ცნობილი ბიზნესმენი ალექსანდრე ხარებავა საავადმყოფოს აშენებს

ცნობილი ბიზნესმენი ალექსანდრე ხარებავა საავადმყოფოს აშენებს

access_time2021-12-01 12:00:31

ცნობილი ბიზნემენი ალექსანდრე ხარებავა დიღომში, ჩაჩავას ქუჩაზე ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საავადმყოფოს აშენებს. 5 სართულიან შენობაში განთავსდება ამბულატორია, სარეაბილიტაციო, ინტენსიური და საოპერაციო ბლოკები.

 




შ.პ.ს „აკადემიკოს ნოდარ ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნული ცენტრმა“ პირველად მშენებლობის ნებართვა 2017 წელს მოითხოვა, დედაქალაქის მთავრობასთან ამავე წელს შეთანხმდა საავადმყოფოს პროექტი. ალექსანდრე ხარებავამ 2019 წელს მშენებლობის ნებართვის გაგრძელება მოითხოვა. არქიტეტქურის სამსახურმა კომოანიას მშენებლობის ვადა 2020 წლის ივლისამდე გაუხანგძლივა.

 

2020 წელს „აკადემიკოს ნოდარ ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნული ცენტრმა“ კიდევ ერთხელ მოითხოვა მშენებლობის ნებართვის გაგრძელება, თუმცა არიქტექტურის სამსახურმა საკითხი არ განიხილა, რადგან  მშენებლობა შეთანხმებული პროექტის დარღვევით იყო წარმოებული. შემდეგ ცდაზე კომპანიის განცხადება დაკმაყოფილდა, მშენებლობის ვადა 2021 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით განისაზღვრა.

 



კომპანია საავადმყოფოს მშენებლობა ვერც ამ შემთხვევაში დაასრულა. 21 ოქტომბერს „აკადემიკოს ნოდარ ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნული ცენტრმა“  მშენებლობის ნებართვის მეოთხედ მოითხოვა. არქიეტქურის სამსახურმა ამჯერადაც ვერ განიხილა ვადაგაუსვლელი მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება, რადგან ობიექტი მშენებლობა ისევ შეთანხმებული პროექტის დარღვევით იქნა ნაწარმოები. ხარებავს კომპანია 15 000 ლარით დაჯარიმდა.

 




ჯარიმის გადახდის შედეგ, 22 ოქტომბერს „აკადემიკოს ნოდარ ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნული ცენტრმა“  საავადმყოფოს კორექტირებული პროექტის შეთანხმება მოითხოვა. განცხადება ახლა განხილვის პროცესშია.


განმარტებითი ბარათის მიხედვით ირკვევა, რომ პროექტის კორექტრირება გამოწვეულია სამედიცინო დაწესებულების ფუნქციის გამართული მუშაობისთვის საჭირო დამატებითი ტექნიკური თუ დამხმარე ოთახების დამატების აუცილებლობით.

 

 


მიწის ნაკვეთის ფართობი 6 267 კვ.მ- ია, განაშენიანების ფართობი 2 116 კვ.მ ხოლო, საერთო ფართობი 7 287 კვ.მ. პირველ სართულზე მოეწყობა სამედიცინო კაბინეტები, სარეაბილიტაციო საცურაო აუზი და სარეაბილიტაციო დარბაზი. მეორე სართულზე განთავსებულია ამბულატორიული სამედიცინო ტიპის კაბინეტები და სარეაბილიტაციო სატრენაჟორო დარბაზი. მესამე  სართულზე მოეწყობა საოპერაციო ბლოკი და სამკურნალო ინტენსიური პალატები. მეოთხე სართულზე განთავსდება დამხარე ტექნიკური ოთახები, მცირე კაფე და სასტერილიზაციო.

 

საპროექტო ტერიტორიაზე დამატებით დაგეგმილია ერთსართულიანი შენობა-ნაგებობის განთავსება, სადაც განთავსებული იქნება ტექნიკური დანადგარები, რაც საჭიროა წარმოდგენილი საავადმყოფოს ფუნქციონირებისათვის.  

 



პროექტს თან ახლავს, შ.პ.ს. „გეოგემას“ მიერ მომზადებული დასკვნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ საავადმყოფოს  მშენებლობისათვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთი მდგრადია და მშენებლობისათვის დამაკმაყოფილებელ საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებში იმყოფება.

 

დოკუმენტებში ასევე ვხვდებით შ.პ.ს. WANDMAUER-ის მიერ მომზადებულ კონსტრუქციული დასკვნას, სადაც წერია, რომ  პროექტის კონსტრუქციული ნაწილი დამაკმაყოფილებელია და დღეისათვის მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან მიმართებაში.

 

რაც შეეხება თავად კომპანიას, შპს აკადემიკოს ნოდარ ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნული ცენტრი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში 2010 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი ალექსანდრე ხარებავაა, ხოლო 100 % წილის მმართველი , შპს „ინტელ მედი“. თავის მხრივ ამ კომპანიის დირექტორი და 100 % წილის მმართველი ალექსანდრე ხარებავაა.


ალექსანდრე ხარებავას სამეწარმეო საქმიანობის რაოდენობა საკმაოდ დიდია. მი სახელს უკავშირდება მეღვინეობა ხარება, „ვიქტორია 98“ რომელიც არის საქართველოში ექსკლუზიური  წარმომადგენელი ისეთი საერთაშორისო ბრენდების, როგორიც არის: ჰუგო ბოსი, ერმენეჯილდო ზენია, პოლ & შარკი და სხვა.




ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up