COVID-19-ის გავლენა სარეკლამო დანახარჯებზე

COVID-19-ის გავლენა სარეკლამო დანახარჯებზე

access_time2020-06-25 19:00:03

გლობალური სარეკლამო ინვესტიციის მოცულობა პანდემიამდე ნავარაუდევი იყო, რომ წელს 7,1 %-ით გაიზრდებოდა. თუმცა, დღეს მდგომარეობით, ამ მაჩვენებლის 8,1%-ით შემცირებას ელოდებიან, რაც დაახლოებით $50 მილიარდის მოცულობისაა. ამის მიზეზად კი მომხმარებელთა ქცევის შეცვლას ასახელებენ. პანდემიამდელ ზრდის პროგნოზს თუ გავითვალისწინებთ, მთლიანი დანაკარგი $96,4 მილიარდს უტოლდება.


რეკლამის განმცხადებლები ეგუებიან რა მედიასაშუალებების სახლიდან მოხმარების ზრდას, ონლაინ და ტრადიციულ მედიას შორის მიმდინარე გაწევ-გამოწევაში აშკარა გამარჯვებული გამოიკვეთა.


ტრადიციული მედიის სიკვდილი


ექსპერტები ათწლეულების განმავლობაში ვარაუდობდნენ ტრადიციული მედია ფორმატის სიკვდილს, პანდემიამ კი ეს პროგნოზი, საბოლოოდ, გაამყარა.ყველა სახის ტრადიციული მედიის წარმომადგენელის დანახარჯი 2020 წელს დაიკლებს, ამავდროულად, ონლაინ მედია ფორმატები ელიან დანახარჯების ზრდას.


წლის შუაში, ეს ერა ასოცირებული იქნება მეტ ციფრულ მოხმარებასთან, ვაჭრობასა და შესაბამისად, რეკლამებთან“, – ამის შესახებ ევროპის ინტერაქტიული სარეკლამო ბიუროს წარმომადგენელმა, დანიელ კნაპმა განაცხადა.



რადგანაც მომხმარებლები დროის უმეტესობას სახლში ატარებენ, შესაბამისად, ბრენდები კონკრეტულ მედია ფორმატებში დებენ უფრო მეტ თანხას. თუმცა, როდესაც საქმე საშინაო მედია საშუალებებს“ ეხება, მაგალითად ტელევიზიის ნაცვლად მომხმარებლები სტრიმინგ სერვისებს ანიჭებენ უპირატესობას. მართლაც, წინა წელთან შედარებით, ისინი ნეტფლიქსის“ მსგავს სერვისებს ორჯერ უფრო მეტის სიხშირით მოიხმარენ.


სავარაუდო დანახარჯები (კატეგორიების მიხედვით)


თითქმის ყველა ინდუსტრიას შეუმცირდება დანახარჯები. ერთი სექტორი რომელიც ამ ტრენდს არ უპასუხებს, ტელეკომუნიკაციები და კომუნალური მომსახურებებია,“ რომელიც სარეკლამო დანახარჯებს 4,3%-ით გაზრდის წლის განმავლობაში.


საინტერესოა რომ პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა, სახლში დარჩენილი მომხმარებლების დამოკიდებულება ამ სერვისებზე გაზარდა (სახლიდან მუშაობასა და ახლობლებთან კონტაქტის გამო).


მეტიც, პანდემია ტელეკომუნიკაციის ინდუსტრიის აღმავლობის კატალიზატორი აღმოჩნდა, იზრდება რა სწრაფ ინტერნეტზე მოთხოვნა და 5G-ის პოტენციალი რეალიზდება.


გზა აღდგენისაკენ?


თუ ინფლაციასა და სავალუტო კურებს გავითვალისწინებთ, სარეკლამო დანახარჯების შემცირება გაცილებით მკვეთრი იქნება, ვიდრე გლობალური ფინანსური კრიზისის დროს იყო. WARC-ის მონაცემების მიხედვით, სარეკლამო დანახარჯები რეცესიამდელ ნიშნულს რვა წლის განმავლობაში არ დაბრუნებია. ასე რომ, სწრაფი აღდგენა არც ახლაა მოსალოდნელი; პანდემიანდელი ზრდის დაბრუნება წლების განმავლობაში შეუძლებელი იქნება.


forbes.ge


თეგები:
COVID-19 მედია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up