contrepoints.org ყველაზე გულუხვი დონორი - მილიარდერი, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლას 30 მილიონი აშშ დოლარი შესწირა

contrepoints.org ყველაზე გულუხვი დონორი - მილიარდერი, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლას 30 მილიონი აშშ დოლარი შესწირა

access_time2020-05-05 10:36:10

„ვინ არის ყველაზე გულუხვი დონორი ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში?“ - ამ სათაურით გამოცემა contrepoints.org ბიძინა ივანიშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს. 


სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ StopCov ფონდში გადარიცხულ თანხაზე და აღნიშნავს, რომ ქართველი ბიზნესმენი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში, ბიძინა ივანიშვილი სულადობრივად ყველაზე მსხვილი დონორია ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში.


„ბევრი სახელოვანი ფილანტროპის მრავალმილიონიანი შემოწირულობების მიუხედავად, ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე გულუხვი დონორი მაინც ის მილიარდერია, რომლის სახელიც ალბათ აქამდე არასოდეს გსმენიათ. 64 წლის ინდუსტრიალისტმა, რომლის ქონება 4.5 მილიარდ ევროდ, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედის ეკვივალენტად არის შეფასებული, პანდემიასთან ბრძოლას 30 მილიონი აშშ დოლარი შესწირა. გაღებული თანხა სულადობრივად 7.51 აშშ დოლარია 3.9 მილიონი მოსახლის მყოლ ქვეყანაში” - წერს გამოცემა.


როგორც სტატიაშია აღნიშნული, ავსტრალიელმა მეწარმემ ენდრიუ ფორესტმა 25.5 მილიონი აშშ დოლარი შესწირა ამ საქმეს, რაც სულადობრივად 3.93 აშშ დოლარი გამოდის ავსტრალიაში. Twitter-ის დამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ მილიარდიანი დონაცია გაიღო, რაც მისი ქონების მეოთხედი და სულადობრივად 3.01 აშშ დოლარია შეერთებულ შტატებში. Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა და მისმა მეუღლემ მელინდამ 255 მილიონი აშშ დოლარი შესწირეს ამ საქმეს, ხოლო Amazon-ისა და Dell-ის მფლობელებმა ჯეფ ბეზოსმა და მაიქლ დელმა - 100 მილიონი აშშ დოლარი სათითაოდ. ფილანტროპულმა ჯგუფმა Stand Together, რომელიც ამერიკელი და ძალიან ლიბერალი ინდუსტიალისტის ჩარლზ კოხის მიერ არის დაფუძნებული და მხარდაჭერილი, 24 მილიონი აშშ დოლარის მობილიზაცია მოახერხა ორ კვირაზე ნაკლებ დროში. ინიტიატივამ #GiveTogetherNow ახალი კორონავირუსიდან მომდინარე ფინანსური გავლენის ქვეშ მოქცეული ოჯახებისთვის 19.6 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება მოახერხა. ეს ფონდი 39 000 ოჯახზე მეტს დაეხმარება პირდაპირი ფულადი შემწეობებით“.



თუმცა, სტატიის ავტორის თქმით, მათ ფრანგ მილიარდერებს მაინც ვერ აჯობეს.



„ფუფუნების საგნებისა და სამოსის მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტების მფლობელმა ბერნარ არნომ სუნამოების მწარმოებელი Louis Vuitton-ის სუნამოების მწარმოებელი სამი საწარმო გადააკეთა ხელის დეზინფექციის საშუალებების მწარმოებლად. პროდუქციით უფასოდ ამარაგებენ საფრანგეთისა და ევროპის ქვეყანათა მთავრობებს. ბრენდი Louis Vuitton ვალდებულებას კისრულობს მინიმუმ 40 მილიონი პირბადის მიწოდებაზე საფრანგეთის ხელისუფლებისთვის, რისი ტრანსპორტირებაც კვირაში 5 მილიონ ევრო უჯდება. ფრანსუა პინოს ფუფუნების საგნების კონგლომერატი - Kering - საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემას 3 მილიონი ქირურგიული პირბადის დამზადებას დაჰპირდა. მაღალი მოდის ბრენდები Balenciaga და Yves Saint Laurent ასევე აწარმოებენ პირბადეებს. კონგლომერატმა Kering მილიონობით ევროს შემოწირულობა გაიღო მთელი მსოფლიოს ირგვლივ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემისა და პროფილური ობიექტებისთვის სამედიცინო აპარატურის შესაძენად” - წერს ავტორი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up