“ცოტა ხანს მეტად შევიწუხოთ თავი, ცოტა ხანი მეტად გავიჭირვოთ. ეს ორი კვირა, მაქსიმუმ სამი კვირა ძალიან მკაცრად შევასრულოთ რეკომენდაციები,”- ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ეს კომფორტული არ იქნება მოქალაქეებისთვის, მაგრამ შედეგს გამოიღებს.
„ეს იქნება გარკვეული დისკომფორტი, მაგრამ გავუძლოთ და შედეგი იქნება ის, რომ სტაბილიზაციის ტენდენცია, რომელიც ჩვენთან შემთხვევათა მატებაში უკვე შეინიშნება, გახდება მყარი და დაიწყება შემთხვევათა კლება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
fortuna.ge