Coca-Cola FIFA–ს ახალი პრეზიდენტისგან გარდაიქმნებსა და კულტურულ ცვლილებებს ელოდება

Coca-Cola FIFA–ს ახალი პრეზიდენტისგან გარდაიქმნებსა და კულტურულ ცვლილებებს ელოდება

person access_time2016-02-29 14:43:56

პირველად უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში FIFA-ს პრეზიდენტი ზეპ ბლატერი აღარ იქნება. ჯანი ინფანტინომ FIFA-ს 207 დელეგატიდან 115-ის მხარდაჭერა მოიპოვა. FIFA-ს პრეზიდენტობისთვის ინფანტინოსთან ერთად კიდევ 3 კანდიდატი იბრძოდა. 


„ჩვენ განვახორციელებთ რეფორმებს და შედეგად, FIFA-ს იმიჯი და რეპუტაცია დამსახურებულ დონეს მიაღწევს,“ – განაცხადა გამარჯვების შემდეგ გამართულ  პრეს-კონფერენციაზე ჯანი  ინფანტინომ.


რამდენად შეძლებს ახალი პრეზიდენტი დაპირების შესრულებას? რეალურად, მას ძალიან ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი. რვა თვის წინ შვეიცარიის პოლიციამ ციურიხში, სასტუმრო Baur Au Lac Hotel-ში FIFA-ს რამდენიმე ხელმძღვანელი დააკავა. მათ წლების განმავლობაში ფულის გათეთრება, თაღლითობა და გამოძალვა ბრალდებოდათ.  ზუსტად ოთხი დღის შემდეგ FIFA-ს პრეზიდენტის პოსტი ზეპ ბლატერმა დატოვა. მან ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტად არჩევიდან მეოთხე დღეს მიიღო.

 

ინფანტინოს არჩევამდე რამდენიმე საათით ადრე, FIFA-ს დელეგატებმა ფედერაციის 112–წლიანი ისტორიის განმავლობაში ყველაზე ფართომასშტაბიანი რეფორმების პაკეტი დაამტკიცეს, რომელიც მოიცავს FIFA-ს საბჭოს ჩამოყალიბებას, სადაც 6 წევრი ქალი იქნება და პრეზიდენტის ვადას მაქსიმუმ 12 წლით განსაზღვრავს.


 

FIFA-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ამჟამად კი პრეზიდენტის მთავარი ამოცანა აღნიშნული რეფორმების ეფექტურად განხორციელებაა.  ამასთან, 2014 წლის შემდეგ FIFA-ს ახალი სპონსორთან ხელშეკრულება არ გაუფორმებია და ინფანტინოს ამ მიმართულებაზეც ექნება სამუშაო. 

 

„ინფანტინო პოლიტიკოსი არ არის. ის ადმინისტრატორი და ორგანიზატორია. FIFA-ს გაწმენდა და გონივრულად გაძღოლა სჭირდება. ინფანტინო კი სწორედ ის ადამიანია, რომელიც ამას საუკეთესოს შეძლებს,“ – განაცხადა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარემ, გრეგ დაიკმა.

 

FIFA-ს უძველესი სპონსორის, Coca-Cola-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დროა, FIFA გარდაიქმნას, რაც გამჭვირვალობის, კულტურული ცვლილებებისა და მსოფლიოში ფეხბურთის განვითარების მისიის ეფექტიანად გაგრძელების შედეგად უნდა მოხდეს. მსგავსი განცხადებები  VISA-მ და McDonald’s-მაც გაავრცელეს, სადაც ხაზს FIFA-ს რეფორმების დამოუკიდებლობას უსვამდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ UEFA-ს პრეზიდენტის, მიშელ პლატინისთვის საფეხბურთო საქმიანობის შეჩერებამდე ინფანტინო FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატად არ განიხილებოდა.


 



მართლმსაჯულება ქართულად - ყოფილი სამხედროს ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტებთან

მართლმსაჯულება ქართულად - ყოფილი სამხედროს ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტებთან
access_time2020-10-01 10:00:49
საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არაერთი სერიოზული პრობლემა, რომ არსებობს, ეს ყველამ კარგად იცის. ყველა საუბრობს იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას სასამართლოზე გავლენა აქვს, რომ სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებს, მიკერძოებულია და ხდება სამართლის შერჩევითად გამოყენება. რომ სასამართლო საქართველოში ყველა მოქალაქეს ერთნაირად არ ეპყრობა, თუმცა დღეს „კომერსანტი“ მოგიყვებათ რადიკალურად განსხვავებულ ამბავს, ამბავს თუ როგორ აღმოჩნდა ყოფილი სამხედრო სახელმწიფო ინსტიტუტებთან...

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს კომპანიის ყოფილ თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ პროვოცირებული ბოლოდროინდელი ქმედებების შესახებ
access_time2020-09-30 18:55:13
ბოლო პერიოდში, სილქნეტის აბონენტთა მომსახურების მიმართულების ყოფილთანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ ხდება სხვადასხვა არხებით მცდარი ინფორმაციის გავრცელება კომპანიასთან დაკავშირებით, თითქოს კომპანიაში მიმდინარეობს გაფიცვა, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და შეცდომაში შეჰყავს მედია საშუალებები და საზოგადოება. კომპანიის აბონენტთა მომსახურების მიმართულება გამართულად მუშაობს და სრული დატვირთვით...

30 სექტემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

30 სექტემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-09-30 18:05:31
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 8 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

ჩვენ უკეთესი სატარიფო შეთავაზებები გვაქვს - ელექტროსკუტერების ბაზარზე მაღალი კონკურენციაა

ჩვენ უკეთესი სატარიფო შეთავაზებები გვაქვს - ელექტროსკუტერების ბაზარზე მაღალი კონკურენციაა
access_time2020-10-01 12:00:17
„რაც  უფრო მეტი კონკურენტი გამოჩნდება ეს ჩვენთვისაც და ქალაქისთვისაც უფრო  კარგი იქნება , რადგან ქალაქს ველობილიკებიც ემატება და შედეგად ეკოლოგიური მდგომარეობაც გაუმჯობესდება“ - ასე  გამოეხმაურა ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისის „სქროლის“ ბიზნესგანვითარების მიმართულების ხელმძღვანელი დანიელ დოინიცინი  ბაზარზე  ორი კონკურენტის kicky-ს და „ტრენდის“ გამოჩენას. ელექტროსკუტერების გაზიარების სისტემა „სქროლი“, დედაქალაქში კორონავირუსის...

საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს

საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს
access_time2020-09-30 16:00:57
საქართველოში მზის პირველ ელექტროსადგურს ახალი ინვესტორი ააშენებს. "უდაბნოს მზის ელექტროსადგურის“ პროექტისთვის ინვესტორის შერჩევა წლის ბოლომდე დაიწყება. თითქმის, 1 მლნ დოლარით შემცირდა პროექტის საინვესტიციო ღირებულება და 5 მგვტ-იანი ელექტროსადგურის აშენებას ინვესტორი 3,5-4 მლნ დოლარად შეძლებს. "უდაბნოს მზის ელექტროსადგური“ საგარეჯოში, სოფელ უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და მისი წლიური გამომუშავება დაახლოებით, 7 მლნ კვტ/სთ...


მსგავსი სიახლეები

up