საქართველოში კორონავირუსის აფეთქების მეორე ტალღა მოსალოდნელი არ არის – ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იუწყება:
“საქართველო ევროპის იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ვირუსის წინააღმდეგ ღონისძიებები ადეკვატურად და დროულად გატარდა, ამან კი თავის მხრივ განაპირობა ის, რომ სიტუაცია ქვეყანაში კონტროლს ექვემდებარება და დაბალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი.კორონავირუსის აფეთქების მეორე ტალღა საქართველოს არ ემუქრება” – აღნიშნული განცხადება “ჯანმომ” ვირტუალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ინფორმაცია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა.