Conde Nast Traveler, Forbes, Euronews და სხვა პოპულარული გამოცემები ბათუმზე სტატიებს  აქვეყნებენ

Conde Nast Traveler, Forbes, Euronews და სხვა პოპულარული გამოცემები ბათუმზე სტატიებს აქვეყნებენ

access_time2022-06-01 09:30:00

ბათუმი, როგორც ევროპის ფარული მარგალიტი, ცნობილი მედიაპლატფორმების ყურადღების ქვეშ მოექცა. Conde Nast Traveler Spain, Forbes USA, Forbes Brazil, Euronews და Yahoo France იმ 10-მდე გამოცემას შორისაა, რომლებიც პოპულარული სამოგზაურო პლატფორმის European Best Destination რეიტინგს ეხმაურებიან და ევროპის ტურისტულ მიმართულებებთან ერთად ბათუმზე სტატიებს აქვეყნებენ.


Forbes USA მილიონობით მკითხველს ბათუმის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებზე, ისტორიასა და კულტურაზე ესაუბრება. „მდიდარი ისტორიით, მემკვიდრეობით, მსოფლიოში უნიკალური მუზეუმებით და ევროპის ყველაზე თამამი არქიტექტურით, ბათუმი ასევე საინტერესო მიმართულებაა გურმანებისა და ღვინის მოყვარულთათვის“ წერს გამოცემა.


ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, საზღვაო-სამთო ტურისტულ პროდუქტებს აცნობს მკითხველს პოპულარული გამოცემა Condé Nast Traveler. „როცა ჭამის და დალევის დრო დგება, ბათუმი გაგაოცებთ ისეთი კერძებით, როგორიცაა აჭარული ხაჭაპური, ბადრიჯანი, ხინკალი ან ჩიხირთმა. და რა თქმა უნდა, ვერ დატოვებთ ბათუმს კარგი ქართული ღვინის დაგემოვნების გარეშე.’


“აღმოაჩინე შავი ზღვის რეგიონი, სადაც სანაპიროები და თოვლიანი მწვერვალები ერთმანეთს ერწყმის“ ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Euronews. სტატიაში ჟურნალისტი რეგიონის ისტორიაზე, კულტურაზე, ტრადიციებსა და ტურისტულ პროდუქტებზე საუბრობს. „გადაეშვი აჭარის მრავალფეროვან პეიზაჟებში და აღმოაჩენ, რომ საქართველოს ეს ისტორიული რეგიონი სავსეა უძველესი არქიტექტურული მარგალიტებით, თვალწარმტაცი ბუნებითა და მღელვარე თავგადასავლებით - რომ აღარაფერი ვთქვათ ღვინის კულტურაზე, რომლის შესახებ იუნესკოც კი მოწმობს.“



ბათუმის კლიმატსა და აჭარის ეროვნულ პარკებზე ამახვილებს ყურადღებას Forbes Brazil. „სუბტროპიკული და რბილი კლიმატიდან გამომდინარე, ბათუმის მონახულება მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი. რეგიონის ეროვნული პარკები იუნესკოს სიაში შევიდა, როგორც მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლები.“


European Best Destination-ის რეიტინგში ბათუმის, როგორც ევროპის საუკეთესო ფარული მარგალიტის გამოვლენის შემდეგ, სამოგზაურო პლატფორმის გვერდზე გაიზარდა ინტერესი ბათუმის მიმართულებით. როგორც EBD-ს წარმომადგენლები აცხადებენ, დუბლინის, ათენის, ფუნჩალის, ნოტინგემის გვერდით მომხმარებლები აქტიურად ჯავშნიან ბათუმის მიმართულებას.


ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს



თეგები:
ბათუმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up