CNNmoney: "ჭკვიანი" საყოფაცხოვრებო ტექნიკა უკვე რეალობაა

CNNmoney: "ჭკვიანი" საყოფაცხოვრებო ტექნიკა უკვე რეალობაა

access_time2016-05-02 19:00:20

 

უცხოური საქმიანი მედიის ყურადღების ცენტრში ყოველდღიურად ხვდება ტექნოლოგიური სიახლეები. ერთერთი მათგანია ე.წ. ჭკვიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომლსაც CNNmoney სტატიას უძღვნის.

 

გსურთ სახლში "სმარტ," იგივე ჭკვიანი მოწყობილობები გქონდეთ, მაგრამ არ იცით, სად შეიძინოთ ისინი, ან არ გაქვთ მათზე ინფორმაცია? CNNmoney-წერს, რომ ლონდონში არსებულ მაღაზიაში თქვენს ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

 

სტატიაში ვკითხულობთ: კომპანია John Lewis-მა ოქსფორდის ქუჩაზე, 1,000 კვადრატული მეტრის ფართობზე მაღაზია გახსნა. ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს მათი მართვა სმარტფონის საშუალებით შეეძლება. სახლის მეპატრონე დისტანციურად აანთებს შუქს, იზრუნებს სახლში არსებულ სურნელზე, მუსიკაზე და ა.შ. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუკი მაღაზიის სტუმარი ტექნოლოგიებისადმი ინტერესს არ იჩენს, შესაძლოა მას ფასები ზედმეტად მაღალი მოეჩვენოს.

 

ყველაზე მეტად, რამაც შეიძლება დაგაინტერესოთ, ეს Samsung-ის მაცივარია, რომელსაც გასაყიდად ივნისში გამოიტანენ. მისი ფასი £4,499-ს შეადგენს. მას აქვს 54.5 სანტიმეტრიანი HD ეკრანი, რომლითაც ინტერნეტში შესვლას, ჩანაწერების გაკეთებას, მუსიკის მოსმენას, ტელევიზორის ყურებასა და მაღაზიაში შენაძენების გაკეთებასაც კი შეძლებთ! ამასთან, სახლში არყოფნისას თქვენ ტელეფონით იმასაც გაარკვევთ, არის თუ არა მაცივარი ცარიელი. Samsung-მა "ჭკვიანი" მაცივარის პრეზენტაცია იანვარში გამართა და ამ სიახლემ საკმაოდ სკეპტიკური შეფასებები დაიმსახურა. თუმცა John Lewis-ში მისულ სტუმრებს შორის მაცივარმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. 2015 წელს "ჭკვიანი" საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვები 81%-ით გაიზარდა. სწორედ ეს გახდა John Lewis-სთვის მაღაზიის გახსნის ინსპირაცია.

 

მაღაზიაში ასევე შესაძლებელია ყავის მოსადუღებელი აპარატის, Nespresso Prodigio-ს შეძენა. დილით გაღვიძებისას, საწოლიდანვე, სმარტფონში არსებული Nespresso-ს აპლიკაციის დახმარებით, ყავის მოდუღებას შეძლებთ. ცხადია, ყავის მოსადუღებელი აპარატი 100%-ით ავტომატური არ არის: ღამით ყავის მარცვლების ჩაყრაზე თავად უნდა იზრუნოთ. "ჭკვიანი" ყავის მადუღარას ფასი £200-ს შეადგენს. ასევე გამოვიდა AEG ProCombi-ს მიკროტალღოვანი ღუმელი, რომელიც ივლისიდან £1,499-ად გაიყიდება. ეს არის ნოვაცია - პირველი მიკროტალღოვანი ღუმელი, რომელშიც კამერა არის მოთავსებული. მომხმარებელს შეუძლია თვალი მიადევნოს კერძის მომზადებას და ასევე, სმარტფონიდან დაარეგულიროს მისი ტემპერატურა.

 

მაღაზიაში ასევე შემოთავაზებულია "ჭკვიანი" მაღვიძარები, თერმოსტატები და სახლის კამერები. ცალკე აღსანიშნავიაა Philips-ის ნათურები, რომლებიც თავად აღიქვამენ დღისა და ღამის ცვალებადობას და შუქიც ავტომატურად ირთვება. John Lewis-ის გაყიდვების მენეჯერმა, ჰაკ ჰასანალიმ CNNMoney-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ "ჭკვიან ნათურებზე" მოთხოვნა სულ უფრო იზრდებნა. კომპანია ასეთივე მაღაზიების გახსნას მომავალშიც აპირებს.



ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...

ახალბედა მილიარდერები, რომლებმაც COVID-19-ის კრიზისით იხეირეს

ახალბედა მილიარდერები, რომლებმაც COVID-19-ის კრიზისით იხეირეს
access_time2020-05-30 17:00:54
გლობალურმა პანდემიამ მსოფლიოს დიდ ნაწილში მასშტაბური ნეგატიური ცვლილებები გამოიწვია, თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარეც. პანდემიის გამო, 2020 წლის Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის ახალი178 წევრიდან ნაწილმა დიდი სარგებელი ნახა. მათ შორის არიან: ლარი სიანდონ ჩენი ქონება: $4.5 მილიარდი ქვეყანა: ჩინეთი ლარი ჩენი GSX Techedu-ის დამფუძნებელი და...


მსგავსი სიახლეები

up