Coca-Cola-ს ახალი ქარხანა სრულად 2020 წლის გაზაფხულზე გაიხსნება

Coca-Cola-ს ახალი ქარხანა სრულად 2020 წლის გაზაფხულზე გაიხსნება

access_time2019-12-19 18:00:43

Coca-Cola-ს ახალი ქარხანა სრულად 2020 წლის გაზაფხულზე გაიხსნება. როგორც „კომერსანტს“ Coca-Cola bottlers Georgia-ს დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განუცხადა,ქარხანა მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა გახსნილიყო,თუმცა,პროცესი მოახლოვებულმა ახალმა წელმა შეაყოვნა.


„პროდუქციის 70%-ი უკვე ახალ ქარხანაში იწარმოება, 30%-დიდუბეში.გადატანა შეფერხდა იმიტომ, რომ დაემთხვა ახალი წლები,ვერ ვაგროვებდით ნაშთებს მოთხვნილება რომ დაგვეკმაყოფილებინა. ახალი წლის შემდეგ გადადის დანარჩენი ორი ხაზიც, 3 უკვე იქ არის. 2020 წლის თებერვლის ბოლოს კი ხუთივე ხაზი ამუშავდება. შემდეგ იქნება ოფიციალური გახსნის ცერემონიის მოსამზადებელი პერიოდი“-აცხადებს ჭყონია.


შეგახსენებთ, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში “კოკა-კოლას” ქარხანა შენდება. პროექტი ორი ფაზისგან შედგება. საწარმოში, სხვა ნაგებობებთან ერთად, კომპანიის ახალი სათაო ოფისიც (2 000 მ²) განთავსდება.


პროექტის პირველი ეტაპი შედგება 18 000 მ2 საწარმოო და სასაწყობე შენობისგან, 760 მ2 საოფისე ფართისგან, ლაბორატორიის და სხვა ტექნიკური ფართებისგან.მეორე ფაზა მოიცავს 15 000 მ2 ტერიტორიის კეთილმოწყობას, გამწვანებისა და პარკირების ჩათვლით, ასევე მოეწყობა ახალი სათაო ოფისი, 2 000 მ2-ის ოდენობით.ქარხანაში მუზეუმიც იქნება წარმოდგენილი და ჯამში პროექტში დაახლოებით 22 მილიონი ევროს ინვესტიცია ხორციელდება.



სოფო ქსოვრელი 





ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება

ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება
access_time2020-03-31 10:49:39
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის,...

ზურაბ ჯაფარიძე: „რაშიც სახელმწიფომ ცხვირი ჩაჰყო, ყველგან პანიკის საფუძველია“

ზურაბ ჯაფარიძე: „რაშიც სახელმწიფომ ცხვირი ჩაჰყო, ყველგან პანიკის საფუძველია“
access_time2020-03-31 11:30:44
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სრულ კარანტინსა და საკომენდანტო საათზე სოციალურ ქსელ faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „კორონავირუსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი რამე უცნობია, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ინფორმაციის საფუძველზე უკვე შესაძლებელია ერთი რამის თქმა: ბრძოლის მიზანი უნდა იყოს ინფიცირებით გამოწვეული გართულებული შემთხვევების რაოდენობა არ გაიზარდოს ისე მკვეთრად რომ ჯანდაცვის სისტემამ ვერ შესძლოს...

უკონკურენტო საბანკო მოდელი პროკრედიტ ბანკისგან, ვიდეო იდენტიფიკაცია, ფილიალის ალტერნატივად!

უკონკურენტო საბანკო მოდელი პროკრედიტ ბანკისგან,  ვიდეო იდენტიფიკაცია, ფილიალის ალტერნატივად!
access_time2020-03-31 09:55:45
დისტანციური არხებითა და ონლაინ ფილიალით პროკრედიტ ბანკი ციფრული მომსახურების განვითარებას განაგრძობს.მიმდინარე ეტაპზე, კლიენტებისთვის  უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და  პირისპირ შეხვედრების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით,  ბანკმა მომსახურების დისტანციური მოდელი დანერგა  და ქართულ საბანკო სექტორს უპრეცენდენტო  პროექტი წარუდგინა. საბანკო სერვისებმა ონლაინ...

კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება არ არის მარტო სამხედრო უსაფრთხოება

კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება არ არის მარტო სამხედრო უსაფრთხოება
access_time2020-03-31 11:05:48
საქართველოს მთავრობას ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური შოკის შესამსუბუქებლად ანტიკრიზისულ გეგმა არაერთმა საკონსულტაციო კომპანია და პოლიტიკურმა პარტიამ შესთავზა, თუმცა, ხელისუფლებამ ყველა მათგანი ჯერ დაიწუნა და შემდეგ არარეალისტური უწოდა.   კრიზის დასაძლევად ამ დრომდე საკუთარი გეგმა საქართველოს მთავრობას არ წარმოუდგენია. მოსახლეობისთვის უცნობია, როგორ აპირებს ხელისუფლება იმ პრობლემაას გაუმკლავდეს, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო ეკონომიკას მიადგება. პრობლემაზე აქტიურად...

30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-03-30 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა $1/3.2875...


მსგავსი სიახლეები

up