ცნობილი ირლანდიური პორტალი ტურისტებს საქართველოს მონახულებისკენ მოუწოდებს

ცნობილი ირლანდიური პორტალი ტურისტებს საქართველოს მონახულებისკენ მოუწოდებს

access_time2016-04-15 11:44:58

"Georgia Calling" - ასეთი სახელწოდებით გამოაქვეყნა საქართველოს შესახებ სტატია ცნობილმა ირლანდიურმა ტურისტულმა ვებ გვერდმა "Flycruisestay".

 

სტატიას თან ერთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი საიმიჯო ვიდეოკლიპები, რომლებიც საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის პოპულარიზაციას ემსახურება.

 


სტატიაში ტურისტებისთვის საქართველო ერთ-ერთ მიმზიდველ კუთხედ არის წარმოჩენილი. საუბარია ქვეყნის მრავალფეროვან კლიმატზე.


 


პუბლიკაციაში ავტორს დეტალურად აქვს განხილული ქართული სუფრის ტრადიციები, ღვინის კულტურა და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა.

 


„ქართული სამზარეულო და ღვინო საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა. ერთ-ერთ განსაკუთრებულ ქართულ ტრადიციას წარმოადგენს „ქართული სუფრა", რომელიც არის მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთგვარი ურთიერთობის ფორმა. ქართულ სუფრას ყოველთვის უძღვება თამადა. მისი ძირითადი მოვალეობაა სადღეგრძელოების წარმოთქმა და ასევე ზურნვა იმაზე, რომ ამ სუფრის თითოეულმა წარმომადგენელმა კარგად გაატაროს დრო"- წერს ავტორი.

 


სტატიაში ასევე საუბარია 2000-მდე მინერალურ წყალის ნაირსახეობაზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით მოიპოვება. ასევე ისტორიულ და კულტურულ ძეგლებზე, რომელთაგან ოთხი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.




კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up