CNNMoney: ტრამპის იზოლაციონიზმი ბიზნესს საფრთხეს უქმნის

CNNMoney: ტრამპის იზოლაციონიზმი ბიზნესს საფრთხეს უქმნის

access_time2017-01-31 15:00:36

 

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ისტორიულმა გამარჯვებამ ქვეყანაში ეკონომიკური ოპტიმიზმი გაზარდა. სამომხმარებლო ნდობის ინდექსი უკანასკნელი აშშ-ში 15 წლის განმავლობაში ასეთი მაღალი არ ყოფილა, თუმცა თეთრ სახლში შესვლიდან 1 კვირის შემდეგ ალტერნატიული აზრის გაჩენასაც მიეცა მყარი საფუძველი.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აშშ-ში დევნილების მიღებას 120 დღით აჩერებს, სირიელი დევნილების მიღებას კი განუსაზღვრელი ვადით კრძალავს. პრეზიდენტის ბრძანება საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ 7 ქვეყანაზე: ირანზე, ერაყზე, იემენზე, ლიბიაზე, სირიაზე, სომალისა და სუდანზე გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ ორი დღის შემდეგ ნიუ-იორკის საოლქო ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ საიმიგრაციო აკრძალვასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განკარგულების მოქმედება შეაჩერა, რაც აშშ-ში მოქმედი ვიზით ჩასულ პირებს, ქვეყანაში დარჩენის უფლებას აძლევს, გაჩნდა მოსაზრება, რომ აშშ მიმდინარე საერთაშორისო პროცესებისგან გარკვეულწილად განზე დგება.

 

იზოლაციონიზმი ბიზნესისთვის მეტწილად ნეგატიური შედეგების მომტანია. ამერიკელი ბიზნეს ლიდერების პასუხი, ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მკაფიოდ დაფიქსირდა: საიმიგრაციო აკრძალვა ბიზნესზე ცუდად აისახება. ტრამპის გადაწყვეტილება ისეთი კომპანიების ხელმძღვანელებმა გააკრიტიკეს, როგორებიც Netflix-ი, Google-ი, Goldman Sachs-ი და Ford-ი არიან. მნიშვნელოვანია ასევე Wall Street-იდან გაკეთებული მესიჯი - ორშაბათს საფონდო ბირჟებმა არჩევნების შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგები აჩვენეს.

 

„ამ ეტაპზე ამერიკული ბიზნესი და დონალდ ტრამპი წინააღმდეგობაში მოდიან. შეუძლებელია გქონდეს წარმატებული გლობალური კორპორაცია და ამასთან, კედლით იყო გამიჯნული," აღნიშნა Financial Insights-ის პრეზიდენტმა, პიტერ ოთვოთერმა.

 


რა მოხდება თუკი ტრამპი იზოლაციონიზმის პოლიტიკას გააგრძელებს?

 

1. ტალანტების შემოდინების შეჩერება - ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკა ბიზნესში წარმატებულია, არის ის, რომ ქვეყანაში მთელი მსოფლიოდან არაერთმა ტალანტი მოიყარა თავი. Apple-ი, eBay და Oracle სწორედ იმ ქვეყნებიდან ემიგრირებული ადამიანების შვილების მიერ არის დაარსებული, რომლებსაც ტრამპის საიმიგრაციო განკარგულება შეეხოთ.

 

ტრამპის გადაწყვეტილება პირდაპირ ეხება დოქტორანტურის სტუდენტებს, ექიმებსა თუ ბიზნეს ლიდერებს, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან. Google-ის განცხადებით, კომპანიის 100 თანამშრომელი სწორედ ზემოთაღნიშნული ქვეყნებიდანაა.

 

2. ქვეყნის ტურიზმი დარტყმას მიიღებს - Goldman Sachs-მა გლობალურ ვაჭრობაში მზარდ რისკებთან დაკავშირებით უკვე ისაუბრა. ამას გარდა, ტურიზმს აშშ-ს ეკონომიკაში $1.5 ტრილიონის ოდენობის კონტრიბუცია შეაქვს, რაც ქვეყნის მშპ-ს დაახლოებით 8%-ს შეადგენს. ტრამპის აკრძალვა და ამერიკულ აეროპორტებში არსებული მდგომარეობა შესაძლოა ტურისტულ ინდუსტრიაზე უარყოფითად აისახოს.

 

3. სავაჭრო ომი - არცერთი ქვეყანა არ მიესალმება ტრამპის გადაწყვეტილებას, თუკი ქვეყანა უცხოურ საქონელზე საბაჟო გადასახადს აწევს. სავარაუდოდ, ყველაფერი სწორედ ამ სცენარით წარიმართება, რაც შესაძლოა, სამუშაო ადგილებზე უარყოფითად აისახოს. 6 მილიონი ამერიკული სამუშაო ადგილი მექსიკასთან ვაჭრობაზე პირდაპირ არის დამოკიდებული - ქვეყანასთან, რომლის საზღვარზეც ტრამპი კედლის აშენებას აპირებს.

 

 

ავტორი: CNNMoney



ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო
access_time2022-01-20 14:55:00
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ეტაპად წარიმართება, პირველ ეტაპზე კი ქეთევან დედოფლის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდება. „ვიწყებთ ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. ინფრასტრუქტურული პროექტი...

მიკროავტობუსების ნომრები შეიცვალა - ნახეთ განახლებული მარშრუტი

 მიკროავტობუსების ნომრები შეიცვალა - ნახეთ განახლებული მარშრუტი
access_time2022-01-20 13:55:00
20 იანვრიდან პირველ თებერვლამდე, მიკროავტობუსის 53 მოქმედი მარშრუტი განახლებული ხაზებით ჩანაცვლდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „კერძოდ: N2-ს ჩაანაცვლებს N472; N5-ს ჩაანაცვლებს N535; N6-ს ჩაანაცვლებს N536; N11-ს ჩაანაცვლებს N431; N16-ს ჩაანაცვლებს N416; N28-ს ჩაანაცვლებს N428; N33-ს ჩაანაცვლებს N533; N34-ს ჩაანაცვლებს N534; N41-ს ჩაანაცვლებს N541; N42-ს ჩაანაცვლებს N442; N43-ს ჩაანაცვლებს N543; N48-ს ჩაანაცვლებს N475; N51-ს ჩაანაცვლებს...

ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას

ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას
access_time2022-01-20 12:55:23
ვითიბი ბანკი, როგორც ქართული ბიზნენის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკის მთავარი აქციონერის თანადგომით, საერთაშორისო ფაქტორინგულ ბაზარზე, ვითიბი ბანკმა, პირველი ნაბიჯები, ქართული ღვინის სექტორის  ფინანსირებაში გადადგა. 2015 წელს დაწყებულ კურსს, ბანკი, ახლაც წარმატებით აგრძელებს და კლასიკური FCI Edifactoring-ის პლატფორმის საშუალებით ახორციელებს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირების სტანდარტიზებულ...

საქართველოს ევროპაში 3 000 ტონა ლოკოკინის ექსპორტის პოტენციალი აქვს

საქართველოს ევროპაში 3 000 ტონა ლოკოკინის ექსპორტის პოტენციალი აქვს
access_time2022-01-20 15:00:05
ევროპის ბაზარზე ქართული ლოკოკინების პირველი პარტია აგვისტო-სექტემბერში გავა. საქართველოში ლოკოკინების პირველი ფერმის - ,,ნადი გრუპის“ დამფუძნებლის მერაბ ნადარაიას ინფორმაციით, ხორცთან ერთად,  ევროპაში დიდი მოთხოვნაა ასევე ევროპული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ლოკოკინების ლორწოზე, რაც მედიკამენტების ასევე კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება. დღეისათვის საქართველოში წლიურად 300 ტონა ლოკოკინა იწარმოება. ,,ლოკოკინა...

ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა

ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა
access_time2022-01-20 12:00:37
2021 წელს ექსპორტი 2020 წელთან შედარებით 26.9%-ით. 2019 წელთან შედარებით კი 11.7%-ით გაიზარდა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს $4.243 მლრდ-ს მიაღწია. ექსპორტის 14.5% - $616 მლნ ჩინეთში განხორციელდა. 2021 წელს ჩინეთში უფრო მეტი პროდუქცია გაიყიდა, ვიდრე 1995-2016 წლებში ერთად, რასაც ხელი 2018 წლის იანვრიდან ამოქმედებულმა თავისუფალმა სავაჭრო ხელშეკრულებამ შეუწყო.   ჩინეთში გატანილ ექსპორტში $497 მლნ-ით სპილენძის მადნების წილი 81%-ს აღწევს, რაც...


მსგავსი სიახლეები

up