CNNMoney: ბრექსიტი ბრიტანეთის ეკონომიკას რეცესიას ან სტაგნაციას მოუტანს

CNNMoney: ბრექსიტი ბრიტანეთის ეკონომიკას რეცესიას ან სტაგნაციას მოუტანს

access_time2016-06-27 10:37:24

ჯორჯ სოროსმა დიდი ბრიტანეთი რეფერენდუმის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე „შავ პარასკევთან“ დაკავშირებით გააფრთხილა. მისი ვარაუდი მართლდება-

ბრექსიტის შედეგების გამოცხადების შემდეგ ფუნტი და საფონდო ბირჟები დაცემას განაგრძობს. რა მოხდება შემდეგში და რა შედეგები ექნება ამ რეფერენდუმს? CNNMoney აღნიშნულ საკითხს სტატიას უძღვნის და წერს, რომ ბრიტანეთის რეფერენდუმი თავისი შედეგით უპრეცედენტოა: 28 ქვეყნისგან გაერთიანებული ბლოკი აქამდე არცერთ ქვეყანას არ დაუტოვებია.

 

ბრიტანელი ხალხის გადაწყვეტილებას უზარმაზარი ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები ექნება. ბრექსიტის, ანუ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოყოფას დაახლოებით ორი წელიწადი დასჭირდება, ეკონომიკური დაღმასვლა კი გაცილებით სწრაფ ტემპში მოხდება. ევროკავშირი დიდი ბრიტანეთის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. შედეგად, CNNMoney-ს თვალსაზრისით, მისგან გამოყოფა ბრიტანეთის ეკონომიკას რეცესიას ან სტაგნაციას მოუტანს. „ბრიტანეთის ეკონომიკა გაურკვევლობის პერიოდში შეაბიჯებს - მისი შედეგი კი – დასუსტება. მომდევნო კვირები საკმაოდ სახიფათო იქნება,“ – განაცხადა Societe Generale-ს ანალიტიკოსმა, კიტ ჯუკსმა.


 

ბრექსიტი ათასობით სამუშაო ადგილს რისკის ქვეშ აყენებს. რეცესიამ შესაძლოა უმუშევრობის ზრდას ხელი შეუწყოს. ასევე არის შანსი, დიდმა ბანკებმა და კომპანიებმა მათი თანამშრომლები საფრანგეთსა და გერმანიაში გადაიყვანონ იმ მიზნით, რომ ევროკავშირში წარმოებული ბიზნესის მდგრადობა შეინარჩუნონ. ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Rolls Royce და JPMorgan-ი, რეფერენდუმის ჩატარებამდე აცხადებდნენ, რომ ბრექსიტი ბრიტანეთში განხორციელებულ ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილებს საფრთხის ქვეშ დააყენებდა. ასევე ამ ეტაპზე არსებობს გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განაგრძობენ ბრიტანეთში არსებული კომპანიები ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კემერონმა, რომელიც ბრექსიტის განხორციელების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, გადადგომის შესახებ უკვე გააკეთა განცხადება. ბრექსიტთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება ახალ პრემიერს მოუწევს.

 

შეიძლება ითქვას, რეფერენდუმმა ბრიტანეთი დაანაწევრა. შოტლანდიის მოსახლეობამ ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას მისცა ხმა. შესაბამისად, დიდი შანსია, დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად შოტლანდიამ რიგით მეორე რეფერენდუმი ჩაატაროს. შოტლანდიის პრემიერმინისტრი ნიკოლა სტერჯენი აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს. ევროპა სუსტი ეკონომიკის, უმუშევრობის დონის შემცირებისა და მიგრანტების კრიზისის წინააღმდეგ იბრძვის. ბრექსიტმა შეიძლება უფრო მეტად წაახალისოს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ევროკავშირის დატოვებას, ან ევროზე უარის თქმას უჭერენ მხარს.




მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“

მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“
access_time2019-08-20 20:34:59
თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს...

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“ - რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“  -  რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი
access_time2019-08-20 19:30:07
1991 წლის 20 აგვისტოს, საღამოს 11 საათზე ესტონეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა — რა შეიცვალა 28 წლის შემდეგ —  ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის facebook  პოსტს უცვლელად გთავაზობთ: ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა (საქართველოზე 3-ჯერ მდიდარი). 2. ესტონეთი არის...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს
access_time2019-08-20 20:00:21
მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბრო კომპანიაზე, რომლის აქციებიც შევიძინეთ 2017 წლის 21 ნოემბერს. აქციების შეძენა მოხდა $38 დოლარად. ამ დროისთვის კომპანიის აქციის ფასია $131 დოლარი. რაც ინვესტირებული თანხის 240%-იან ზრდას შეადგენს. მე JDinvestment-ის პორტფელში ამ დროსითვის რამოდენიმე კომპანიის აქცია მაქვს მფლობელობაში. მათ შორის არის კომპანია...

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო
access_time2019-08-20 18:30:57
კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co, რომელსაც მსოფლიო ბანკმა ტენდერებში მონაწილეობა დროებით აუკრძალა, საქართველოში სხვადასხვა პროექტთან ერთად, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იან მონაკვეთს ააშენებს. გამარჯვებული კომპანია სწორედ ტენდერის შედეგად გამოვლინდა, თუმცა, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ეს იქამდე მოხდა, ვიდრე მას ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალებოდა. ცნობისათვის, მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს...

სილქროუდ ჯგუფის განცხადება „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით: ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად

სილქროუდ ჯგუფის განცხადება „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით:  ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად
access_time2019-08-20 16:30:56
  პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით სილქროუდ ჯგუფი ავრცელებს საჯარო განცხადებას. “კომერსანტი გთავაზობთ ტექსტს უცვლელად: „რივიერას ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით უკვე ჩატარდა 8 საჯარო განხილვა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტებისთვის. ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარეს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია და მოვისმინეთ მათი პოზიცია. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე შეხვედრა...


მსგავსი სიახლეები

up