოფითად აისახა.


ისეთ ქვეყანაში, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტის 70% შიდა მოხმარებას ეყრდნობა, ბიზნესის დახურვამ და შენელებულმა ხარჯვამ პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის ნიშნულის დაცემა გამოიწვია.


შემცირებულმა მოთხოვნამ კი საწარმოო ბიზნესის - GM -სა და Ford - ის საქმიანობა შეაჩერა, რამაც კონგრესი აიძულა, რომ ხარჯები 484 მილიარდი დოლარის სტიმულირების პაკეტის მიღებით შეენარჩუნებინა.  ისინი $ 500 მილიარდს, როგორც ბიზნეს სესხს ისე გასცემენ 500 – ზე ნაკლები პერსონალის მქონე ოპერაციებისთვის. გარდა ამისა, ბიზნესს, რომელიც არ ამცირებს სახელფასო განაკვეთს, გრანტის სახით სესხს გადასცემს.


ასევე აშშ-ში საუბარია კიდევ ერთ მასტიმულირებელ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე პირები უზრუნველყოფილები იქნებიან.
გარდა ამისა ბიზნესს, რომელიც სახელფასო განაკვეთს არ ამცირებს, გრანტის სახით სესხიგადაეცემა. ასევე მოსალოდნელია მოკლევადიანი გადასახადების შემცირება, მთავრობის სახსრებზე არასასურველ ზეგავლენას მოახდენს.


იტალია



იტალიის მთავრობა საფინანსო გადასახადებს ისეთი სფეროებიდან ზრდის როგორიცაა სესხის აღება, სოციალური მომსახურეობა, სხვადასხვა ბიზნეს სფერო თუ ტურიზმი.
COVID-19 -ის ფართო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დაწესებულმა შეზღუდვებმა კი იტალიის მთავრობის ფინანსებზე, როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში უარყოფითი გავლენა მოახდინა.


იტალიაში დაფუძნებული კვლევითი კონსულტაცია, REF Ricerche– ს თანახმად, ქვეყანაში მოსალოდნელია მთლიანი შიდა პროდუქტის 8% –იანი ვარდნა, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის არის მოსალოდნელი. REF Ricerche მთლიანი შიდა პროდუქტის 8% -იან დაცემას გადასახადების შემცირებულ შემოსავალს და ბიზნეს ოპერაციებიდან შემცირებულ შემოსავალს უკავშირებს. მაგალითად ასეთია სასტუმრო და სარესტორნო სფეროებში სამუშაო ადგილების დაკარგვა

.
REF Ricerche - ის პროგნოზით იტალიის ფინანსებზე ტურიზმის სექტორში ყველაზე მნიშვნელოვანი სავარაუდო ზარალი 6.4 მილიარდი ფუნტი სტერლინგი ($ 8.3 მილიარდი) იქნება.
მთავრობამ ბიუჯეტიდან 28.3 მილიარდი დოლარი გამოყო, რათა ეკონომიკა კორონავირუსის ეპიდემიის მძიმე გავლენისგან დაეცვა მაგალითად, მთავრობა დაეხმარება იმ მშრომელებს, რომლებიც მცირე დასაშუალო კომპანიებმა დროებით გაათავისუფლეს ან კომპანიის დახურვის შედეგად უმუშევრები დარჩნენ.


ესპანეთი


ესპანეთში დაწესებულმა შეზღუდვებმა ნეგატიური ზეგავლენა მთავრობის შემოსავლის ისეთ წყაროებზე მოახდინა, როგორებიცაა გადასახადები მოქალაქეებისა და ინდუსტრიებისგან.
COVID-19– ის ეკონომიკურ გავლენასთან საბრძოლველად, ესპანეთის მთავრობამ ფინანსებიდან 100 მილიარდი ევრო გამოყო, აღნიშნული ბიუჯეტი გამოყოფილია საბანკო სესხებისთვის და იმ კომპანიებისთვის, რომლებიც გლობალური პანდემიის გამო იტანჯებიან. 26.3 მილიარდი ევრო კი გამოყოფილია იპოთეკური სესხის, სოციალური დახმარების გადასახადების შეჩერების, ასევე დაზარალებული ოჯახებისთვის, თვითდასაქმებული კომპანიებისთვის.


პანდემიის პირობებში სამუშაო ადგილი დაახლოებით 4 მილიონმა  დაკარგა.


აპრილის შუა რიცხვებში უმუშევრობის შემწეობის სქემის, ERTE- ს მკაცრი შეზღუდვის საპასუხოდ,მთავრობამ დაახლოებით 18 მილიარდ ევრო COVID-19- ის უარყოფითი გავლენისგან თავის აცილების მიზნით გამოყო.

ესპანეთის მთავრობას ასევე შეექმნება შემოსავლის 3,6%-იანი ზარალი ჩინეთში ექსპორტიდან, რაც პარალიზებული სატრანსპორტო სისტემამ და მომარაგების ჯაჭვის რღვევამ გამოიწვია.
პანდემიის პირობებში ესპანეთში მანქანის მწარმოებელი მრავალი ქარხანა ნაწილების ნაკლებობის გამო დაიხურა.


საერთო ჯამში, ესპანეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 6% -ით შემცირდა, რის შედეგადაც, ესპანეთის მთავრობის ფინანსები შეიძლება მნიშვნელოვნად გაუარესდეს.


წყარო: https://www.economicsonline.co.uk/


თაკო კვაჭანტირაძე

თეგები:
economicsonline



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up