ცნობილმა მოდის სახლმა ჰომოფობიური განწყობების გამო საქართველოში გადაღება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის დამფუძნებელი და შემოქმედებითმა ხელმძღვანელი სოფო ჭყონია ავრცელებს.
„მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ დიდ მოდის სახლს სარეკლამო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ჰქონდა გადაღება საქართველოში, კერძოდ სვანეთში. ეს გადაღება ჰოლივუდის ვარსკვლავის მონაწილეობით უნდა მომხდარიყო. ზუსტად ერთი წელი მიმდინარეობდა მოლაპარაკება ამ პროექტზე. დღეს მათ გადაღება საქართველოში გააუქმეს ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობების გამო. ძალიან სამწუხაროა!“, - წერს სოციალურ ქსელში სოფო ჭყონია.
შეგახსენებთ, რომ თბილისში 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებზე არაერთი ცნობილი, გავლენიანი მედია გამოცემა წერდა.