უალკოჰოლო სასმელების მსოფლიოში ყველაზე მსხვილმა მწარმოებელმა, Coca-Cola Company-იმ სულ მცირე 30 დღით სოციალურ ქსელებში რეკლამაზე უარი თქმა. ამის შესახებ კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, ჯეიმს ქუინსის განცხადებაშია ნათქვამი.
„მსოფლიოში რასიზმისთვის ადგილი არ უნდა იყოს, ისევე როგორც სოციალურ ქსელებში. 30 დღის განმავლობაში ჩვენ სარეკლამო პოლიტიკას გადავხედავთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, გაგრძელდება თუ არა სოციალური ქსელების ბოიკოტი“, - განაცხადა ქუინსიმ.
Facebook-ის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია უკავშირდება სოციალურ ქსელის მიერ კონტენტის რეგულირებაზე უარის თქმას, მათ შორის ისეთ პუბლიკაციეში, რომლებიც რასიზმისა და ძალადობის ნიშნებს შეიცავს.
აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას რასიზმისა და პოლიციის მიერ ძალის გადამეტების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.
Imedinews