CNNmoney: სმარტფონები, რომლებმაც Apple-ს ჩინეთის ბაზარი წაართვეს

CNNmoney: სმარტფონები, რომლებმაც Apple-ს ჩინეთის ბაზარი წაართვეს

person access_time2016-08-28 11:10:45

Apple-ის ბიზნესი ჩინეთში არც ისე კარგად მიდის - კომპანიის მთავარი პროდუქტს, iPhone-ს ადგილობრივი კომპანიები მძაფრ კონკურენციას უწევენ. შედეგად ჩინეთში Apple-ის გაყიდვები მეორე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33%-ით შემცირდა. ამის ერთ-ერთი გამომწვევ მიზეზს კი ადგილობრივი წარმოების სმარტფონები - Huawei, Oppo, Vivo და Xiaomi წარმოადგენენ.

 

აღნიშნულ ოთხ ბრენდს ჩინეთის ბაზრის 56% უკავია. მათმა პოპულარობამ ჩინეთში ყველაზე გავრცელებულ სმარტფონთა სიაში Apple მეხუთე ადგილზე გადაიყვანა. Apple-ის წილი ბაზარზე ამ ეტაპზე 8%-ს შეადგენს. ამასთან, მოსალოდნელია, რომ კიდევ ერთი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სმარტფონებს $100-ზე იაფად სთავაზობს, Apple-ს მძლავრ კონკურენციას გაუწევს - Gionee.

 

მოკლე ინფორმაცია Apple-ის მთავარი კონკურენტების შესახებ:

 

Oppo - კომპანიამ პირველი სმარტფონი 2011 წელს გამოუშვა და ამ ეტაპზე ჩინეთის ბაზარზე მეორე, ხოლო მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს. მისი ტელეფონები, მაგალითად F1s Selfie Expert და flagship R9 iPhone 6S Plus-ს წააგავს. ტელეფონების მთავარი დადებითი მხარე კი ის არის, რომ სწრაფად იტენება (5 წუთის განმავლობაში დატენვის შედეგად ორსაათიანი საუბრის შესაძლებლობა) და იღებს მაღალი ხარისხის “სელფის.“ ამასთან, ტელეფონი შედარებით ხელმისაწვდომიცაა. 



Oppo და Vivo ერთმანეთის პირდაპირი კონკურენტები არიან, თუმცა ორივე მათგანი ჩინური კომპანიის, BBK Electronics-ის მიერ არის დაარსებული. სწორედ ეს განაპირობებს მათ შორის ამდენ მსგავსებას. Vivo კომპანიის პოპულარობისთვის ცნობილ ადამიანებს ხშირად იყენებს და ამასთან აქცენტი პატარა ქალაქებზე აქვს გადატანილი. 


Huawei ყველაზე ცნობილი ჩინური ბრენდია და მას ჩინური ბაზრის ყველაზე დიდი წილი უკავია. გლობალურ ბაზარზე კი კომპანია მხოლოდ Samsung-სა და Apple-ს ჩამორჩება. კომპანიამ მომხმარებელს Honor 8 და P9 შესთავაზა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. კომპანია ცნობილ ადამიანებს სმარტფონების რეკლამაში ხშირად იყენებს, თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით, აღნიშნული მიდგომა მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში ამართლებს. Xiaomi-ს Apple-ის მსგავსად გაყიდვებთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა.

 

ამ ეტაპზე ჩინეთის ბაზარზე მისი წილი 10%-ით შემცირდა. დასაწყისში კომპანია ონლაინ გაყიდვების მეშვეობით გაცილებით პოპულარული იყო, თუმცა მოგვიანებით მისმა კონკურენტებმა გაყიდვების იგივე გზას მიმართეს, რაც კომპანიის პროგრესზე უარყოფითად აისახა.


 



დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-01 21:00:43
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. 2000 გარდაცვლილი ერთ თვეში - კოვდიკოშმარი გრძელდება, პასუხისმგებლობას არავინ იღებს საქართველოში კოვიდით გარდაცვლითა რიცხვმა ნოემბერში 2000-ს გადააჭარბა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1 თვეში ამდენი ადამიანი სხვა დროს არასდროს...

ლარი დოლართან გაუფასურდა, ხოლო ევროსთან და ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან გაუფასურდა, ხოლო ევროსთან და ლირასთან გამყარდა
access_time2021-12-01 18:00:10
1-ელი დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1 თეთრით 3.1279-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1250 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.37 თეთრით 3.5414-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.13 თეთრით 4.1623-მდე, ხოლო ლარი თურქულ ლირასთან 0.20 თეთრით 0.2367-მდე გამყარდა. 1000 სომხურ დრამთან 1.15 თეთრით 6.4031-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.32 თეთრით 1.8380-მდე, 100 რუსულ რუბლთან 6.30 თეთრით 4.2290-მდე...

9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 14%-ით შემცირდა

9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 14%-ით შემცირდა
access_time2021-12-01 17:00:26
2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 606,7 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 131,2 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 31,9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით...

საქართველომ „ინტერ რაოსთან“ წაგებული $80.5 მილიონიანი დავა გაასაჩივრა

საქართველომ „ინტერ რაოსთან“ წაგებული $80.5 მილიონიანი დავა გაასაჩივრა
access_time2021-12-01 14:55:00
სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „ინტერ რაოსა“ და საქართველოს მთავრობას შორის დავა რუსული კომპანიის სასარგებლოდ გადაწყდა, ქართულმა მხარემ გაასაჩივრა. „სტოკჰოლმის არბიტრაჟმა გადაწყვეტილება 2021 წლის 19 აპრილს მიიღო, რომლის მიხედვითაც „ინტერ რაოს“ ეკუთვნოდა გარკვეული კომპენსაცია. ინტერ-რაო ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინის ეკონომიკას ანგრევს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინის ეკონომიკას ანგრევს
access_time2021-12-01 20:00:29
საერთაშორისო სავალუტო ფონდებისგან სესხების აღებას უკრაინისთვის აზრი არ  აქვს, რადგან სსფ-ის მიერ წარდგენილი პირობები ქვეყნის ეკონომიკისთვის დამანგრეველია.   მაგალითად, ერთ-ერთი ვალდებულების მიხედვით, კიევმა გატანილ კაპიტალზე გადასახადი არ უნდა დააწესოს.   ფონდს მხოლოდ ერთი რამ, საგადასახადო ბაზის გაფართოება აინტერესებს, რაც უკრაინას დავალიანების სწრაფად დაფარვის საშუალებას მისცემს. არანაირ ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარი არ მიდის, რადგანაც...


მსგავსი სიახლეები

up