Coca-Cola bottlers Georgia-ს და  Carrefour-ის   ბიზნეს ურთიერთობის დალაგებაში Coca-Cola-ს კორპორაცია ერთვება

Coca-Cola bottlers Georgia-ს და Carrefour-ის ბიზნეს ურთიერთობის დალაგებაში Coca-Cola-ს კორპორაცია ერთვება

access_time2019-03-25 14:30:26

Coca-Cola bottlers Georgia-ს და  Carrefour-ის   ბიზნეს ურთიერთობის დალაგებაში Coca-Cola-ს კორპორაცია ერთვება.  ამის შესახებ „კომერსანტთან“ Coca-Cola bottlers Georgia-ს დამფუძნებელი თემურ ჭყონია ორი უმსხვილესი კომპანიის ბიზნეს ურთიერთობაზე საუბრისას განმარტავს.


მისი ინფორმაციით, Carrefour-ი მთელ მსოფლიოში Coca-Cola-ს კორპორაციის გლობალური პარტნიორია, შესაბამისად, კორპორაციაში არსებობს Carrefour-ის ქსელთან ურთიერთობის დეპარტამენტი. საკითხის განსახილველად, მიმდინარე კვირაში საქართველოში  სწორედ ამ დეპარტმენტის ხელმძღვანელი ჩამოდის.  „ეს არ არის მარტო ჩვენი მოლაპარაკება. ჩვენ თუ ვერ შევთანხმდით, დიდი ბოდიში ჩვენს მომხმარებლებს მაგრამ, ჩვები ბრალი არ იქნება.


Carrefour-ი და Coca-Cola-ს  ეძებენ გზებს, რათა მათი ურთიერთობა მომგებიანი იყოს. თუ ეს გზა ვერ ვიპოვეთ იმის გამო, რომ  Carrefour-ში გავიპრანჭოთ, ამისთვის არ გვცალია. ჩვენ ვართ ბიზნესმენები, უალკოჰოლო სასმელების წამყვანი კომპანია მსოფლიოში და ვითხოვთ იმ პატივისცემას და სამართლიან ურთიერთობას, რომელიც გვეკუთვნის. ჩვენ ჩვენი პირობები გვაქვს, მათ თავისი. ბიზნესში მოსულა ასეთი რაღაცეები,“-აცხადებს ჭყონია.


კონკრეტულად, რა პირობები აქვს Coca-Cola-ს  და რა მოთხოვნები აქვს  Carrefour-ს, ამაზე ჭყონია არ საუბრობს და  კომერციულ საიდუმლოებად ტოვებს.



შეგახსენებთ, საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ქსელს Carrefour-ს და  Coca-Cola  2019 წლის იანვრიდან აღარ მიეწოდება. უალკოჰოლო სასმელების კომპანიის მხრიდან დისტრიბუციის შეჩერების მიზეზი ორ კომპანიას შორის კონკრეტულ საკითხებზე შეუთანხმებლობა გახდა.


როგორც ცნობილია, Coca-Cola bottlers Georgia  სხვა კლიენტების მსგავსად, კონსიგნაციით მუშაობს, ანუ ჯერ ყიდის და შემდეგ უხდის. Carrefour--ის წლიური შემოსავალი საქართველოში 400 მლნ ლარამდეა. ბრენდის ფრანჩაიზას მფლობელი „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიაა“.

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 

 

 






სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს

სახელმწიფომ 1 ჰექტარი ზღვა მიწად დაირეგისტრირა, რომელსაც სავარაუდოდ „რივიერას“ გადასცემს
access_time2019-09-22 14:00:36
სახელმწიფომ, ბათუმის იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით, ნავსაყუდელთან ზღვის აკვატორიის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაარეგისტრირა. იახტკლუბის განვითარება კი, პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ...

ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ

ქალი, რომლისაც Apple-ს და Google-ს ეშინიათ
access_time2019-09-22 12:00:49
Forbes-ის რეიტინგში „50 ქალი ტექნოლოგიურ სფეროში“  ისეთ კატეგორიების გვერდით, როგორიცაა „კომპანიების შემქნელები“, „მაგნატები“, და „ინოვატორები“, არის კატეგორია „მებრძოლები“ - სწორედ იქ არის მონიშნული 51 წლის დანიელი პოლიტიკოსი მარგრეტე ვესტაგერი.   ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ევროკომისარი - ამის მიზეზია მის მიერ ინიცირებული სკანდალური გამოძიებები ტექნოლოგიური გიგანტების წინაამღდეგ. ისეთების, როგორიც არის Google, Apple და Facebook – და მათთვის უზარმაზარი...

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“

„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი“
access_time2019-09-22 10:00:56
„რეგულაციები არ ამუშავებს ეკონომიკას, ეკონომიკას ამუშავებს ბიზნესი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს,რომ რეგულაციები არ გვჭირდება,“ - განაცხადა რადიო კომერსანტზე გადაცემაში „პროფესიონალები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა.  მანვე NDI-ს კვლევის ეკონომიკური ნაწილიც მიმოიხილა. მისი თქმით, კვლევის შედეგები ლოგიკურია და ასახავს მოსახლეობის დღევანდელ რეალობას. „ საქსტატის მიხედვით, საშუალო ხელფასად 1200 ლარია მიჩნეული, თუმცა ეს ციფრი არ...

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...


მსგავსი სიახლეები

up