CNNMoney: სამი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომლებისთვისაც 2016 წელი ნეგატიური იყო

CNNMoney: სამი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომლებისთვისაც 2016 წელი ნეგატიური იყო

access_time2016-12-28 20:30:52

 

მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკის მქონე 10 ქვეყნიდან 3-ისთვის ეკონომიკური პროცესები ნეგატიურად წარიმართა. CNNMoney აღნიშნულ ქვეყნებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს და ეკონომიკური ვარდნის მიზეზებზეც საუბრობს.

 

დიდი ბრიტანეთი: დიდი ბრიტანეთის მოსახლეობამ 2016 წლის 23 ივნისს ევროკავშირისგან გამოყოფას დაუჭირა მხარი. Brexit-ის საკითხმა მსოფლიო ეკონომიკაში არაერთი ცვლილება გამოიწვია, რაც არაერთი კომპანიის აქციების ვარდნაზეც აისახა.

 

ფუნტი დოლართან მიმართებით იმ დონემდე გაუფასურდა (18%-ით), როგორი შედეგებიც გასული 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა. გაიზარდა სამომხმარებლო ფასები, მომავალ წელს გაიზრდება ინფლაციის დონეც. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა წინ არის: ბრიტანეთი გამოეყოფა თავის უდიდეს სავაჭრო პარტნიორს, რომელზეც ბრიტანეთში არსებული კომპანიების უმრავლესობა პირდაპირ არის დამოკიდებული.

 

დიდი ბრიტანეთი დიდი შვიდეულის ქვეყნებს შორის საუკეთესო ეკონომიკური ზრდის ტემპით გამოირჩეოდა, თუმცა მომავალი წელი დადებითი ეკონომიკური შედეგების მომტანი ნამდვილად ვერ გახდება.

 

ინდოეთი: 8 ნოემბერს ქვეყნის პრემიერმა, ნარენდრა მოდიმ 500-იანი და 1000-იანი რუპიის ბანკნოტი მიმოქცევიდან ოფიციალურად ამოღებულად გამოაცხადა. მოულოდნელმა ცვლილებამ ქვეყნის ეკონომიკასა და ბიზნეს გარემოზე უარყოფითად იმოქმედა. ქვეყნის 7.3%-იანი ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ მკვეთრად შემცირდება.

 

მთავრობის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება დადებით შედეგებს გრძელვადიან პერსპექტივაში მოიტანს, თუმცა პოლიტიკური ოპონენტების მიხედვით, გადაწყვეტილება ინდოეთს ძირითადად უარყოფით შედეგებს მოუტანს.

 

იტალია: 4 დეკემბერს, იტალიაში საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ რეფერენდუმი გაიმართა. ქვეყნის პრემიერის, მატეო რენცის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო რეფორმის თანახმად, იტალიის სენატის წევრების რაოდენობა 315-დან 100-მდე შემცირდებოდა, რასაც მოსახლეობამ მხარი არ დაუჭირა. მატეო რენცი რეფერენდუმის მეორე დღეს გადადგა.

 

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური გაურკვევლობამ ინვესტორები დააფრთხო. მსოფლიოში უძველეს ბანკს, Monte dei Paschi di Siena-ს გადასარჩენად $5 მილიარდის ოდენობის ინვესტიცია სჭირდება, თუმცა ინვესტორები ამისაგან თავს იკავებენ.

 

იტალიის ბანკები ერთდერთ პრობლემას არ წარმოადგენს. ქვეყანაში შესაძლოა წინასწარი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. გამარჯვების შანსი კი ბეპე გრილოს დაარსებულ „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობას" აქვს - პარტიას, რომელიც ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს.
საუბრის დასასრული

 

 

ავტორი: CNNMoney:

 



5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-05 19:00:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გამყარდა და ერთი...

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის
access_time2020-06-05 20:00:48
საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში აშშ-ს უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს - Facebook, Google, Amazon და Apple-ს ანტიმონოპოლური დავები ემუქრება, რის გამოც მათ შესაძლოა მილიარდობით დოლარი დაკარგონ. შტატებში კორონავირუსის დაწყებამდე, უმსხვილესი IT-კომპანიები ვაშინგტონში საკუთარი ინტერესების ლობირებაზე რეკორდულ თანხებს ხარჯავდნენ. დემოკრატი სენატორი ემი კლობუშარი Uber-ის მიერ საკვების მიტანის სერვისის Grubhub-ის შეძენის სურვილს აპროტესტებს, ხოლო რესპუბლიკელი ტედ კრუზის თქმით,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა
access_time2020-06-05 15:05:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა საქართველოს მთავრობაში მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი გახლდათ. კანონპროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ მიდგომებს ითვალისწინებს გარემოს დაცვის მიმართულებით, ბიზნესსექტორის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა, როდესაც მისი პირველადი ვერსია იქნა...

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში
access_time2020-06-05 15:30:42
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის განვითარება. „პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ...

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?
access_time2020-06-05 12:00:42
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დაბალი ხარისხისა და გადაადგილების პრობლემების გამო, ბოლო პერიოდში კერძო ავტომობილებით მოძრავი მოქალაქეების რაოდენობა უფრო გაიზარდა, შესაბამისად საპარგინგე ადგილებზე მოთხოვნამაც მოიმატა. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მაცხოვრებლები არასწორი პარკირების ჯარიმას, საურავებსა და მანქანის გადაყვანის საფასურს ზუსტად იმავე წესით იხდიან, როგორც მანამდე და „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up