უკრაინაში ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი და საფეხბურთო კლუბ „ნივა ტერნოპოლის“ ყოფილი პრეზიდენტი ავთანდილ მდინარაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას sport.ua ავრცელებს.
60 წლის ბიზნესმენი ბოლო დღეებში კორონავირუსის გამო ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და გუშინ ტერნოპოლის პირველ საავადმყოფოში გარდაიცვალა.