ცოტნე ებრალიძე: ტურიზმის განვითარების ფონდმა მიმდინარე პროექტებში 218 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია უკვე განახორციელა

ცოტნე ებრალიძე: ტურიზმის განვითარების ფონდმა მიმდინარე პროექტებში 218 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია უკვე განახორციელა

access_time2018-11-03 10:00:47

ტურიზმის განვითარების ფონდის დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ „კომერსანტთან“ განაცხადა, რომ ამჟამად საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის საინვესტიციო პორტფელში ათი პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 600 მლნ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

 

როგორც ებრალიძე აცხადებს, პროექტები  - თბილისში, კახეთში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში ვითარდება. ათივე პროექტი განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა და დღეის მდგომარეობით მათში ჯამურად  218 მლნ აშშ დოლარზე მეტი უკვე ინვესტირებულია.

 

„მასშტაბური პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე ჯამურად დასაქმდება 5 000 ადამიანზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ მუდმივად დასაქმებულთა რიცხვი 5 000-ს გაუტოლდება.“ - აღნიშნა „კომერსანტთან“ ცოტნე ებრალიძემ.


 

2016 წლის ოქტომბერში საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული საინვესტიციო პროექტებისთვის საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი შეიქმნა, რომლის მიზანია სტრატეგიული მნიშნელობის ტურისტული პროექტების მხარდაჭერა, ტურისტების მოზიდვა და საქართველოს დამკვიდრება მსოფლიო ტურიზმის რუკაზე.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე






რომან კაკულია: სახელფასო პოლიტიკა მთლიანად ქვეყანაში უნდა იყოს სამართლიანი

რომან კაკულია: სახელფასო პოლიტიკა მთლიანად ქვეყანაში  უნდა იყოს სამართლიანი
access_time2019-03-25 18:30:48
“სახელფასო პოლიტიკა, მთლიანად ქვეყანაში  უნდა იყოს სამართლიანი და ასე ამოგლეჯილად, სხვადასხვა სფეროს ხელფასების განხილვა, არ არის სწორი. თუ მაღალ პასუხისმგებლობას, რაღაც საფრთხეებს ცდუნებასთან მიმართებაში  კრიტერიუმად ავიღებთ, მაშინ არც პარლამენტარის წინაშე არსებული ცდუნებებია დაბალი და ამ გაგებით მაშინ დეპუტატების ხელფასიც უნდა გაიზარდოს. ეს თეორიული განცხადებაა და არამც და არამაც არ ვგულისხმობ დეპუტატებისთვის ხელფასის გაზრდას,“ - ასე განმარტა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური...

კრიპტოსამყაროს მთავარი საიდუმლო: ვინ შექმნა ბიტკოინი?

კრიპტოსამყაროს მთავარი საიდუმლო: ვინ შექმნა ბიტკოინი?
access_time2019-03-25 20:00:34
ბიტკოინი შემქნელის ირგვლივ არსებობს ძალიან ბევრი თეორია, თუმცა მათ ყველას აკლია მთავარი - მყარი მტკიცებულებები. თუმცა, შესაძლებელია ამ საიდუმლოს ფარდა სულ მალე აიხადოს. პირველი კრიპტოვალუტა 10 წლის წინ გაჩნდა, დღეს კი ვირტუალური ფულის ბაზარი მილიარდებს ითვლის, სხვადასხვა კრიპტოვალუტების რაოდენობამ გადააჭარბა 2100-ს, ხოლო განვითარებული ქვეყნების მთავრობები სერიოზულად დაფიქრდნენ ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე. თუმცა, დღემდე უცნობია, ვინ დგას...

ლევან კობერიძე: „ავტომობილის მფლობელთათვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა ამ ეტაპზე საქართველოში არამიზანშეწონილია“

ლევან კობერიძე: „ავტომობილის მფლობელთათვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა ამ ეტაპზე საქართველოში არამიზანშეწონილია“
access_time2019-03-25 17:00:51
სავალდებულო ავტოდაზღვევას სკეპტიკოსები ხელისუფლებაშიც გამოუჩნდნენ. იმ ფონზე, როცა სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები და დეპუტატები სავალდებულო ავტოდაზღვევის აუცილებლობაზე მსჯელობენ,  პარლამენტის წევრების ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი ვალდებულება მოსახლეობის სოციალურ ტვირთს დაამძიმებს და შეიძლება უკმაყოფილების მიზეზიც გახდეს. „ქართული ოცნების“  წევრმა ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სავალდებულო დაზღვევა...

ანა დოლიძე: „ხელისუფლების უნიათობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია “ცენტრ-პოინტის“ საქმე, დიახ, იგი არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი“

ანა დოლიძე: „ხელისუფლების უნიათობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია “ცენტრ-პოინტის“ საქმე, დიახ, იგი არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი“
access_time2019-03-25 19:00:56
„ხელისუფლების უნიათობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია  “ცენტრ-პოინტის“ საქმე, დიახ, იგი არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი,“ - ასე აფასებს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე „ქართული ოცნების“  კიდევ ერთ  შეუსრულებელ დაპირებას.  როგორც ცნობილის, „ცენტ-პოინტის“ მენაშენე, თითქმის 5 ათასი ოჯახი  (დაახლოებით 10 ათასი ადამიანი) კვლავ პრობლემის მოგვარებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ამ...

„მთაწმიდაზე, MKdevelopment-ის ე.წ. კანონიერი მშენებლობა არის უპასუხისმგებლო და ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო,“ - რას პასუხობს სამშენებლო კომპანია „კომერსანტს“

„მთაწმიდაზე,  MKdevelopment-ის ე.წ. კანონიერი მშენებლობა არის უპასუხისმგებლო და ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო,“ - რას პასუხობს სამშენებლო კომპანია „კომერსანტს“
access_time2019-03-25 13:30:14
მთაწმიდაზე, წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესია საფრთხეშია - განცხადებას სოციალურ ქსელში არსამთავრობო ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარი“ ავრცელებს.   ირკვევა, რომ წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესიის ქვეშ, მთაწმინდის ძირში, ზალდასტანიშვილის ქუჩის მიმდებარედ  MKdevelopment კორპუსის მშენებლობას იწყებს.  „რამდენიმე დღეა ტვერელის ეკლესიასთან მიმდიდინარეობს სრულიად კანონიერი სამუშაოები! კანონიერი იმიტომ, რომ...


მსგავსი სიახლეები

up