ცნობილია, ვის წარადგენს „ქართული ოცნება“ პარლამენტის საკვანძო თანამდებობებზე

ცნობილია, ვის წარადგენს „ქართული ოცნება“ პარლამენტის საკვანძო თანამდებობებზე

access_time2020-12-10 18:20:00

ხვალ გაიმართება მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პარლამენტის საკვანძო თანამდებობების პირების არჩევაა. საბოლოო კონსულტაციების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ ვინ რომელ პოზიციაზე იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.



„ხვალ გაიმართება მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პარლამენტის საკვანძო თანამდებობების პირების არჩევაა. საბოლოო კონსულტაციების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ ვინ რომელ პოზიციაზე იქნება წარმოდგენილი. უკვე იცით, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება. ის წარმატებული თავმჯდომარე იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტში და ასევე წარმატებულად გააგრძელებს მუშაობას მეათე მოწვევის პარლამენტში. თავმჯდომარის პირველი მოადგილე კვლავ გიორგი ვოლსკი იქნება. თავმჯდომარის მოადგილე ასევე იქნება კახაბერ კუჭავა, რომლის ძირითადი ფუნქცია საგარეო საკითხებზე მუშაობა იქნება. თავმჯდომარის კიდევ ერთი მოადგილე დავით სერგეენკო იქნება.


რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოზიციას, გუნდის გადაწყვეტილებით, მე ვიქნები წარმოდგენილი ამ პოზიციაზე. ფრაქციის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იქნება მამუკა მდინარაძე.



გადავიდეთ კომიტეტებზე - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იქნება ანრი ოხანაშვილი. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში იქნება წარდგენილი მიხეილ სარჯველაძე. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს ირაკლი ბერაია უხელძღვანელებს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე იქნება ირაკლი ქადაგიშვილი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს უხელმძღვანელებს სოზარ სუბარი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს - ირაკლი კოვზანაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს - დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტს - ნინო წილოსანი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს - მაია ბითაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს - ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს - მაკა ბოჭორიშვილი, ხოლო დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს - ბექა ოდიშარია. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კვლავ იქნება დიმიტრი ხუნდაძე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს - თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კვლავ იქნება მიხეილ ყაველაშვილი“, - განაცხადა კობახიძემ.


ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. სხდომის დღის წესრიგი უკვე ცნობილია.


imedinews.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up