აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთერთი აჭარაში, ბათუმში, დადასტურდა.
ამ დროის მონაცემებით, სულ აჭარაში ახალი კორონავირუსი 9 პირს დაუდგინდა.
ნინო ნიჟარაძის განმარტებით, დადასტურებული მე-9 შემთხვევა, 80 წლამდე პირი, ერთერთი პაციენტის კონტაქტია, ის ამ დროის განმავლობაში საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.
მისივე ინფორმაციით, დღეს 5 პაციენტის ახალიზის პასუხი გახდება ცნობილი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 170 პირიდან, 36 გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით 2 ადამიანი - 79 და 81 წლის ქალები გარდაიცვლანენ.
შეგახსენებთ, რომ 30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი.
21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.
tabula