ცნობილი ფინელი მსახიობი მეხაჭაპურე გახდა

ცნობილი ფინელი მსახიობი მეხაჭაპურე გახდა

access_time2021-07-24 18:00:06

რუსეთში ძალიან პოპულარული ფინელი მსახიობი ვილე ჰააფსალო, რომელიც ცნობილია ფილმით „ნაციონალური ნადირობის განსაკუთრებულობები“, დღეს თავის სამშობლოში ხაჭაპურის წარმოების და გაყიდვის ფართო ქსელს ფლობს.

 

მხოლოდ 2020 წლის ივნისში, როდესაც მან პატარა საცხობი საკურორტო ქალაქ პუუმალეში გახსნა,  68 დღეში 25 000 ხაჭაპური გაყიდა.

 

რუსული საიტი fontanka.ru მსახიობს მისი ახალი გატაცების  და ბიზნესის თაობაზე გაესაუბრა.

 

მაშ ასე, 25 000 ხაჭაპური 2 თვეში?

 

დიახ. ერთი ჯიხურიდან, 300 ხაჭაპური დღეში. ამჟამად მე მთელს ფინეთში 25 ჯიხური მაქვს.

 

რატომ მაინც და მაინც ხაჭაპური? რატომ გახდა ის ასეთი პოპულარული ფინეთში? როგორ მიხვდი რომ ეს ბიზნესი იმუშავებს?

 

ხაჭაპური ყველგან წავა. როდესაც ბაზარზე ახალი პროდუქტით გამოდიხარ, ყველაზე რთულია გააცნო ის მომხმარებელს. ამაში პანდემია ძალიან დამეხმარა. ყველა სახლებში ზის, არავინ იცის რა აკეთოს და ეს საუკეთესო დროა ექსპერიმენტებისთვის.

 

უმუშევარი ვიყავი და გადავწვიტე სახაჭაპურეს გახსნა. ჯერ გავესაუბრე ადგილობრივ საცხობებს - თავიდან ვიფიქრე, რომ ისინი გამოაცხობდნენ, მე კი გავყიდი, მაგრამ ყველამ უარი მითხრა.


 

მაშინ ჩავუჯექი ინტერნეტს და საცხობებზე ყველაფერი შევისწავლე, მერე მეორადი აღჭურვილობა ვიყიდე. ვგეგმავდი ზაფხულის მანძილზე 2000 ხაჭაპურის გაყიდვას, რეალურად კი 25 000 გამოვიდა.

 

როდესაც მივხვდი, რამდენად მომგებიანი საქმეა, დავიწყე განვითარება, კონტრაქტები დავდე სავაჭრო ქსელებთან და დღეს ჩემი ხაჭაპური არა მხოლოდ ჩემს ჯიხურებში, არამედ სუპერმარკეტებშიც იყიდება.

 

პუუმალეში მაქს ძალიან დიდი საცხობი,  რომელსაც დღე-ღამეში 10 000 ხაჭაპურის ცხობა შეუძლია.

 

პირველ ეტაპზე მთავარი პრობლემა სულგუნი იყო. ჯერ ესტონეთში ვყიდულობდით, თუმცა, ისინი საკმარისი რაოდენობის პროდუქტს ვერ  ამზადებდნენ. დღეს სულუგუნს ჩემთვის Valio ამზადებს.

 

Valio - სპეციალურად შენთვის? ეს შესაძლებელია?

 

აბა რა. რამდენიმე თვე მათ დაყოლიებას ვცდილობდი, კატეგორიულ უარზე იყვნენ, მერე კი დათანხმდნენ.

 

რაც შეეხება ჩვენს მუშაობას - ჯერ ორნი ვიყავით - მე და ერთი ქართველი, მერე მივხვდით, რომ სამუშაოს ვერ ვუმკლავდებით და მოგვიწია ახალი თანამშრომლების აყვანა. ყოველი სამუშაო დღე იმით სრულდება, რომ არც ერთი ხაჭაპური არ რჩება.

ადამიანები აქ სპეციალურად ხაჭაპურის საყიდლად ჩამოდიან.

 

საიდან ასეთი ინტერესი ხაჭაპურისადმი? შენ ხომ საქართველოში არასდროს ყოფილხარ?

 

1991 წელს, როდესაც ფინეთიდან მაშინდელ ლენინგრადში სასწავლებლად ჩავედი, ხორცს თითქმის არ ვჭამდი და სულ ვეძებდი ვეგეტარიანულ კერძებს. ეს ადვილი ამოცანა არ იყო იმ წლებში.

 

შემთხვევით აღმოვაჩინე რაღაც სარდაფი, სადაც ქართველები თავისთვის რაღაცას აცხობდნენ. მერე იქ თითქმის ყოველდღე დავდიოდი - ხაჭაპურის და ლობიანის საჭმელად.

 

სწორედ მაშინ, ათწლეულების წინ გადავწყვიტე, რომ თუ როდისმე რამე სარესტორნო საქმეს მოვკიდებ ხელს, ეს იქნება მხოლოდ ქართული სამზარეულო.

 

fontanka.ru





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up