Contrepoints - საარჩევნო რეფორმის პროცესს ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა სჭირდება. საინტერესოა, აირჩევს თუ არა ეს უკანასკნელი შეთანხმების პატივისცემასა და მასში ეფექტურ მონაწილეობას

Contrepoints - საარჩევნო რეფორმის პროცესს ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა სჭირდება. საინტერესოა, აირჩევს თუ არა ეს უკანასკნელი შეთანხმების პატივისცემასა და მასში ეფექტურ მონაწილეობას

access_time2020-06-18 11:02:11

საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან წახალისების მიუხედავად, ოპოზიციური პარტიების ყოყმანმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ამ კავკასიური ქვეყნის ევროპული მომავლისთვის გადამწყვეტი საარჩევნო რეფორმის მიღებას,- გამოცემა ,, Contrepoints “ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკაშვირებით სტატიას აქვეყნებს.


სტატიაში ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის ხელშეკრულება, რომელიც აშშ -ის და EU-ის საელჩოების ხელშეწყობითა დაიდო, შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს, რადგან ზოგიერთი ოპოზიციური მხარე 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით უკან დახევას ცდილობს.


სტატიის ავტორის თქმით, ევროკავშირი და აშშ-ს მთავრობა თვლის, რომ საარჩევნო რეფორმა საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებისა და ქვეყნის ევროკავშირისა და ნატოსკენ სვლის ტემპის დაჩქარების საშუალებაა.


აქვე საუბარია საქართველოს პრეზიდენტის მიერ, ორი მსჯავრდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე.


,,საქართველოს პრეზიდენტი იწყალებს ორ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს. 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ორი მსჯავრდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დედაქალაქის ყოფილი მერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური დაძაბულობის შესამცირებლად. თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი „ახალი პოლარიზაციისა და ახალი დაპირისპირების" თავიდან ასაცილებლად გაათავისფულეს, როგორც აღნიშნა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სატელევიზიო განცხადებაში. ოპოზიციის ლიდერს გიგი უგულავას 10 თებერვალს 38-თვიანი პატიმრობა მიესაჯა საზოგადოებრივი სახსრების გაფლანგვისთვის თბილისის მერობის დროს, რაც მეორე მჯავრდება იყო მსგავსი დანაშაულებისთვის. ირაკლი ოქრუაშვილს, ასევე ოპოზიციის ლიდერს, 13 აპრილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, 2019 წლის ივნისში პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე ძალადობისთვის. 8 მარტის შეთანხმების ბალანსი - საარჩევნო რეფორმის თავდაპირველი ხელშეკრულება 2020 წლის 8 მარტს დაიდო - აშშ და EU საელჩოების ხელშეწყობითა და მთავრობისა და ოპოზიციური პარტიების ხელმოწერით. ახლა, როგორც ჩანს, რეფორმა შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს, რადგან ზოგიერთი ოპოზიციური მხარე 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით უკან დახევას ცდილობს. სახიფათო სიტუაციის კატასტროფის ზღვრამდე მიყვანამ კი დაძაბულობის ზრდა გამოიწვია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო აცხადებენ, რომ ოპოზიციასთან დაკავშირებული პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები უნდა შეწყდეს, რათა მოხდეს ხელისუფლების პარტია „ქართულ ოცნებასთან“ გაფორმებული 8 მარტის შეთანხმების თაობაზე წინსვლა. მაგრამ ”ქართულმა ოცნებამ” გაიხსენა შეთანხმების წერილი, რომელიც არ ითვალისწინებს, რომ დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები უნდა გაათავისუფლონ. ამრიგად, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, მაღალი რანგის ყოფილმა ფრანგმა ჩინოვნიკმა და დიპლომატმა, უარყო, რომ ეს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ნაწილი იყო, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო რეფორმას ოქტომბრში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე. საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა და ევროპარლამენტის წევრებმა, ქართველ პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი დანაპირების შესრულებისა და რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდა. აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია თბილისში მიესალმნენ პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომ ”შექმნილიყო უფრო ხელსაყრელი პოლიტიკური გარემო თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესისთვის”. ამერიკელებმა და ევროპელებმა ცვლილების შეტანაც კი მოითხოვეს - "მიემართება ყველა მხარეს, რომ სრულად განახორციელონ შეთანხმება და შეასრულონ თავიანთი როლი საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო რეფორმის მიღებაში, შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად." ევროკავშირი და აშშ-ს მთავრობა თვლის, რომ საარჩევნო რეფორმა საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებისა და ქვეყნის ევროკავშირისა და ნატოსკენ სვლის ტემპის დაჩქარების საშუალებაა”,- ნათქვამია ,, Contrepoints”-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.



სტატიის ავტორის აღნიშნავს, საარჩევნო რეფორმის პროცესს ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა სჭირდება და სვამს კითხვას -აირჩევს თუ არა ეს უკანასკნელი შეთანხმების პატივისცემასა და მასში ეფექტურ მონაწილეობას.


,,მთავრობის დაპირება, რომ ამ წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სრულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდა, 2019 წლის ზაფხულში თბილისში ოპოზიციის საპროტესტო აქციების შემდეგ მნიშვნელოვან ნაბიჯად იქნა მიჩნეული. შემდეგ, 2019 წლის ნოემბერში, ორი კვირის განმავლობაში, ძალადობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა პარლამენტის მხრიდან ახალ, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ წინადადების უარყოფის საპასუხოდ. ოპოზიცია კი აცხადებდა, რომ მოქმედი სისტემა უპირატესობას ანიჭებდა მმართველ პარტიას, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმის განსახორციელებლად აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილების დაძვრა პარლამენტის კენჭისყრით გზით სურდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავტორი პარტია იყო. ,,ქართულმა ოცნებამ“, ასევე, მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, შეეწყვიტათ მუქარა და ბოიკოტი და დაუყოვნებლივ შეესრულებინათ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებები. თუ საარჩევნო რეფორმას მიიღებენ, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები ჩატარდება შერეული პროპორციული (120-ადგილიანი) და უმრავლესობის (30-ადგილიანი) კენჭისყრის სისტემის შესაბამისად, არსებული შერეული სისტემის საპირისპიროდ (შესაბამისად, 77 და 73 ადგილი). მაგრამ საარჩევნო რეფორმის პროცესს ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა სჭირდება. საინტერესოა, აირჩევს თუ არა ეს უკანასკნელი შეთანხმების პატივისცემასა და მასში ეფექტურ მონაწილეობას“,- წერს გამოცემა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up