Condé Nast traveller-ი მოგზაურებს ზაფხულში საქართველოს დათვალიერებას ურჩევს

Condé Nast traveller-ი მოგზაურებს ზაფხულში საქართველოს დათვალიერებას ურჩევს

access_time2020-06-02 19:45:33

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი სამოგზაურო პორტალი, Condé Nast traveller-ი იმ ადამიანებს, ვინც საზაფხულო მოგზაურობას გეგმავს, საქართველოში სტუმრობას ურჩევს.

 

„რომელი ქვეყნები იხსნება საერთაშორისო მოგზაურთათვის?“ ამ სათაურით გამოაქვეყნა პორტალმა სტატია. მალდივები, საქართველო, საბერძნეთი შრი-ლანკა, ესპანეთი და ბალი - ასეთია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელსაც პორტალი მოგზაურებს სთავაზობს.

 

„ოცნებობთ საზაფხულო მოგზაურობებზე? რომელიმე ქვემოთ ხსენებულ ქვეყანაში მოგზაურობა სავსებით შესაძლებელი ხდება!

 

მაშინ, როდესაც ქვეყნები შინ ყოფნის რეჟიმს აუქმებენ და სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნას იწყებენ, ბევრ მოგზაურს ერთი საფიქრალი უჩნდება: ნუთუ წელს მოგზაურობას შევძლებთ? და თუ შევძლებთ, ნეტავ სად?


 

მაისიდან ქვეყნებმა იმაზე დაიწყეს ბჭობა, თუ როდის და როგორ განახლდება საერთაშორისო მოგზაურობა. ზოგიერთი სამოგზაურო „მოგზაურთა ბუშტის“ ფორმირებას განიხილავს, რომლითაც „ბუშტის“ შიგნიდან მეზობელი ქვეყნების კლასტერში მოგზაურობა თავისუფლად იქნება შესაძლებელი, სხვების თავსატეხი კი მასტიმულირებელი ზომების დანერგვა გამხდარა, რათა ტურიზმის ასაგუგუნებლად მოგზაურთა ხარჯების ნაწილის სუბსიდირება მოხდეს.

 

ამდენად, თუ გამოცდილი მოგზაური ბრძანდებით და ფიქრობთ ჯერ სად გაემგზავროთ, გთავაზობთ იმ დანიშნულების ადგილთა ჩამონათვალს, რომლებიც პირველ რიგში გაიხსნებიან და დაგეგმვაში გამოგადგებათ: მალდივები, საქართველო, საბერძნეთი შრი-ლანკა, ესპანეთი და ბალი.

 

საქართველო ადგილობრივი ტურიზმისთვის 14 ივნისს იხსნება, ხოლო საერთაშორისო ტურისტებისთვის ემზადება და 1 ივლისიდან გახსნის საზღვრებს. საქართველოს მიზნად აქვს დასახული პირველთაგანი იყოს იმ ქვეყანათა ჩამონათვალში, რომლებიც საერთაშორისო დამსვენებლებისთვის გაიხსნებიან და ამისთვის ახალი ზომები განისაზღვრა უსაფრთხოებისა და პირადი ჰიგიენის ნაწილში, თან მოგზაურთა დასამშვიდებლად. საწყის ეტაპზე საქართველო მიიღებს ტურისტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედ „მწვანე ზონებში“, რაც ახალი კორონავირუსისგან თავისუფალ ადგილებად არიან მიჩნეულნი. საქართველოს ახალი კორონავირუსით ინფიცირების ერთერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს მთელს ევროპაში, რადგან მხოლოდ 794 შემთხვევაა გამოვლენილი“ - წერია სტატიაში.

 

imedinews.ge


თეგები:
Condé Nast traveller



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up