ცნობილი ინდოელი პროდიუსერები საქართველოში ფილმს გადაიღებენ

ცნობილი ინდოელი პროდიუსერები საქართველოში ფილმს გადაიღებენ

person access_time2016-05-20 14:46:11

პროგრამის ‘“გადაიღე საქართველოში“ პირველი შედეგი უკვე სახეზეა - ინდოეთის წამყვანი პროდიუსერები, ძმები აბას და მუსტან ბურმავალები საქართველოში ჩამოვიდნენ და 20 მაისს შეხვედრა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ანი კვარაცხელია.


როგორც შეხვედრაზე ითქვა, ინდოელი პროდიუსერები საქართველოში 65 დღის განმავლობაში განახორციელებენ რომანტიული ტრილერის “Machine” გადაღებებს და უკვე აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივ საპროდუსერო და სარეკლამო კომპანიასთან „ბეთერფლაი.“ აღსანიშნავია, რომ საქართველოში არა მხოლოდ გარკვეული ეპიზოდების, არამედ ფილმის სრული მოცულობით გადაღება მოხდება.


კინოოპერატორთა ობიექტივში ძირითადად მოექცევა ქალაქები ბათუმი და მესტია.


„ჩვენ გვქონდა გასვლითი საპრომოციო აქტივობები როგორც ამერიკის, ასევე ინდოეთის ბაზარზე. ამის შედეგია, რომ უკვე სამი კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული სხვადასხვა კინომწარმოებლებთან საქართველოში ფილმის გადაღებებზე, მათ შორის არიან ცნობილი ინდოელი პროდიუსერებიც, რომლებმაც დღეს შეხვედრა გამართეს მინისტრთან. ისინი საკმაოდ დიდ ბიუჯეტიან ფილმს იღებენ საქართველოში. გადაღებები იქნება ძირითადად რეგიონებში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხა იხარჯება საქართველოში“- განაცხადა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ანი კვარაცხელიამ.



აღსანიშნავია, რომ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, რომელიც ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, უკვე შემოსულია 3 განაცხადი.


შესაბამისად, აღნიშნულ ინდური ფილმის გადაღებებს მოყვება ამერიკული და ქართულ-გერმანული პროდუქციები. გარდა ამისა, სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერებთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებაზე.

 

2016 წლის დასაწყისში სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%- მდე უკან დაიბრუნონ.


მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის კუთხით ხორციელდება რიგი ღონისძიებები, მათ შორის ე.წ Road Show-ები, რისი მეშვეობითაც ხდება საერთაშორისო პროდუსერებისათვის  ინფორმაციის ამომწურავად გაცნობა, მხარეებისათვის გადასაღები ლოკაციების შეთავაზება და კინოწარმოებასთან დაკავშირებით ქვეყნის პოტენციალის სრულად წარმოჩენა.




რატომ გაიზარდა ოფშორული ინვესტიციები

რატომ გაიზარდა ოფშორული ინვესტიციები
access_time2019-12-16 14:00:20
მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება წინა წელთან შედარებით, თითქმის 14%-ით გაიზიარდა. კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, 2019 წლის III კვარტალში 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია. ამავე მონაცემების ანალიზიდან ირკვევა, რომ ინვესტორ ქვეყნებში ოფშორული ქვეყნები ლიდერობენ....

ვიზა ალპებისკენ - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს

 ვიზა ალპებისკენ  - ტერაბანკი საახალწლო აქციას იწყებს
access_time2019-12-16 11:30:55
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ტერაბანკმა ვიზა ბარათების მფლობელებისთვის სადღესასწაულო აქცია დაიწყო. აქციის განმავლობაში ბარათით გადახდა კომფორტულთან ერთად, მომგებიანიც იქნება. აქციის პერიოდში ვიზა ბარათით გაკეთებულ ყოველ მე-10, მინიმუმ 10 ლარიან ტრანზაქციაზე ნებისმიერ მომხმარებელს საჩუქრად 10 ლარი დაერიცხება.აქციის ბოლოს გამოვლინდება გამარჯვებული და იგი განსაკუთრებულ პრიზს მიიღებს: მომხმარებელს, რომელიც აქციის განმავლობაში ყველაზე მეტ მინიმუმ 10-ლარიან გადახდას...

თემურ ბასილია: 4 ფაქტორი, რის გამოც ლარის კურსი მყარდება

თემურ ბასილია: 4 ფაქტორი, რის გამოც ლარის კურსი მყარდება
access_time2019-12-16 13:00:45
აშშ-ში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებებს/გამყარებას „კომერსანტთან“ ხსნის. „პირველ რიგში, ეს არის ქართველი ემიგრანტების მიერ ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდა. მაგალითად, ოქტომბერში მათ მიერ გამოგზავნილი თანხების რაოდენობა 153 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა, ხოლო, ნოემბერში 151 მილიონს. გადავხედე სტატისტიკას და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ერთი თვის განმავლობაში ამ ოდენობის...

საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია

საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია
access_time2019-12-16 12:00:45
2019 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა და 1 217.1 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. 2019 წლის III კვარტალში, გასული წლის...

10 თვეში აღსრულების ეროვნული ბიურომ ქონების 49% კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაყიდა

10 თვეში აღსრულების ეროვნული ბიურომ ქონების 49% კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაყიდა
access_time2019-12-16 10:30:02
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ კრედიტორების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია მიმოიხილა.  2019 წლის 10 თვეში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ რეალიზებულია 1039 უძრავი ქონება. საიდანაც ყველაზე მეტი, 514 (49%) კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა. კომერციულ ბანკებზე 411 (40%) უძრავი ქონება მოდის. 114-ის (11%) შემთხვევაში კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ 2017 წლის შემდეგ...


მსგავსი სიახლეები

up