ცნობილი სახეები ქუთაისში იოსებ ხახალეიშვილის მხარდასაჭერად მოსახლეობას შეხვდნენ

ცნობილი სახეები ქუთაისში იოსებ ხახალეიშვილის მხარდასაჭერად მოსახლეობას შეხვდნენ

access_time2021-10-24 19:31:07

"მე ტრადიციების დამცველი ქართველი კაცი ვარ და ქართულ გენეტიკას ვინც უფრთხილდება, ეს ჩემთვის ყველაფერია," - ამის შესახებ მსახიობმა გივი სიხარულიძემ ქუთაისში, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.

"ქუთაისში ჩამოვედი ერთი რამის გულისთვის - ქუთაისი ჩემი უსაყვარლესი ქალაქია და ქუთაისი სუფთა ქართული ქალაქია, რასაც თბილისზე ვერ ვიტყვი, ვერც ბათუმზე, თბილისი სიგიჟემდე მიყვარს, მაგრამ, ეს არის ნაღდი ქართული ქალაქი. მე კარგად იცით, რომ ტრადიციების დიდი მომხრე ვარ. ყოველთვის იმიტომ დავუჭირე მხარი ტელეგადაცემებში ღარიბაშვილს, პრემიერ-მინისტრს, რომ მან თავისი პირველი პრემიერობის დროს არ დაუშვა, რომ მიეღო კანონი ქალის ქალზე ქორწინების და კაცის კაცზე და ამიტომ სამარადისოდ მისი ერთგული ვარ. მე ტრადიციების დამცველი ქართველი კაცი ვარ  და  ქართულ გენეტიკას ვინც უფრთხილდება, ეს ჩემთვის ყველაფერია. მე აქ  წელზე მეტ ხანს,  ზუსტად აღარ მახსოვს, მიმყავდა გადაცემა ტელევიზია "რიონში" და ძალიან კარგად ვიცნობ იმერულ სულს, ქუთაისურ სულს და ამიტომ ჩამოვედი, ქუთაისელს დავუდგე გვერდით და ვუთხრა ერთი რამ, რომ რა თქმა უნდა, მე არც "ოცნების" წევრი ვარ, არც "ნაციონალების", მაგრამ რა თქმა უნდა, მე ვარ "ოცნების" მხარეს, რადგან აქ ქართული სული ტრიალებს. ქართველი ერის მიმართ სიყვარულია. მე არაფერი ლიბერალური არ მომწონს. ახლა მერად რომ ირჩევენ, ახალგაზრდა ბიჭია, იოსებ ხახალეიშვილი, მომწონს იმით, რომ ვიცი ტრადიციულ ოჯახშია გაზრდილი და ვიცი, რომ ვაჟკაცია, ვიცი, რომ მამაკაცია, რომელიც ქართულ სულიერებას გააბრწყინებს თავის ქალაქში",
- განაცხადა სიხარულიძემ.

იოსებ ხახალეიშვილის მხარდამჭერია ხათუნა ჟორდანიაც. მისი თქმით, მთელი საქართველო ღირებულებითი არჩევანის წინაშეადა ის უპირობოდ მხარს უჭერს იოსებ ხახალეიშვილს.


"მე პირადად "ქართულ ოცნებას" იმ დღიდან ვაძლევს ხმას და თანავუგრძნობ, რა დღიდანაც ეს პარტია შეიქმნა. ჩვენ, ვინც "ქართულ ოცნებას" ვაძლევთ ხმას, ბევრი პრეტენზიაც გვაქვს მთავრობასთან, მაგრამ როდესაც დღეს არჩევანის წინაშე ვდგავართ - სიყვარული თუ ბოროტება, თავისუფლება, თავისუფალი აზრის გამოთქმის საშუალება თუ ტერორი, მე მგონია, რომ "ქართულ ოცნებას" დღეს ალტერნატივა არ უნდა ჰყავდეს და ვერ წარმომიდგენია, ამ ქვეყანაში ამდენი წლის მერე თუკი არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისაც შეუძლია, რომ მწამებელთა პარტიას ხმა მისცენ. ეს ჩემთვის, რა თქმა უნდა, გაუგებარია. რაც შეეხება ბატონ სოსოს, პირველ რიგში, ის ჩემთვის "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული კანდიდატია და უპირობოდ დავუჭერ მხარს. ამას გარდა, ქუთაისი ჩემი დედულეთია და  მე მივეცი ჩემს თავს უფლება ჩამოვიდე და ასე ხმამაღლა დავუდგე გვერდით ბატონ სოსოს", - განაცხადა ჟორდანიამ.

ცნობილი სახეები ქუთაისში, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის მხარდასაჭერად მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ, მათ შორის არიან ხათუნა ჟორდანია, გივი სიხარულიძე, ბექა ჩხაიძე და სხვები.







ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, რუბლთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, რუბლთან გაუფასურდა
access_time2021-12-03 18:00:48
3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.73 თეთრით 3.1210-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1093 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.39 თეთრით 3.5302-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.16 თეთრით 4.1447-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.46 თეთრით 1.8375-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.40 თეთრით 0.2291-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.39 თეთრით 6.3327-მდე გამყარდა. 100 რუსულ...

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება
access_time2021-12-03 15:32:51
სადაზღვევო კომპანიები მოსახლეობისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ინიციატივით გამოდიან. ისინი მთავრობას სთავაზობენ, მედიკამენტების ფასების რეგულირების ნაცვლად, სხვა სახის გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. მათი ნაწილის ინიციატივა შემდეგია: როგორც ცნობილია, 2017 წლიდან „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამაში ცვლილებები შევიდა და დიფერენცირებული პაკეტები მოქმედებს. კერძოდ, ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები,...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-03 21:00:10
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. თემურ ჭიჭინაძე ენერგოკომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების გადახედვას ითხოვს ენერგომომარაგების ხელშეკრულებების უმეტესობა გაუმჭვირვალობის გამო უამრავ კითხვას აჩენს. ეს მხოლოდ ტარიფებს არ ეხება,  ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ თავიდან ბოლომდე  ეჭვს იწვევს როგორც ჰესების...

საქართველოში, მხოლოდ გრატოს სათბურებში მოყვანილი, შობის ვარსკვლავი

საქართველოში, მხოლოდ გრატოს სათბურებში მოყვანილი, შობის ვარსკვლავი
access_time2021-12-03 14:55:22
გრატო, ერთადერთი სათბურია საქართველოში, რომელსაც 10 წელია შობის ვარსკვლავი ადგილზე მოჰყავს. პოინსეტია ტროპიკული მცენარეა, ამიტომ მას ესაჭიროება კონკრეტული პირობების შექმნა, რაც გრატოს სათბურებში მაქსიმალურად არის მიღწეული. გრატოს სათბურებში, მცენარეებს, ჩითილის ფაზიდანვე უტარდება მუდმივი, ყოველკვირეული კონტროლი მავნებელ-დაავადებებზე. ვინაიდან, მათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მომხმარებელს მიაწოდონ ჯანმრთელი და ხარისხიანი მცენარე. ასევე, პოინსეტიას...

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა
access_time2021-12-03 14:30:17
ნოემბერში საქართველოში ინფლაციის წლიურმა განაკვეთმა 12.5% შეადგინა, თუმცა ცალკეულ პროდუქციაზე ფასები ბევრად უფრო მეტად გაიზარდა. სამომხმარებლო კალათაში შესული 305 დასახელების პროდუქტიდან და მომსახურებიდან 270 შემთხვევაში ფასები გაიზარდა, 10 დასახელების პროდუქტზე უცვლელად შენარჩუნდა 25 შემთხვევაში კი შემცირდა.   ბოლო ერთ წელიწადში თევზის კონსერვი და მოხარშული ძეხვი 13-13 პროცენტით გაძვირდა, შოკოლადი, ნიგოზი, ბანანი და კარაქი 14-14 პროცენტით, შებოლილი ხორცი 16%-ით, სულგუნი...


მსგავსი სიახლეები

up