ცოტნე კობერიძე - თამაშდამოკიდებულებას თუ დაავადებად მივიჩნევთ, მას პროფესიონალები უნდა ებრძოლონ და არა სახელმწიფო და პოლიციელი

ცოტნე კობერიძე - თამაშდამოკიდებულებას თუ დაავადებად მივიჩნევთ, მას პროფესიონალები უნდა ებრძოლონ და არა სახელმწიფო და პოლიციელი

access_time2019-03-23 10:30:56

თამაშდამოკიდებულებას თუ დაავადებად მივიჩნევთ, ამას სახელმწიფო და პოლიციელი კი არა, არამედ პროფესიონალები უნდა ებრძოლონ, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრმა, ცოტნე კობერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„აქ არ ვარ კომპეტენტური, რამდენად არის ეს დაავადება, ან არ არის, მაგრამ თუ ეს დაავადებაა, ამას სახელმწიფო და პოლიციელი კი არა, დაავადებას უნდა ებრძოლონ პროფესიონალები, ვინც იციან, როგორ უნდა მოაგვარონ მოცემული საკითხი და ვინც ამ ადამიანებს ამ ფსიქიკურ, თუ ფსიქოლოგიურ პრობლემას მოუგვარებს. ეს უნდა იყოს ოჯახის, გარემოს, მეგობრების და მათ შორის, ამ საქმის ექსპერტების საქმე“, – განაცხადა კობერიძემ.

მისი თქმით, აზარტული თამაშების გამო ოჯახებში პრობლემები იქმნება იმ ადამიანების მიერ, ვინც თამაშობს, მაგრამ კონკრეტული ადამიანების უპასუხისმგებლო ქცევა იმის არგუმენტი არ არის, რომ სხვა ადამიანებს ეს დაურეგულირდეს და მათზე სახელმწიფო ძალაუფლების გამოყენება მოხდეს.

„თუ ადამიანმა საკუთრება არასამართლიანად მოიპოვა, ოჯახი გაძარცვა და მისი საერთო საკუთრება გამოიყენა ისე, რომ არ ეკუთვნოდა, კონკრეტულად ეს ქცევა უნდა იყოს დასჯადი და არა ის, სად წაიღო შემდეგ ეს საკუთრება. თუ ვაღიარებთ, რომ მან ეს საკუთრება სამართლიანად მიიღო, მაშინ სამართლიანად მიღებულ საკუთრებას სად გაუშვებს, სად დახარჯავს და რომელ სიამოვნებას მოახმარს, ეს ჩემი და მით უმეტეს, სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ უნდა იყოს“, – განაცხადა კობერიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იმ ფონზე, როცა გაღატაკებული ოჯახების რაოდენობა იზრდება,რამდენად წონადია ეკონომისტთა ნაწილის არგუმენტი, რომ სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტი მაღალ შემოსავალს იღებს და ამიტომ, მასზე რეგულაციები არ უნდა დაწესდეს, ცოტნე კობერიძემ განაცხადა, რომ ბიზნესის მომგებიანობა მთავარი არა, მაგრამ ერთ-ერთი არგუმენტი არის.

„ვერ დავეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ბიუჯეტში მათი შენატანი მცირეა. ჯამში, ეს არის ერთიანი ბიუჯეტის დაახლოებით, 2,4%. გარდა ამისა, უნდა გვესმოდეს, რომ ამ ბიზნესში, საქართველოში, ათი ათასამდე მოქალაქეა დასაქმებული“, – განაცხადა კობერიძემ.


კობერიძემ ასევე განაცხადა, რომ აზარტული თამაშების ბიზნესს რაც უფრო მეტი რეგულაციები დაუწესდება, ამით ის დიდი ბიზნესმენები იხეირებენ, რომლებიც დღეს ამ საქმით არიან დაკავებული.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, წარმოქმნის თუ არა ჭარბვალიანობის პრობლემას სათამაშო ბიზნესის მიერ შექმნილი ბარათი, რომლის მფლობელის გადარიცხვებიც საბანკო სექტორისთვის ხელმისაწვდომი არ არის, „გირჩის“ წევრმა აღნიშნა, რომ ჭარბვალიანობის პრობლემა ქვეყანაში ზოგადად, არ არსებობს და ეს მოგონილი პრობლემაა.

ჭარბვალიანობა არის პრობლემა, როდესაც მოქალაქეები სესხებს იღებენ და ვერ აბრუნებენ. ეს პრობლემა საქართველოს არ ჰქონია. უბრალოდ, ბევრ ადამიანს ჰქონდა სესხი. ამას სხვადასხვა ტიპის რეგულაციები მოაყოლეს, რამაც სესხი, როგორც ასეთი, ხელოვნურად გაართულა“, – განაცხადა კობერიძემ.

შეკითხვაზე, შეექმნებათ თუ არა ამით პრობლემა ბანკებს, კობერიძემ განაცხადა, რომ არ შეიძლება, ერთი ბიზნესის საკეთილდღეოდ, მეორე ბიზნესი შეიზღუდოს.

„საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვიდარდო კერძო ბანკებზე, როგორ უნდა დაითვალონ მათ რისკები?!”, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.


1 არხი


თეგები:
თამაში



Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,9000 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,9000 ლარად ივაჭრება
access_time2019-07-23 13:16:07
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათზე ერთი დოლარი 2,900 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2357 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.აღსანიშნავია, რომ დღეს დილით, 11 საათისთვის Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.8900 ლარად...

4Hospitals - საიმედო პარტნიორი

4Hospitals - საიმედო პარტნიორი
access_time2019-07-23 10:30:06
4Hospitals წარმოადგენს სამედიცინო პროდუქციის და სერვისის მიმწოდებელ კომპანიას კლინიკებისათვის. კომპანია 5 წლის წინ დაარსდა და დღეს უკვე მრავალი გლობალური ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში და ახლა უკვე - სომხეთშიც. კომპანია 1000-ზე მეტი დასახელების სამედიცინო პროდუქტს აწვდის საქართველოს 100 მეტ კლინიკას, რომელთა მომხმარებელია მრავალი ექიმი და მათი მეშვეობით ასეულ ათასობით პაციენტი. დაარსების დღიდან კომპანიამ...

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო
access_time2019-07-22 20:00:40
“ვაშინგტონმა აუკრძალა ანკარას მონაწილეობა გამანადგურებლის F-35-ის შექმნის და წარმოების პროგრამაში. ამის მიზეზია თურქეთის მიერ რუსული საზენიტო კომპლექსების ს-400-ის ყიდვა,“  - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებაში. დოკუმენტში წერია, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გამოყენება რუსულ სადაზვერვო ტექნიკასთან გვერდით დაუშვებელია, რადგანაც ამ ტექნიკის ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ F-35-ს საბრძოლო მახასიათებლებზე ინფორმაციის...

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“
access_time2019-07-22 19:00:11
ყაზბეგის გამზირზე, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ორი წლის წინ დაავადებული და გამხმარი ფიჭვების მოჭრა სექტემბერში დაიწყება და მათ ადგილას როგორც წიწოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები დაირგვება.  ამის შესახებ “კომერსანტს“  „ავერსი-ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ განუცხადა.   როგორც ირაკლი ფურცელაძე ამბობს,  საავადმყოფოს ტერიტორიაზე ფიჭვების დაავადების შესახებ დაახლოებით...

მოსახლეობის 62% სებ-ის საქმიანობას ნეგატიურად აფასებ, რას ფიქრობს ბიზნესი? - „ეროვნული ბანკი ვერ არის თავის სიმაღლეზე“

მოსახლეობის 62% სებ-ის საქმიანობას ნეგატიურად აფასებ, რას ფიქრობს ბიზნესი? -   „ეროვნული ბანკი ვერ არის თავის სიმაღლეზე“
access_time2019-07-23 10:00:18
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებით საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მთავრობასთან ერთად  ყველაზე უარყოფით შეფასებას აძლევს საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას - მოსახლეობის 62% სებ-ის საქმიანობას ნეგატიურად აფასებს, დადებითად 25%, ნეიტრალურად კი – 13%. „კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ აფასებს ქვეყნის მთავარი მარეგულირებელის საქმიანობას ბიზნესი, მით უფრო ლარის მორიგი...


მსგავსი სიახლეები

up