Connect Aviation: საქართველო ორიენტირებულია ზრდაზე

Connect Aviation: საქართველო ორიენტირებულია ზრდაზე

access_time2021-12-17 22:00:00

ცნობილმა საავიაციო გამოცემა Connect Aviation-მა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ვრცელი სტატია მიუძღვნა. ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.


სტატიაში გამოცემასთან საუბრისას, კომპანიის დირექტორი თამარ არჩუაძე აღნიშნავს, რომ პანდემიამდე საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი სწრაფად იზრდებოდა, ახლა მთავარია ზრდის ტემპი კვლავ შენარჩუნდეს. გამოცემა წერს, რომ ყველაზე სწრაფად მგზავრთნაკადი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აღდგა. ,,თვიდან თვემდე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის აღდგენის პროცესი საკმაოდ სწრაფია. საავიაციო სექტორს პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა, 2020 წლის მარტიდან რეგულარული ფრენები ქვეყანაში შეწყდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ჩარტერული და სარეპატრიაციო ფრენები ხორციელდებოდა. ჩვენი პროგნოზების მიხედვით, 2019 წლის ნიშნულს საქართველოს აეროპორტები 2023 წელს მიაღწევენ,-‘’აცხადებს არჩუაძე გამოცემასთან საუბარში.



Connect Aviation-თან აეროპორტების გაერთიანების დირექტორი აღნიშნავს, რომ კოვიდ პანდემიის მიუხედავად, 2021 წელს საქართველოს აეროპორტებში ოპერირება ახალმა ავიაკომპანიებმა დაიწყეს და ახალი მიმართულებებიც დაემატა. კიდევ უფრო მეტი სიახლე 2022 წელს იგეგმება.




,,Eurowings-მა დაიწყო პირდაპირი რეგულარული რეისები თბილისსა და დიუსელდორფს შორის, ასევე Bees Airlines-მა კიევიდან დაიწყო ფრენები, Fly Arystan-ი შემოვიდა ქუთაისის აეროპორტში და ყაზახეთის 4 მიმართულებით ასრულებს ფრენებს, Lufthansa-მ დაიწყო ოპერირება თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე, Air Arabia-მ აბუ-დაბი თბილისის მიმართულებით, ხოლო სულ ახლახანს, Wizz Air Abu Dhabi-მ დაიწყო ოპერირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. იმისთვის, რომ ინტერესი გავზარდოთ, ქუთაისის აეროპორტში, 2022 წელს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიებს სპეციალურ ტარიფებს სთავაზობს, რომელიც რეგიონში ყველაზე დაბალია,-‘’აცხადებს არჩუაძე.



Connect Aviation ყოველწლიური ერთ-ერთი უდიდესი საავიაციო ფორუმის ორგანიზატორია. CONNECT 2022 მომავალი წლის თებერვალში ფინეთში იმართება, სადაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მიიღებს მონაწილეობას.



თეგები:
Connect Aviation



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up