ცოცხალი საქონლის ექსპორტის გამო, საქართველოში  საქონლის ხორცის დეფიციტი შეიქმნა

ცოცხალი საქონლის ექსპორტის გამო, საქართველოში საქონლის ხორცის დეფიციტი შეიქმნა

access_time2018-09-27 11:00:25

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი მცირდება, ქვეყანაში საქონლის ხორცის დეფიციტია. იზრდება მისი გასაყიდი  ფასიც.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტზე ჯამში 17,913.0 ათასი დოლარის ღირებულების მსხვილფეხა საქონელი გავიდა. მხოლოდ 2018 წლის  აგვისტოს  თვეში  3 226,3 ათასი დოლარის მსხვილფეხა საქონელის ექსპორტი განხორციელდა, 2017 წლის  ანალოგიურ პერიოდში  კი ეს ციფრი  4 791,1 ათას დოლარს შეადგენდა.


 

ექსპორტის შემცირების  პარალელურად, ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა საქონლის ხორცის ფასიც. თუ 2-3 თვის წინ ერთი კილოგრამი საქონლის ხორცი თბილისის სუპერმარკეტებში საშუალოდ 14 ლარი იყო, დღეს უკვე 17 ლარი ღირს.  


 

„საქსტატის“ ინფორმაციით, გაზრდილია საქონლის ხორცის ფასიც. თუ 1 კგ-ს ფასი 2013 წელს 11.59 ლარს შეადგენდა, 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით, 1 კგ საქონლის ხორცის ფასი 14.35 ლარი იყო.


 

ბაზარზე საქონლის ხორცზე მოთხოვნის ზრდას და  ამ კუთხით შექმნილ დეფიციტს ასახელებენ  სასაკლაოებში ადგილობრივ ბაზარზე საქონლის ხორცის გაძვირების მიზეზად. 


 

სასაკლაო  შპს „მატადორის“ ხელმძღვანელი  იოსებ  კოხტაშვილი აღნიშნავს, რომ ხორცის ფასმა  ბოლო ერთი წლის განმავლობაში საშუალოდ, 3-4 ლარით მოიმატა. მისი განცხადებით, თუ გასულ წელს  1კგ საქონლის ხორცის ასაღები ფასი 9 ლარს შეადგენდა, ახლა 11 ლარით განისაზღვრება. ღორის ხორცის შემთხვევაში, თუ მისი ასაღები ფასი იყო 8 ლარი, ახლა მისი ღირებულება 9 ლარით განისაზღვრება.



 

როგორც კოხტაშვილი განმარტავს, დღეს ბაზარზე საქონლის ხორცის დეფიციტია, რაც ფასის ზრდის საფუძველი ხდება. კითხვაზე, რა ქმნის ბაზარზე დეფიიტს, ამის პასუხი კოხტაშვილს არ აქვს.  მისი ინფორმაციით, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დღეში 100-200 სული საქონლის დაკვლა ხდებოდა, დღეს ეს რიცხვი 30-მდეა  შემცირებული.



საქონლის ხორცის დეფიციტზე საუბრობს თბილისში არსებული სასაკლაო „ლომას“  წარმომადგენელი გელა ქარუმიძეც. მისი განმარტებით, ექსპორტზე ცოცხალი საქონელი დიდი რაოდენობით გადის და ქვეყანაში დასაკლავი საქონელის რაოდენობა შემცირებულია. მისივე განმარტებით, სავარაუდოდ, ეს შეიძლება იყოს ხორცზე  ფასის ზრდის საფუძველი.


 

მისი განცხადებით, დღის განმავლობაში სასაკლაო „ლომას“ 2-3 სული საქონლის დაკვლა თუ უწევს, რაც მისი განმარტებით, დაბალი მაჩვენებელია.


 

„ფერმერთა ასოციაციიის“ თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე განმარტავს, რომ  ქვეყანაში საქონლის ხორცი  დეფიციტურია, რაც ფასის ზრდაში გამოიხატება. მისი ინფორმაციით, ყველაზე მეტი საქონელი საქართველოდან აზერბაიჯანში გადის, თუმცა, მისივე ინფორმაციით, ეს ყველაფერი საბაჟოს გავლით ხდება.


 

ზამბახიძის განცხადებით, ქვეყანაშ  ფერმების სიმცირეა და ამის  რამდენიმე მიზეზი აქვს.  პირველია, დანაწევრებული მიწები,საძოვრების ნაკლებობა და  მეორე-ჯიშიანი საქონლის არ შემოყვანა. ზამბახიძის განცხადებით, მთავრობა მეცხოველეობის მიმართულებით პროექტების განხორციელებას გეგმავს, ეს იქნება მეხორცული და მერძეული მიმართულებით.



„პრობლემაა ის, რომ ადგილობრივი საქონელი არ არის იმდენად ხარისხიანი, რომ აქ გაიყიდოს. შესაბამისად, მისი გატანა  ექსპორტზე  ხდება,“-განმარტავს ზამბახიძე.



ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 

 

 






საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up