საერთაშორის გზავნილების სისტემა Contact-დან და Unistream-დან საქართველოში ფულადი გზავნილების განაღდება შეჩერებულია. როგორც „კომერსანტს“ „თიბისი“ ბანკის საინფორმაციო სამსახურში უთხრეს, მიზეზი გზავნილების სისტემების მხრიდან ლიმიტის ამოწურვაა.
„Contact-დან და Unistream-დან გადმორიცხლი თანხის მიღება შეჩერებულია, რადგან მათი მხრიდან ლიმიტი ამოწურულია. სანამ არ შეივსება თანხის ლიმიტი, გზავნილის განაღდებას ჩვენი მომხმარებლები ვერ შეძლებენ“, — აცხადებენ „თიბისი“ ბანკში.
გადმორიცხული თანხის მოცულობის მიხედვით, ფულადი გზავნილების სისტემების 2021 წლის რეიტინგში Contact - $199 მილიონით მეექვსე, ხოლო Unistream - $140 მილიონით მეშვიდე ადგილზე იყო. Zolotaia Korona-ს შემდეგ სწორედ ეს ორი სისტემა გამოიყენება აქტიურად რუსეთიდან ფულადი გზავნილების საქართველოში გადმოსარიცხად.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში რუსეთიდან ფულადი გზავნილები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 299%-ით გაიზარდა და $133 მლნ-ს მიაღწია, რაც აბსოლუტური რეკორდია. რუსეთის ხარჯზე 59%-ით $308 მლნ-მდე გაიზარდა ჯამური გადმორიცხვებიც.
ნინო თამაზაშვილი